LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაშია აუცილებელი საფულის გამოცვლა  – „ფენ-შუი ყველასთვის“

გადაცემის ლაივი LIVE

19 თებერვალს „ავტორადიოს“ გადაცემაში „ფენ-შუი ყველასთვის“, ავტორმა და წამყვანმა ქალბატონმა ეკატერინე კვარაცხელიამ ფენ-შუის მნიშვნელობაზე ისაუბრა და რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისცა მათ, ვისაც უძველესი აღმოსავლური ხელოვნების დახმარებით სურს ინტერიერის მოწყობა და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება.

ფენ-შუი – კომფორტული გარემოს შექმნის ხელოვნებაა დადებითი ენერგიის მოზიდვისა და პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. საკუთარ სახლში ყველას აქვს საყვარელი ადგილი, სადაც მშვიდად და დაცულად, განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან სწორად ისაა მისი ენერგეტიკული ზონა. ფენ-შუის პრინციპების ცოდნით ყოველთვის შეიძლება ენერგეტიკულად დაბალანსებული გარემოს შექმნა, რომელიც პოზიტიურად აისახება თქვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე.

ენერგეტიკული ბალანსი – სახლის დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკული ზონების სწორად მოძიებას გულისხმობს. მაგალითად, თუ წლების მანძილზე არ გიმართლებთ, ვერ ახერხებთ პარტნიორის მოძიებას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, არაა გამორიცხული, რომ საძინებლად ნეგატიური ენერგეტისკის ზონაში გაქვთ მოწყობილი.

რა შემთხვევაშია აუცილებელი საფულის გამოცვლა 

აუცილებლად უნდა გამოცვალოთ გახეული ან გაცვეთილი საფულე.

შეიძინეთ ახალი საფულე თუ ფული მოგპარეს, რადგან ამგვარი საფულე უკვე დანაკარგის ენერგეტიკის მატარებელია.

თუ წლის მანძილზე განიცადეთ ფინანსური კრიზის, თქვენი საფულე კი, მუდმივად ცარიელი იყო, საჭიროა მისი სასწრაფოდ გამოცვლა.

უმჯობესია ატაროთ არა ქსოვილის, არამედ ძვირფასი ტყავისგან შეკერილი საფულე.

არ შეიძლება საფულის ქუჩაში ან ჯიხურში შეძენა. ძვირადღირებული საფულე უფრო სწრაფად იზიდავს ფულს, ვიდრე იაფფასიანი.

არ ღირს საფულის შეძენის დღეს სხვა საყიდლების გაკეთება.

ახლად შეძენილ საფულეში ჩადეთ მსხვილი კუპიურა და დატოვეთ მთელი ღამით, ფენ- შუის მონეტები ან დოლარის კუპიურა თილისმად კი, სულ თან ატარეთ.

საფულე არასდროს არ უნდა იყოს ცარიელი, თუმცა არ ღირს მისი ოჯახის წევრების ფოტოებით, სასიყვარულო წერილებით და ტელეფონის ნომრებით გამოვსება.

ხშირად გამოცვალეთ საფულეში კუპიურები.

არავის მისცეთ თქვენი საფულიდან ფულის ამოღების უფლება და არც თვითონ ჩადოთ სხვის საფულეში ფული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი