LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძე – სიცოცხლის ელექსირი – ადრენალინი

2
lapte-1531815738

ყველის სასარგებლო თვისებებზე ჯერ კიდევ ჰიპოკრატე წერდა: ძლიერი, ცხელი და ნოყიერია. ძლიერი იმიტომ, სიცოცხლე მისით იწყება. ნოყიერი იმიტომ, რომ ყველაზე ხორციანი პროდუქტია, ხოლო ცხელი იმიტომ, რომ ცხიმიანია.

რძე და რძის პროდუქტები კალციუმის დიდი საბადოა. ასევე შეიცავს ამინომჟავებს. რძეს განსაკუთრებული ძილისმომგვრელი თვისებები არ აქვს, მაგრამ ძილის წინ ერთი ფინჯანი რძე კუჭის სეკრეციას ამცირებს და მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

თხის რძე სასარგებლოა დაბალი მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტით დაავადებულთათვის. კარგად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. როცა ბავშვს კენკრის ჭამის შემდეგ დიათეზი ან შეშუპება უვითარდება, კენკრაში რძე დაამატეთ და მავნე ზემოქმედება განეიტრალდება. მაწონი და კეფირი კი მთლიანად ინარჩუნებს რძეში შემავალ სასარგებლო თვისებებს, რის გამოც ადვილად შესათვისებელია.

კოსმეტოლოგიაში ე.წ. პილინგს წარმატებულად ენაცვლება არაჟნისა და მარილის ან ნაღებისა და მარილის ნიღბები, რომელიც ადვილად მზადდება. შეურიეთ ერთმანეთს და წაისვით სახეზე. დააცადეთ სანამ გაშრება და ჩამოიბანეთ ანადუღარი თბილი წყლით. შემდეგ მკვებავი ნიღაბი გაიკეთეთ ხაჭოს, არაჟნისა და თაფლის ნარევით. ასევე, იოლი მოსამზადებელია მატონიზირებელი და მკვებავი ნიღაბი, რომელშიც შედის ხაჭო, კვერცხის გული და რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი. დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

რძის ნაწარმი გაცივების დროს რომ უნიკალური სამკურნალო საშუალებაა ეს გასაკვირი არ არის. გახეხილი ხახვისა და ცხელი რძის ნაზავი საუკეთესო გამოსავალია გაცივებით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად. გაცივების დროს ასევე არაჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებებია: ცხელი რძის, კვერცხის, თაფლისა და ნაღების კარაქის ნარევი, რომლებიც ძილის წინ უნდა მიიღოთ. რძის, თაფლი, ხახვის, ნივრისა და პიტნის ნაზავი, რომლის მიღება დღის განმავლობაში ყოველ საათში ერთხელ შეგიძლიათ.

ყივანახველას შემთხვევაში კი ცნობილი ხალხური მეთოდია ნივრისა და ადუღებული რძის ერთობლივად მიღება დღეში რამდენჯერმე. ბრონქიტის დროს სალბის რძიანი ნახარში ცხლად უნდა მიიღოთ, ხოლო თუ ანგინა გაწუხებთ, რეკომენდებულია თბილი რძისა და გაზგასული მინერალური წყლის ნარევის დალევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები