LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფერის საფულე უნდა შევარჩიოთ ფინანსების მოსაზიდად – ფენ-შუი

„ავტორადიოს“ ახალ ასტროლოგიურ გადაცემაში „ფენ-შუი ყველასთვის“, რომელიც ინტერიერის და ექსტერიერის სწორად მოწყობის, სიმშვიდისა და ჰარმონიის მოპოვების უძველეს ჩინურ ხელოვნებას ეძღვნება, ავტორმა და წამყვანმა ეკატერინე კვარაცხელიამ დამდეგი 2020 წელი სწორედ ფენ-შუის პრინციპებზე დაყრდნობით განიხილა.

გლობალური კატაკლიზმები 

ჩინური კალენდარი 60-წლიან ციკლს გადის, ამიტომ მომავალი წლის პროგნოზირებისას, 1900 და 1960 წლის ძირითადი ტენდენციები, ბუნებრივი კატაკლიზმები, სოციალური და პოლიტიკური მოვლენები შეგვიძლია გავითვალისწინოთ. აღსანიშნავია, რომ ვირთხა, როგორც წყლის სტიქია ცხენს – ცეცხლის სტიქიას უპირისპირდება, ამიტომ მომავალ წელს მაღალია ხანძრების და წყალდიდობების, მიწისძვრების, საზღვაო და ავიაკატასტროფებას ალბათობა.

ბიზნესი და ეკონომიკა 

პრობლემებია მოსალოდნელი მსოფლიო ეკონომიკაშიც, რაც 2025 წლამდე გაგრძელდება. ბიზნესის სფეროში განსაკუთრებით წარმატებული იქნება მანქანათმშენებლობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, საბანკო, უძრავი ქონების და დაღღვევის სფერო, ნაკლებად გაამართლებს ხე-ტყის წარმოება, ენერგეტიკის დარგი, ლოჯისტიკა, ტურიზმი და გართობის ინდუსტრია.

ჯანმრთელობა 

2020 წელს ყურედღება უნდა მიაქცეს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით სუნთქვის ორგანოებს, გულს და სისხლის მიმოქცევის სისტემას, თირკმელებს, კუჭქვეშა ჯირკვალს და კანს, მაღალია დიაბეტის წარმოქმნის და გართულების ალბათობა.

ვირთხა, ცხენი, კურდღელი 

რთული იქნება მომავალი წელი ცხენის წელს დაბადებულებისთვის, რომელთაც მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გაიარონ რთული პერიოდი და მოერიდონ ჩრდილოეთში მოგზაურობას. ე.წ. “ცივილური სასჯელი” ელით კურდღლის წელს დაბადებულებს, რომელთაც გარკვეული პრობლემების დაძლევა მოუწევთ. კარგი იქნება თუ ორივე ნიშანი ვირთხის წელს დაბადებულებთან ერთად ხარის გამოსახულების კულონს ატარებს დამცავ თილისმად. ვირთხა გონიერი ცხოველია და მართალია, როგორც წყლის სტიქიას ცვლილებები მოაქვს, მაგრამ გააზრებულად მოქმედების შემთხვევაში ყველას შეუძლია უსიამოვნებებისგან თავის დაღწევა. სხვათაშორის, ვირთხის სიმბოლო ატმის ყვავილია, ამიტომ ვირთხის, ტახის, კურდღლის და თხის წელს დაბადებულებს დიდი შანსი აქვთ ჩაებან რომანტიკულ თავგადასავლებში.

ხუთი სტიქიის ვირთხა 

ე.წ. “ვირთხების ოჯახი” ხუთ – ლითონის, ხის, წყლის, ცეცხლის და მიწის სტიქიას აერთიანებს, ამიტომ 2020 წელიც ყველას განსხვავებულ სიურპრიზებს შესთავაზებს.  გასათვალისწინებელია, რომ ლითონის ვირთხების დაბადების წელი 01-ით სრულდება, წყლის ვირთხების – 2-ით და 3-ით ბოლოვდება, ხის სტიქიის – 4-ით და 5-ით, ცეცხლის – 6-ით და 7-ით, მიწის სტიქიის კი – 8-ით და 9-ით.

თეთრი ლითონის ვირთხის წელი, ყველა სტიქიის ვირთხისთვის იღბლიანი იქნება. შეძლებთ პირადი ურთიერთობების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნაკლებად შეგაწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები. მართალია, წლის დასაწყისში სოლიდური ხარჯის გაწევა მოგიწევთ, მაგრამ წლის ბოლოს სრულად აინაზღაურებთ დანახარჯს,

განსაკუთრებით ინტელექტუალურ განვითარებასა და ბიზნესში ინვესტირებით. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება, რაც სოლუდური შემოსავალის წინაპირობა გახდება. 2020 წელი პირველ რიგში მათთვის იქნება სასიკეთო, ვინც მასშტაბურ საქმეს მოჰკიდებს ხელს, მეტად უნდა იაქტიურ დასაქმებულებმა, რათა არ დაკარგონ დაწინაურების შანსი. ჰარმონიული წელია დაოჯახებული წყვილებისთვის, მათ კი, ვისაც ოჯახის შექმნა სურს, სწორედ მომავალ წელს გაუმართლებთ. ავტომობილის შეძენის მსურველებმა მაისის და ივნისის თვეებით უნდა ისარგებლონ.

ცეცხლის სტიქიის ვირთხა 

მართალია, სტაბილური წელია, მაგრამ ნერვულ სისტემას მაინც გაფრთხილება სჭირდება, მოერიდეთ ზედმეტ ემოციებს და ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა. წლის ბოლოს მაღალია ტრავმების და სხეულის დაზიანების ალბათობა. გაზაფხულზე ძველი პროექტებიდან მიიღებთ დივიდენტებს.

ხის სტიქიის ვირთხები 

ხის სტიქიის ვირთხებს მეტწილად ხიფათიანი, დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები მიეკუთვნებიან, რომელთაც მომავალ წელს ხშირად მოუწევთ გარისკვა, თუმცა ყოველთვის არ გაუმართლებთ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება მომავალი წელი შემოქმედებითი ადამიანებისთვის, რომელთა ბრწყინვალე იდეები აუცილებლად სოლიდურ შემოსავალს მოიტანს. დახარჯეთ ფული საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, შეიძინეთ ავეჯი და შეცვალეთ ბინის ინტერიერი. ჰარმონიული წელია პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, არაა გამორიცხული მოგიწიოთ სერიოზული არჩევანის გაკეთება, თუმცა არ ღირს დიდხანს ფიქრი, რათა ხელიდან არ გაუშვათ შანსი და არ დარჩეთ მარტო.

მიწის სტიქიის ვირთხები 

ენერგიულ და ოპტიმისტურ მიწის ვირთხას მომავალ წელს მოჭარბებული  ემოციები შეაწუხებს, რაც მის განწყობასა და ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად აისახება. მოერიდეთ გადატვირთვას, მეტი დრო დაუთმეთ გართობას და დასვენებას. დადებითი ენერგიის მისაზიდად დაკიდეთ სახლში მწვანე ან ლურჯი ფერის ნებისმიერი აქსესუარი. წარმატებული წელია კარიერის გასავითარებლად და ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად, მთავარია, თავი აარიდოთ ხელმძღვანელებთან დაპირისპირებას და გონივრულად ხარჯოთ ფული, რადგან არაა გამორიცხული ძვირადღირებული შესაძენი აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდეს. მარტოხელა ვირთხებს პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი ექნებათ, განქორწინებულები კი, ყოფილ პარტნიორებს დაუბრუნდებიან. მოგზაურობისთვის სასიკეთო პერიოდია სექტემბერი და ოქტომბერი,

წყლის სტიქიის ვირთხები 

მართალია, ნაკლებად შეგაწუხებთ ჯანმრთელობა, მაგრამ შემოდგომაზე მაინც იგრძნობთ ენერგიის დეფიციტს. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. ნუ გაფლანგავთ ფულს ფუჭად, ეცადეთ დაზოგოთ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გამოიყენოთ. დასაქმებულებს პროფესიული წინსვლა და კარიერული წარმატება ელით, სამსახურის მაძიებლებს კი, გაზაფხულზე გაუმართლებთ. დაოჯახებულებმა ხშირი სიურპრიზებით უნდა გაახარონ მეუღლეები, რათა  სიძუნწე არ გახდეს კონფლიქტის მიზეზი.

ლითონის სტიქიის ვირთხები 

რა თქმა უნდა, ლითონის ვირთხისთვის წელი ყველაზე იღბლიანი იქნებამ. წარსულს ჩაბარდება ყველა უსიამოვნება, დაიწყება განვითარების ახალი ეტაპი, გაამართლებს ნებისმიერი წამოწყება. წლის ბოლოს ფინანსური წარმატების მოსაპოვებლად, წლის დასაწყისში მოგიწევთ დაუზოგავი შრომა, სარფიან გარიგებებს გააფორმებთ უცხოელ პარტნიორებთან, არაა გამორიცხული შეიცვალოთ საქმიანობის სფეროც. მართალია, გააქტიურდებიან ძველი კონკურენტები, მაგრამ სერიოზულ პრობლემებს მაინც ვერ შეგიქმნიან. წლის პირველი ნახევარი იდეალური პერიოდია სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობების მოსაგვარებლად, მეორე ნახევარში კი, მეტწილად მშობლებს შეექმნებათ შვილებთან პრობლემები.

საფულის შერჩვა ფულის მოსაზიდად 

თუ ფინანსური ენერგიის გააქტიურება გსურთ, მაშინ დაბადების თარიღში დიდ ციფრს მცირე გამოაკელით და სწორედ ის იქნება თქვენთვის სასიკეთო ფერი. 1 – ყვითელი, ოქროსფერი და ფორთოხლისფერი, 2 – თეთრი და მწვანე, 3 – ლურჯი, იისფერი და იასამნისფერი, 4 – ნაცრისფერი და ცისფერი, 5 – თეთრი, რუხი, ყვითელი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, 6 – მწვანე, ლურჯი ცისფერი და ვარდისფერი, 7 – მწვანე, თეთრი, ვარდისფერი, იისფერი და ლილისფერი, 8 – მწვანე, ლურჯი და შავი, 9 – წითელი, 11 და 22 რიცხვში დაბადებულებს ნებისმიერი ფერის საფულის შერჩევა შეუძლიათ, მათ კი, ვისაც საკუთარი ფერი არ მოსწონს, საფულეში, ცალკე განყოფილებაში, სადაც ფული და ბარათები არ შეეხება რეკომენდირებული ფერის 10-სანტიმეტრიანი ლენტი უნდა ატაროს. იმავე პრონციპით შეიძლება ავტომობილის შერჩევაც.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა 

აუცილებლად მოიცილეთ გატეხილი სარკე და ფანჯრის მინა, რადგან სწორედ მათ მოაქვთ პრობლემები ურთიერთობაში, ძველი და უსარგებლო ნივთების შენახვა კი, სასიცოცხლო ენერგიის ჰარმონიულ მოძრაობას აფერხებს. აუცილებლად შეაკეთეთ ყველა ონკანი, რათა თქვენი ფინანსები წყალმა არ წაიღოს.

არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ გაზქურა სამზარეულოს კარის წინ, რადგან ასე მხოლოდ პროფესიულ პრობლემებს შეიქმნით და შეაფერხებთ კარიერულ წინსვლას.

სახლის პატრონებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ საკუჭნაო ან საპირფარეშო კიბის ქვეშ, ყოველთვის უბედურების მომტანია, სპირალური კიბე კი,  ხელს უშლის ენერგიის თავისუფალ დინებას.

ფენ-შუისთვის მიუღებელია სტუდიოს ტიპის ბინები, საუკეთესო ადგილი სამზარეულოსთვის – სახლის აღმოსავლეთ ნაწილია, არ შეიძლება ერთ ხაზზე იყოს ორზე მეტი ოთახში შესასვლელი კარი, ფანჯრის რაოდენობა კი, სამჯერ უნდა აღემატებოდეს კარისას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი