LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ სათვალის შეძენის დროს – ადრენალინი

24
1-5b10fa15062be-5b10fad2a9b60

დღეისათვის მზისგან დამცავი ლამაზი სათვალის შეძენა ადვილია, მაგრამ რთულია სწორი არჩევანის გაკეთება. ზოგადად სათვალის ლინზებს, როგორც მინისგან, ისე პლასტიკური მასისგან ამზადებენ. შეგახსენებთ, რომ პლასტმასი საკმაოდ დახვეწილი და ხარისხიანია, შესაბამისად მკაფიო გამოსახულებით მინას არ ჩამოუვარდება. მინა ტრავმის მიღების თვალსაზრისით საშიშია. თუმცა, მისი გამოყენების დრო 5 წლამდეა და დაფხაჭნისაკენ ნაკლებად არის მიდრეკილი. პლასტმასის სათვალე უმჯობესია ხმარებიდან 2 წლის თავზე შეიცვალოს, ვინაიდან მისი გამჭვირვალობა თანდათანობით უარესდება, მიკრონაკაწრები ჩნდება. თუმცა არის მსუბუქი, ცხვირის ფუძეს ნაკლებად აწვება და ტრავმის მიღება ნაკლებად შეიძლება.

მზისგან დამცავ სათვალეს (მნიშვნელობა არ აქვს მინის არის თუ პლასტმასის, ან რამდენად ძლიერ არის დაჩრდილული), თუ ულტრაიისფერი სხივებისგან არ გვიცავს, მაშინ ის არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ მავნეც არის. ასეთი სათვალის გაკეთებისას თვალის გუგა ფართოვდება და მზის სხივების დიდი დოზით შეჭრა ხდება, ვიდრე მაშინ, როცა სათვალე საერთოდ არ გვიკეთია. გვიცავს თუ არა სათვალე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან ამის განსაზღვრა გარეგნულად შეუძლებელია, მაგრამ მწარმოებლებს შეგვიძლია ვენდოთ. თუ სათვალეზე აღნიშნულია UV 400, ასეთი სათვალის შეძენა თამამად შეიძლება. ეს იმის ნიშანია, რომ ლინზები 400 ნანომეტრამდე სიგრძის სინათლის ტალღებს არ ატარებენ.

მოგეხსენებათ, რომ წელიწადის ოთხივე დროს, თვალის ერთ-ერთი საუკეთესო დამცავი საშუალება სათვალეა. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები