LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დაუნის “ავტოსთორი”

6
Robert-Downey-Corvette

ტონი სტარკი გენიოსია, მილიარდერი “პლეიბოი” და თან ფილანთროპი. გახადე კოსტიუმი და ეგაა… თვითონ თქვა, მე არ მომიგონია…

სანამ „მარველის“ კინოსამყაროს ცაზე „აირონმენი“ თავისი გასაოცარი კოსტიუმით ცეცხლოვან კვალს დატოვებდა, დაამარცხებდა არაერთ მისტიკურ თუ ტიტანურ ბოროტმოქმედს, ის უბრალოდ რობერტ დაუნი იყო, რთული ცხოვრებითა და უზარმაზარი შეცდომებით. რობერტ დაუნი უმცროსი, ადამიანი რომელსაც უყვარდა ავტომობილი.

რობერტ დაუნი დღეს კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია დაიტრაბახოს მის მიერ შესრულებული როლებისა და ჟანრების სიმრავლით, მაგრამ არ ტრაბახობს. იმიტომ რომ “კლასია” და ეს იცის. ჩვენ კი დღეს არც „აირონმენს“ ვეხებით და არც მის კვალს კინოსამყაროში.

რობერტ დაუნის კოლექცია განსაცვიფრებელი ავტომობილებისგანაა დაკომპლექტებული. კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული კლასიკური ავტომობილი- „65 Chevy Corvette Stingray“-ია.

აღსანიშნავია, რომ რობერტ დაუნი უმცროსს და მის გასაოცარ “შევროლეს” ერთად ხშირად აფიქსირებენ.

გლუვი ფორმების “კორვეტს” ქარხნული V8 ძრავი მოჰყვა, მისი მაქსიმალური სიჩქარე 186 კმ/სთ-ია. რობერტის ანტიკვარული “როდსტერისადმი” სიყვარული გასაკვირი ნამდვილად არ არის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები