როგორ ავიცილოთ თავიდან ზაფხულში გაციება

გარუჯვა იმუნიტეტს ასუსტებს. ზაფხულში გაციება ალოგიკურია, ვინაიდან თბილა. თუმცა, ასეთი რამ, ძალიან ხშირად ხდება და განსაკუთრებით უსიამოვნოა. ზაფხულში გაციების ძირითადი მიზეზი დასუსტებული იმუნიტეტია. მას აუძლურებს მზე (როგორც ვიცით, ნამზეური იმუნიტეტისთვის დარტყმაა) და ახალ პირობებთან შეგუების აუცილებლობა თუ სხვა კლიმატურ ზონაში გაემგზავრებით (აკლიმატიზაცია, უჩვეულო საჭმელ-სასმელი ორგანიზმისთვის სტრესია). არსებობს სხვა ბანალური რისკფაქტორებიც, რომელსაც ზაფხულში რატომღაც ვივიწყებთ:

1) უეცარი გაგრილება – ერთბაშად სამი ნაყინი, გაყინული მინერალური წყალი ან ლუდი, ზაფხულში გაციების საფუძვლიანი მიზეზია. ყელის მკვეთრი გაგრილება, ცხვირხახაში ყოველთვის არსებულ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს ააქტიურებს.
2) ტემპერატურის დაცემა – მზეს ვეფიცხებით, შემდეგ კი გასაგრილებლად პირდაპირ წყალს მივაშურებთ. ესეც რისკის ფაქტორია.
3) ორპირი ქარი – კონდიციონერი სამუშაოზე ან მანქანაში, ღია ფანჯარა სახლში, კუპეში, გრილი ნიავი გემზე. დასაწყისში სასიამოვნო სიგრილე გაციებაში გადადის

.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია თავდაცვის შემდეგი ღონისძიებები: – ყელი არ აგტკივდებათ, თუ ცივ სასმელს, განსაკუთრებით ყინულიანს, პატარა ყლუპებით მოსვამთ. ამ დროს, სითხე, ჯერ პირის ღრუში თბება და მხოლოდ შემდეგ ხვდება ყელში. შუა აზიაში გონივრულად იქცევიან: სიცხეში ცხელ ჩაის სვამენ და შედეგად არ აცემინებენ.

ციტრუსები, თაფლი, რძე შუშხუნა მინერალური წყლით და ყველაფერ ამას დამატებული სუფთა ჰაერი, დაწყებულ გაციებასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი საშუალებებია. აქტიური წერტილების მასაჟი სწრაფად გამოჯანმრთელებასა და ტონუსში ყოფნას ეხმარება. ასევე, კარგია, მშრალ, ცხელ ქვიშაზე და ცხელ მიწაზე, ველზე სიარული. სასარგებლოა გვირილის, კალენდულას ან სალბის ნაყენის სმა.