LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები – შაქრიანი დიაბეტის, ნანემსრების დამუშავების და პრობლემური კანის დროს.

15
პრობლემური-კანი

თუ პრობლემური კანი გაქვთ და ხშირად აღგენიშნებათ გამონაყარი, სახე უმი გოგრით გაიწმინდეთ. არ დაგავიწყდეთ რომ გამონაყარის დროს არაჩვეულებრივია გოგრის თესლის მიღება. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ორ სუფრის კოვზ მოხარშული გოგრის რბილობს, ერთი სუფრის კოვზი სოიოს ზეთი შეურიეთ, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გოგრა გამოგადგებათ მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც. ნახევარ ჩაის ჭიქა გოგრის წვენს, სამი სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი, 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი თაფლი შეურიეთ. მასა მიქსერით ათქვიფეთ, წინასწარ დაბანილ სახეზე წაისვით და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შაქრიანი დიაბეტის დროს, ქრონიკული გართულებების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა არსებობს: სისხლში შაქრის დონე ნორმას უახლოვდებოდეს, რასაც ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაცია ეწოდება. ამის მიღწევა შესაძლოა შესაბამისი დიეტის, მკურნალობისა და ექიმის მითითების ზუსტ დროში შესრულებით.

ნანემსრების დამუშავება არაფრით არ არის საჭირო, რადგან ადგილობრივი მოვლენები თავისთავად ალაგდება. დაშვებულ რეაქციებში შედის ადგილობრივი ტკივილი ნემსის შეყვანის შემდეგ, შეშუპება და სიწითლე, რაც 2-3 დღის განმავლობაში მცირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ დროს ტემპერატურაც მცირედ, მაგრამ მაინც მატულობს. ეს ყველაფერი მალე გაივლის. თუმცა, გართულების შემთხვევაში ქირურგს აუცილებლად მიმართეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები