LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევაჩეროთ ორგანიზმის დაბერება – ადრენალინი

7
family-759

30 წლის წევით ქალბატონებს არ სიამოვნებთ ასაკთან დაკავშირებული შეკითხვები. ერთი და იმავე ასაკის ქალბატონები თუ მამაკაცები სხვადასხვანაირად გამოიყურებიან, ზოგი 35 წლისას გავს, ზოგიც 23 წლისას. ეს ორგანიზმის ბიოლოგიური ასაკია.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ცხოვრების სტილი დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის დაბერებაში. და თუ, ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების რიტმით ცხოვრობს, ის 50 წლის ასაკში 25 წლის ახალგაზრდასავით გამოიყურება.

არაფერია შეუძლებელი, სიბერესთან ბრძოლა ნებისმიერი ასაკიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. აი, რას გვთავაზობენ მეცნიერები:

პომიდვრის ტომატის რეგულარული მოხმარება საკვებში ( სოუსისა თუ მოხარშული ტომატის სახით) საშუალებას აძლევს მამაკაცებს გაახალგაზრდავდნენ წელიწადნახევრით, ხოლო ქალებს 1 წლით.

30 – წუთიანი ყოველდღიური სეირნობა ფეხით სუფთა ჰაერზე, ადამიანს საშუალებას აძლევს გაახალგაზრდავდეს 2 წლით.

კვირაში 30 წუთი ფიზიკური დატვირთვა გაახალგაზრდავებას განაპირობებს 1 წლით.

შოკოლადი (მცირე დოზით) ყოველდღიურად საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 1 წლით.

კვება საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 3 წლით.

ყოველდღიურად 5 განსხვავებული ხილის მიღება ორგანიზმს აახალგაზრდავებს 1 წლით.

საკვებთან ერთად ბალანსირებული ვიტამინების მიღება 3 წლით.

პირის ღრუს მოვლა, სტომატოლოგთან სიარული წელიწადში 2-ჯერ პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით 6 წლით.

ხშირად იკვებეთ მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული თევზით, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 3 წლით.

სიცილი საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს დაახლოებით 2 წლამდე.

აუცილებლად ისაუზმეთ ყოველ დილით. ეს საშუალებს აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 1 წლით.

ჯანსაღი ძილი, დღე-ღამეში 7 საათი ქალბატონებისთვის, 8 საათი მამაკაცებისთვის, 3-12 წლამდე ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ასევე, აუცილებელია მშვიდი ცხოვრება. ძლიერი სტრესი ამცირებს სიცოცხლისუნარიანობას 32 წლით.

ნორმალური წონის შენარჩუნება ორგანიზმს 6 წლით აახალგაზრდავებს. ქალებისთვის იდეალურად მიიჩნევა წონა, რომელიც მათ ქონდათ 18 წლის ასაკში.

მამაკაცებისთვის კი წონა, რომელიც ქონდათ 21 წლის ასაკში. მცირე დოზებში ალკოჰოლის ყოველდღიური მიღება (თუ არ ხართ მასზე დამოკიდებული) საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 2 წლით.

თუ ყველა პუნქტის შესრულებას ვერ შეძლებთ, რამდენიმე მათგანი აირჩიეთ, რომელიც ჯამში გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს 5-8 წლამდე.

მაგალითად ყველაზე მარტივია: საუზმე ყოველ დილით, ყოველდღიური სეირნობა ნახევარი საათი, პომიდვრის ტომატის მიღება სხვა საკვებთან ერთად, ჯანსაღი ძილი, შოკოლადი. ამ 5 პუნქტის გათვალისწინებით საგრძნობ შედეგს უკვე ნახევარ წელიწადში მიიღებთ, ხოლო თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ და ზუსტად შეასრულებთ, საგრძნობ გაახალგაზრდავებას 2-3 წლის შემდეგ იგრძნობთ, ხოლო სიცოცხლე 15-17 წლით გაგიხანგრძლივდებათ.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები