LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოვიმუშავოთ ჯანსაღი ცხოვრების ჩვევები – გადაცემა ,,ადრენაილინი”

8
healthy-lifestyle

კვების მავნე ჩვევების აღმოსაფხვრელად და საღი ჩვევების გამოსამუშავებლად რამდენიმე განსაკუთრებულ წესს გთავაზობთ:

  • უპირატესობა ცხიმის დაბალ შემცველ პროდუქტებს მიანიჭეთ. მაღალკალორიული პროდუქტების რაოდენობა თანდათანობით შეამცირეთ. მაგალითად, კვირაში 7 ფუნთუშის ნაცვლად 4 მიირთვით.
  • საკვები მრავალფეროვანი და ბალანსირებული უნდა იყოს. თეფშის მეტ ნაწილს ბოსტნეულის გარნირი უნდა იკავებდეს. ასევე, სასარგებლოა ლობიო, ბარდა, წიწიბურას, შვრიის და ქერის ფაფები.
  • პროდუქტი წინასწარ შექმნილი სიის მიხედვით იყიდეთ. თუ შიმშილი გაწუხებთ მაღაზიაში ნუ შეხვალთ. არასოდეს მოამზადოთ იმაზე მეტი ვიდრე გჭირდებათ.
  • გემრიელ საკვებს ხარბად ნუ მიეძალებით, რომ შედეგად დიეტაზე გადასვლა არ მოგიხდეთ.
  • ეცადეთ ტელევიზორის წინ არ მიირთვათ.
  • სადილი ბოსტნეულით, სალათით, ხაჭოთი ან ხილით დაიწყეთ. ასევე, შეზღუდეთ ტკბილეული, რომელიც ჭარბი და უსარგებლო კალორიების წყაროა.

ყოველდღიურად 15-20 წუთი ვარჯიში საუკეთესო წამალია. ეცადეთ სხვადსხვა საოჯახო საქმე გარკვეულწილად ვარჯიშის ელემენტებსაც შეიცავდეს. ნუ ისარგებლებთ ტრანსპორტით, როდესაც სასურველ ადგილამდე სავალი გზა ფეხითაც შეგიძლიათ გაიაროთ. დღის განმავლობაში ფეხით 2 საათი მაინც იარეთ.

თუ გრძნობთ, რომ დიეტა გარდაუვალია, სხვადსხვა რეცეპტების აქტიურად გამოყენებას ნუ დაიწყებთ. ამოირჩიეთ ერთი, თქვენთის ყველაზე მისაღები და დაიცავით. დიეტის თაობაზე არავისთან იმსჯელოთ. ნუ დაძაბავთ ყურადღებას და გონებას, არც თუ შედეგიანი თემების შესახებ საუბრით. ყოველი კვირის ბოლოს საკუთარი წონა შეამოწმეთ.

კვირაში ერთხელ მაინც მიიღეთ რძისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების აბაზანები. ყოველ საღამოს ხელებზე საცხი წაისვით, მაშინაც კი თუ კანი გამომშრალი არ გეჩვენებათ, რადგან ხელებს მუდმივი მოვლა ესჭიროება. რაც შეეხება მაკიაჟს, წაისვით ტუჩ-საცხი და ნაკვთები მქრალად შეაფერადეთ. ჩაცმულობაში თქვენი სტილი მოძებნეთ.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა წესი დაგეხმარებათ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ პროდუქტების შერჩევას, გონივრულად შეადგინოთ კვების რაციონი და უხეში შეცდომები თავიდან აიცილოთ, დღის განმავლობაში რამდენიმე წუთი მაინც იცხოვროთ სპორტულად და ჯანსაღი ცხოვრების წესით. შედეგად სასურველ ფორმას დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებთ და განამტკიცებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები