LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ სახის კანი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში

8
2701-snowflake-facial-1296x728-header

სახის კანს შემოდგომაზე განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინები, რათა გამოცოცხლდეს და გლუვი გახდეს. ამიტომ, სასურველია თუ, რაციონში შემდეგი სახის ვიტამინებსა და პროდუქტებს შეიტანთ:

C ვიტამინის ბუნებრივი ოქსიდანტი, რომელიც დაბერების და ნაოჭის წარმოქმნის პროცესს ამცირებს. იგი უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას.

ვიტამინი E ბუნებრივი ოქსიდანტია. ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და სიბერის პროცესს ანელებს. ამიტომ მიირთვით მზესუმზირა, სიმინდი, ზეითუნის ზეთი, ასკილის ნაყენი, კვერცხის გული, ბარდა, ლობიო და თხილი.

ვიტამინი A ეპითელიუმის განახლებაზე და საოფლე ჯირკვლების მუშაობაზე ზრუნავს. კანს სინოტივეს უნარჩუნებს და იცავს გამოშრობის, აქერცლისა და დანაოჭებისგან. ამისათვის საჭიროა მიირთვათ რძე, ხაჭო, ყველი, კვერცხი, სტაფილო, პომიდორი, გარგრის ჩირი და წითელი წიწაკა.

ვიტამინი B12 აქტიურად არის ჩართული ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესში, ცილებისა და ცხიმების ათვისებასა და ჰემოგლობინის წარმოქმნაში. ამისათვის საჭიროა მიირთვათ რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი, სოკო და ღვიძლი.

ორგანიზმში თუთიის შემცველობაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან აფერხებს სიბერის პროცესს, ამკვრივებს კანს, ეხმარება ჭრილობების იოლად შეხორცებაში და ებრძვის დაავადების გამომწვევ მიკრობებს. მას შეიცავს მიწის თხილი, ნუში, ტკბილი წიწაკა, ნიორი, სტაფილო და კომბოსტო.

ზაფხულის შემდეგ, როდესაც სახიდან ნამზეური გადადის, ჩნდება ჭორფლი და პიგმენტური ლაქები. მათ მოსაცილებლად ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ: ოხრახუშის, მაწვნისა და არაჟნის ნაზავი, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არასოდეს მიაყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები