LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევარჩიოთ იმუნიტეტის ასამაღლებელი წამალი ბავშვისთვის – ქეთევან ბარაბაძის რეკომენდაციები

29
qetevan-barabadze-stumrad-eqimtan

რამდენჯერ უნდა ავადობდეს ბავშვის წლის მანძიზე, როდის არის აუცილებელი ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რა განსხვავებაა გრიპსა დ გაციებას შორის და როგორ შევარჩიოთ სწორად იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალება. რას გვირჩევს ექიმი პედიატრი –  ამ თემაზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ბარაბაძემ ისაუბრა.

ქალბატონო ქეთი, დავიწყოთ საუბარი ხშირად მოავადე ბავშვებით, ნორმაა თუ არა, როცა ბავშვი პრაქტიკულად ყოველ თვე ავადაა?

დღეს ძალიან აქტუალურია ხშირად მოავადე ბავშვის თემა. ძირითადად ექიმს მორეციდივე ინფექციის გამო მიმართავენ და მშობლების ყველაზე აქტუალური ჩივილია, რომ ბავშვები ხშირად ავადობენ. ხშირი ავადობა უნდა განირჩეს, ეს ჭერმარიტი ავადობაა თუ მშობლის მიერ გადაჭარბებულად შეფასებული მდგომარეობა. ხშირი ავადობა და ხშირად მოავადე ბავშვი ასეთი ნოზოლოგია მედიცინაში არ არსებობს. ხშირ ავადობასთან დაკავშირებით შემოვიღეთ ასეთი ტერმინი, ,,ფიზიოლოგიური ავადობა”, ბავშვმა უნდა იავადაოს და ჩამოიყალიბოს ჯანსაღი იმუნური სისტემა.

მშობლები მინდა დავამშვიდო, განსაკუთრებით პატარა ასაკის მშობლები, ბავშვი პრაქტიკულად ნულოვანი იმუნიტეტით იბადება და გარკვეული დროა საჭირო იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად, მან უნდა უპასუხოს უამრავ ახალ სიგნალს, რომელიც მისი ორგანიზმისთვის უცხოა და პასუხის გაცემის უნარი არ აქვს, შესაბამისად უნდა იავადოს და ჩამოიყალიბოს მსუბუქი იმუნიტეტი.

,,ფიზიოლოგიურ ავადობაში” მსუბუქი ავადობა იგულისხმება, თუ ბავშვს აწუხებს სურდო, ხველა, კუჭნაწლავის ტრაქტის მოშლა, მაგრამ არ რთულდება, გრძელდება 5-7 დღე, განიცდის უკუგანვითარებას და სრულდება. ასეთ მდგომარეობას ექიმის ჩარევა არ ჭირდება, ასეთ ბავშვს თავისუფად შეუძლია იაროს სკოლაში, ბაღში, თუ მას ეს შეუძლია, აქტიურია, კვება არ ერღვევა, დღის რეჟიმი შენარჩუნებულია და მსუბუქი ავადობა დისკომფორტს არ უქმნის.

 ბავშვების ნაწილი უპრობლემოდ უმკლავდება სეზონურ ვირუსებს, ნაწილი კი ადვილად იკიდებს ვირუსულ ინფექციებს, რა არის ამის მიზეზი?

 ბავშვმა ფიზიოლოგიურად შეიძლება წელიწადში ოთხჯერ ან ოცდაოთხჯერ იავადოს და ორივე შემთხვევა ნორმად ჩაითვალოს. ზოგჯერ ხშირად მოავადეს ვუწოდებთ ბავშვს, რომელიც შეიძლება სამჯერ ავადობდეს წელიწადში, მაგრამ მისი ყოველი ავადობა უჩვეულო და მძიმე გართულებების ფონზე 15-20 დღით გახანგრძლივდეს, ქონდეს მძიმე ლაბორატორიული მაჩვენებლები და პაციენტს ყოველ ჯერზე სტაციონარული მკურნალობა დაჭირდეს, ასეთი ბავშვი ნამდვილად საყურადღებოა და წლიურად სამჯერადი ავადობის მიუხედავად მძიმედ მოავადედ ითვლება.

თუ პატარას ჯანმრთელობის უკან რაიმე მძიმე დაავადება არ დგას, როგორიცაა თანდაყოლილი და ბაქტერიული ინფექცია, პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ნევროლოგიური სისტემის ფათოლოგიები, მაშინ ძალიან ბევრი სხვა ფაქტორია, რომელიც მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ადრე, როდესაც  ხველის დიაგნოზის ჩამოყალიბებას დავიწყებდით, სხვადასხვა კვლევის შედეგად გამორიცხვის მეთოდით მივდიოდით საბოლოო დიაგნოზამდე,  დღეს კი პირველ ადგილზე ანამნეზის შეკრება დგას, რადგან ექიმმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს, როგორ ორგანიზმთან აქვს საქმე. ანამნეზის შედგენა იწყება ორსულობის პერიოდიდან, ანუ როგორი იყო დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის პერიოდში, იღებდა თუ არა ალკოჰოლურ სასმელებს, ეწეოდა თუ არა თამბაქოს, რადგან სიგარეტის მოწევა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ნაყოფის ჩამოყალიბებაზე. როგორ სოციალურ და ეკონომიურ პირობებში უხდებოდა მას ყოფნა, რამდენად დაძაბულ სამუშაოს ეწეოდა, ეს არის ყველა ის რისკ ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს ნაყოფის და შემდეგ უკვე ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებაზე. ასევე საინტერესო დეტალია ბუნებრივად იმშობიარა დედამ თუ იყო საკეისრო კვეთა. გამოიარა თუ არა ნაყოფმა ყველა ის აუცილებელი სამშობიარო გზები, სადაც დედის ორგანიზმიდან მასში სახლდება დამცველობითი მიკრო ბიოტა, რამაც უნდა განაპირობოს პირველი იმუნური პასუხი.  მიიღო თუ არა ბავშვმა ხსენი, ანუ ძუძუთი კვება, რომელიც ბავშვის იმუნური პასუხის განვითარებისთვის აუცილებელია. ბავშვი მოდის მიკრობების სამყაროშიმ ამიტომ მას ჭირდება ის დამცველობითი ძალებიმ რაც დედის ორგანიზმიდან მოდის, რათა ნელ ნელა პასუხი გასცეს იმ სიგნალს, რომელიც გარემოდან ხვდება.

შემდეგი საკითხია თუ როგორ გარემოშია პატარა, სტრესული თუ არა ოჯახში სიტუაცია. რადგან ბავშვის ავადობას ოჯახში ძალიან დიდი დისკომფორტი მოყვება ხოლმე, მშობელი მუშაობს, მან უნდა გააცდინოს სამსახური , რადგან ბავშვს ჭირდება მოვლა, ბავშვი აცდენს ბაღს თუ სკოლას, იქმნება მანკიერი წრე, სტრესული მდგომარეობაა ოჯახში. თუ რამდენად მშვიდ და სასიყვარულო ოჯახურ გარემოში იზრდება ბავშვი, ეს მოქმედებს მის კოგნიტურ, ნევროლოგიურ განვითარებაზე, რომელიც დიდ მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმის ჯანმრთელობის ჩამოყალიბების საქმეში.

კვება ძალიან მნისვნელოვანია, თუ რას და როგორი ხარისხის საკვებით იკვებება ბავშვი, რამდენად ხარისხიანი მედიკამეტებით მკურნალობენ მას, როგორ ხორციელდება კვების შემატების რეჟიმი, დროულად თუ დარღვეულია ის, ყოველივე ეს გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე და ამ ფაქტორებით არის განვითარებული ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ჯამრთელი ბავშვი, რომელსაც უკან არ უდევს რაიმე მძიმე პათოლოგია დაავადებას მარტივად პასუხობს, ზოგიერთი კი ძალიან მძიმედ და სხვადასხვა სისტემების მხრივ გართულებებს ავითარებს.  

ასე რომ ის ფაქტი, რომ ბავშვების ნაწილი უპრობლემოდ უმკლავდება სეზონურ ვირუსებს, ნაწილი კი ადვილად იკიდებს და რთულად გადააქვს ვირუსული ინფექციები, ამის უკან უამრავი ფაქტორი დგას, რაც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.

ასუსტებს თუ არა ხშირი ავადობა იმუნურ სისტემას?

აუცილებლად უნდა განისაზღვროს მიზეზი, რატომ ავადობს ბავშვი ასე ხშირად. ეს მდგომარეობა ძალიან ხშირად საბავშვო ბაღში წასვლას უკავშირდება, პირველი წლის მანძილზე ხშირი ავადობა აუცილებელიც არის და ეს ბუნებრივია. ოჯახში, სადაც ბავშვი იზრდება, იქ არის მისი სამყარო, რომელში არსებული მიკრობები სრულიად განსხვავდება მათგან, რომელსაც საბავშვო ბაღში ხვდება, ეს მიკრობი სახლდება ბავშვის ორგანიზმში და მან უნდა უპასუხოს მას, რათა მის მიმართ ნაცნობობა ჩამოიყალობოს.  სწორედ ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ბავშვმა უნდა იაროს ბაღში, მაგრამ თუ ავადობამ გახანგრძლივებული და ერთმანეთზე მიწყობილი სახე მიიღო, შესაძლებელია ცოტა ხანი დავასვენოთ, აღიდგინოს რესურსი და კვლავ წავიდეს ბაღში. ამ ყველაფერს წყვეტს პედიატრი, შესაძლოა სულაც არ იყოს ინფექციით გამოწვეული ხშირი ავადობა და იყოს სრულიად სხვა ფაქტორი, მაგალითად არასრულფასოვანი კვება, ალერგენი ან გარემო გამღზიანებელი ფაქტორი, რომელიც იძლევა გაუთავებელ რინიტს, ხველას. ექიმი პედიატრი მშობლის მეგობარია, რომელიც ეხმარება დედას ბავშვის გაზრდაში და სწორ გზაზე დაყენებაში რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზედმეტი შფოთვის და შიშის გარეშე ჩაიაროს ამ პერიოდმა.

რა განსხვავებაა ვირუსს, გაციებასა და გრიპს შორის?

ვირუსი და გრიპი ერთი და იგივე დაავადებაა, უბრალოდ გრიპი არის გარკვეული ტიპის ვირუსი, რომელსაც ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ქვედა წილის ანთებით, მძიმე პნევმონიების სახით. გრიპისგან განსხვავებით სხვა უამრავი ვირუსი არსებობს, რომლებიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ მაინც საყურადღებოა პარაგრიპის ვირუსი და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელიც ორ წლამდე ბავშვებში სუნთქვის გაძნელებით მიმდინარეობს და მცირე კრუპსაც კი იწვევს და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას ქმნის. უფროსებში კი ეს ინფექცია ზედა სასუნთქი გზების მცირე პრობლემებით შემოიფარგლება.

გაციება და ვირუსი-ორგანიზმზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, რაღაც ფაქტორების ზეგავლენით ხდება ორგანიზმის ძალების დაქვეითება, რის გამოც ჩვენს ორგანიზმში არსებულმა პირობითმა ფლორამ შესაძლოა თავი იჩინოს, სწორედ იმ არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებით და განავითაროს დაავადება. ხშირად ამბობენ, გაციებული ვარ და არ ვარ გადამდები, რაც არასწორია, გაციებაც არის გადამდები, რადგან გაციების შედეგად ორგანიზმში არასასურველი პირობების გამო განვითარდა ამა თუ იმ გამომწვევის აქტივაცია,  ვირუსული, ბაქტერიული თუ სხვა გარემო გამღიზიანებელი, რომელმაც გამოიწვია დაავადება და ის სრულიად მოსალოდნელია სხვასაც გადაედოს.

რა დროს სჭირდება ბავშვს ანტიბიოტიკები და წელიწადში რამდენჯერ შეიძლება მათი გამოყენება?

ანტობიოტიკებთან დაკავშირებით საკითხი რთულად დგას. მე მოვუწოდებ ყველა ექიმს და მშობელს, რომ ვიყოთ ფრთხილად. თუ ბავშვი მსუბუქად ავადობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება, მას ანტიბაქტერიული თერაპია არ სჭირდება.

ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბაქტერიული ტიპის გართულებებთან გვაქვს საქმე. თუ თქვენს ბავშვს აწუხებს შუა ყურის ოტიტი მაღალი ცხელებით, გვაქვს ბაქტერიული სინუსიტი, ფილტვის ანთება ან ბაქტერიული ტიპის ტონზილიტი ან რინიტი, დაავადებები მიმდინარეობს რთულად და არ ემორჩილება ჩვეულებრივ რუტინულ თერაპიას, ანტიბაქტერიული თერაპია გარდაუვალია, სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ საქმე არ გვაქვს ბაქტერიულ გართულებებთან ან რაიმე მძიმე ლაბორატორიულ გამოვლინებასთან ანტიბიოტიკს არ ვიყენებთ.

გასათვალისწინებელი ბავშვების ის ჯგუფი, რომელთაც ახასიათებთ გულსისხლძარღვთა  სისტემის მძიმე დაავადებები, თანდაყოლილი მძიმე  და ნერვული სისტემის დაავადებები, რომელთანაც ვირუსული ინფექცია ქმნის საფრთხეს და მეორე დღესვე ხდება ბაქტერიული ინფექციის თანდართვა, ასეთ დროს ექიმი წყვეტს ანტიბაქტერიული ტერაპია თავიდანვე ჩართოს თუ არა მკურნალობაში კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალური ანამნეზის საფუძველზე.

ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით, ხველის და ცხვირის გაჭედილობის დროს, ყოველვის ეფექტურია თუ არა ეს სქემა?

 რინიტი ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს მარტივი, ამ მარტივი რინიტის უკან კი შეიძლება ძალიან მძიმე დაავადებაც კი წამოვიდეს. პირველი გზა, შესვლის გამშვები პუნქტი ეს არის ცხვირი, ყოველდღიურად დაახლოებით ათეულობით მოცულობის ჰაერი გადის ცხვირის ღრუს და იგი არჩევს რა უნდა გადაანაწილოს, რომელი ტიპი მიკრობი  შეუშვას და რომელი გარეთ უნდა გამოვიდეს, თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ეს პირველი სავალი გზა გამშვები მექანიზმი ჩაიკეტება ორგანიზმის რამდენი სასიცოცხლო ფუნქცია განიცდის დარღვევას, ეს არის უკვე ძალიან დიდი დისკომფორტი, ცხვირი უკვე ვეღარ ახდენს ჰაერის გაწმენდას და სანაციას იმ მიკრობებისაგან, რომელიც დაავადების გამომწვევია, ამიტომ ეს ქმნის რისკს, რომ პირდაპირ მოხდეს ქვედა სასუნთქ გზებში დაავადების გამომწვევი მიკრობი. მეორე ფაქტორი არის ის, რომ  ახალშობილის და პატარას ცხვირი არის ისედაც მოკლე, სავალი გზები შედარებით უფრო ვიწრო, რის გამოც დაავადების, ვირუსი იქნება ეს თუ ბაქტერია ან სხვა გამღიზიანებელი ფაქტორის გამო, ვითარდება ცხვირის ლორწოვანი შეშუპება. ისედაც ვიწრო სავალი გზები და დამატებით შეშუპებული ლორწოვანი განაპირობებს სუნთქვის ძალიან მძიმე გართულებას. აი ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია  გამოყენებული იქნეს ფიზიოლოგიური ხსნარი, ვინაიდან იგი ხელს უწყობს ლორწოვანი შეშუპების მოხსნას და პატარისთვის შესაძლებელია ეს აბსოლუტურად საკმარისი იყოს ვირუსული ინფექციის დროს, რომ აღიდგინოს თავისი სუნთქვა. ასე რომ თუ დაავადება არის დასაწყის სტადიაში ეს მიდგომს შესაძლოა იყოს გამართლებულიც და სარგებლიანიც.

რა დროს ერთვება მკურნალობაში უფრო რთული მედიკამენტები?

ესეც დამოკიდებულია, თუ რა ფონი უდევს პატარას. ვიცით რომ პატარას ჯანმრთელობის უკან დევს მძიმე ოფსტრუქციული სინდრომი, იგივე ვთქვათ ოფსტრუქციული ლარინგიტის, სასუნთქი გზების ოფსტრუქციული დაავადებების დროს. თუ არ არის დიაგნოზი  და ასაკობრივი ჯგუფი ჩამოყალიბებული, ჩვენ არ ვეძახით ამ მძიმე დაავადებას ასთმას. მაგრამ თუ ექიმმა რომელმაც იცის თავისი პაციენტის მდგომარეობა, შესაძლებელია დაავადების განვითარების  პირველივე დღებში გამოიყენოს ჰორმონალური პრეპარატი ინჰალაციის სახით, მაგრამ ამას წყვეტს მხოლოდ ექიმი და არა მშობელი. მშობლის თვითნებური დანიშნულება ასეთი პრეპარატების მიმართ აბსულუტურად წარმოუდგენელია. მხოლოდ  ექიმი წყვეტს თუ რა ტიპის მედიკამენტის ჩამატებაა საჭირო საინჰალაციო საშუალებებთან, იგივე ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად.

რა სახის პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ იმუნიტეტისთვის?

ეს არის ძალიან სათუთი თემა, ძალიან  დიდი სიფრთხილით დასანიშნი პრეპარატი, რომელიც იმუნური სისტემის აქტივაციას ან სხვა ტიპის ცვლილებებს იწვევს, ამიტომ აქ ექიმი ძალიან ფრთხილი დამოკიდებულებით უნდა იყოს  პაციენტის მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რომ პაციენტმა, თუ იგი არის ჯანმრთელი და ფიზიოლოგიურად მოავადე ბავშვი, თავად უნდა ჩამოიყალიბოს და გაიაროს ეს გზა, მაგრამ არის პაცინეტების ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც ეკვრება მანკიერი წრე ამ ხშირი ავადობით, რადგან უკან უდევს ძალიან დიდი სხვადასხვა ფონი, რომელიც იწვევს დააავადების მორეციდივე მიმდინარეობას და აი აქ მართლაც საფრთხე იქმნება, რომ  ბავშვის ორგანიზმს  არ ძალუძს, დამოუკიდებლად გადალახოს ესა თუ ის ინფექცია. მე პირადად ძალიან დიდი სიფრთხილით ვარ განწყობილი, მაგრამ რა თქმა უნდა უპირატესობას ვანიჭებ პრეპარატს, რომელიც  ნატურალური მოქმედების არის. უნდა იყოს  ნატურალური წარმოშობის, ბუნებრივი მოქმედების, რაც მთავარია შესწავლილი უნდა იყოს მაღალი რანგის კლინიკური კვლევებით და დადასტურებული იყოს მისი უსაფრთხოება და კლინიკური ეფექტურობა, განსაკუთრებით ბავშვებითვის, რადგან კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ბავშვს აქვს ძალიან ბევრი თავისებურება და ამიტომ არასწორი დანიშნულებით, არასწორი მედიკამენტის მიწოდებით ჩვენ შეიძლება მთლიანად დავანგრიოთ ბავშვის ორგანიზმი.  პრეპარატი, რომელიც დღესდღეისობით არსებობს ბაზარზე და რომელიც შეიძლება დაენიშნოს პატარას, ეს არის პრეპარატი დეფენსიკანის სახელწოდებით, ეს არის იმუნოგლუკანი, ბუნებრივი პოლისაქარიდი, ნახშირწყლების ნაკრები.  ნახშირწყლები არის ჩვენს ორგანიზმში ყველგან, მისი მეშვეობით ვარსებობთ. როდესაც ვამბობთ, რომ პატარას იმუნური პასუხი მოუმწიფებელია და განსაკუთრებით ხშირია ავადობა, ეს ფაქტორი კიდევ უფრო არღვევს ამ ფიზიოლოგიურ პროცესებს. დეფენსიკანი არის ზუსტად ის პრეპარატი რომელიც სტიმულაციას არ ახდენს, ზუსტად სტიმულაციის გვეშინია ხოლმე, იგი ახდენს  იმ ფუნქიის ნორმალიზებას, რაც ორგანიზმა, ჯანმრთელმა ბავშვმა ნორმალურ პირობებში უნდა გაიაროს. ამიტომ ხშირი ავადობის დროს დარღვეული თანაფარდობა ნორმასა და პათოლოგიას შორის, დეფენსიკანის საშუალებით ნორმალურ კონდენცირებაში მოდის, ხდება  მისი მიმართვა და ჩამოყალიბება, ნორმალური ნივთიერებათა ცვლის აღდგენა, რაც ბავშვის ორგანიზმს ჭირდება, როგორც ვირუსთან, ასევე ნებისმიერ სხვა გამღიზიანებელთან რეაგირებაში.

პრეპარატი იმიტომ მომწონს, რომ შესწავლილია როგორც დაბალი იმუნური პასუხის პაციენტებში, ასევე  ჰიპერაქტიულობის დროსაც. მაგალითად ჯანმრთელ ბავშვებში იგი სისხლში არ ცირკულირებს, არ აკუმულირდება ორგანიზმში და ოდნავ ახდენს გავლენას დარღვეულ რგოლზე, სხვა ცვლილებებს არ ახდენს, იმიტომ რომ ეს არის ნატურალური, უნიკალურად გაწმენდილი, სრულყოფილი პრეპარატი და თან ასოცირებულია კომბინაციაში ვიტამინ C-სთან, რომელიც ასე ჭირდება ჩვენ ჯანმრთელობას და ჩვენი ბავშვების ნორმალურ ფიზიოლოგიურ განვითარებას.

ვისთვის არის რეკომენდებული ამ ტიპის მედიკამენტის მიღება, ხშირად მოავადე ბავშვებისთვის თუ ყველასთვის, რათა მოხდეს პრევენცია?

პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს ნორმალიზებას და ვიცით, რომ აქტივაციაში და ამისგან მომდინარე გვერდით მოვლენებში არ გადავა, შესაბამისად აბსოლuტურად უსაფრთხოა, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ხშირად მოავადე, სევე  მძიმე იმუნური პათოლოგიების თუ პირველადი იმუნური დეფიციტის დროს, ასევე ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებში სხვა პრეპარატებთან ერთად მკურნალობის პროცესში.ხოლო თუ ბავშვი არ ავადობს, რატომ უნდა მივცეთ ნებისმიერი პრეპარატი, თუ ბავშვი არ ახველებს, მას ხველის წამალს ხომ არ ვასმევთ იმის შიშით, რომ ვაი და არ დაახველოს.

ხშირად მოავადე ბავშვების ჯგუფზე კვლევის თანახმად  დგინდება, რომ დედების მხოლოდ 3 %-ია სრულიად ჯანმრთელი და ხშირად დედისგან მომდინარეობს ხოლმე ესა თუ ის გართულება, ასევე შეიძლება მამას აქვს ქრონიკული ბრონქიტი, ბებია ახველებს მუდმივად, ოჯახში ვიღაცას აქვს კარიესული კბილები, ან სახლში ჰყავთ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი.

დეფენსიკანთან დაკავშირებით ჩატარებულია კვლევა და ნახეს, იქ სადაც სუსტი წერტილი იყო გამოსწორდა, მაგრამ ასე ხელაღებით გამოცხადება, რომ პრევენციისთვის ყველამ მიიღეთ, არ მეჩვენება სწორად. თუ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას დაუნიშნავს პაციენტს, ეს არის აბსოლიტურად უსაფრთხო პრეპარატი, მას გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია,  აუცილებელი ნივთიერებათა კომპლექსია. პატარას რომელსაც არ ძალუძს ხშირი ავადობის გამო ბალანსი აღიდგინოს მას, ნამდვილად დაეხმარება. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არა მშობლის სურვილით.

რამდენ ხანს უნდა მივიღოთ ეს პრეპარატი და რამდენ ხანში იგრძნობა პირველი ეფექტი?

 ავადობის პერიოდში ის გაცილებით ინტენსიური დოზირებით ინიშნება, ერთი კვირის შემდეგ, როდესაც პრეპარატი დარღვეული რგოლების ნორმალიზებას მოახდენს, უკვე შემანარჩუნებელ დოზაზე გადავდივართ და ერთი თვის განმავლობაში  პრევენციის გამო გრძელდება მიღება, რათა პრეპარატმა დანიშნულების მიზანი გაამართლოს და არ მოხდს ერთი დაავადების დასრულებიდან მეორეს გაჩენა.

სასურველია თუ არა ეს პრეპარატი მათთვის, ვისაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქვს ჩატარებული ?

ეს ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, იმიტომ ქვია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომ მიმართულია ერთი კონკრეტული ტიპის ვირუსისკენ, რათა ორგანიზმმა იმუნური პასუხი გამოიმუშავოს. გარკვეული რისკის ჯგუფებში ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან ავადობა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. მე ვამბობ, რომ გრიპის ვაქცინასთან ერთად თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ დეფენსიკანი, რადგან მას თავისი მოქმედების არეალი აქვს, ეს პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას, სასიცოცხლო ფუნქციების ნორმალიზებას, გრიპის ვაქცინასთან ერთად კი უფრო სასარგებლო იქნება .

ჩვენ დეფენსიკანთან დაკავშირებით ვამბობთ, რომ ის სრულად ახდენს ორგანიზმის ნორმალიზებას.  მისი ყველა ფუქციის სწორად განხორციელებას, ამ ფონზე კი ბავშვმა კარგად უნდა უპასუხოს იმ დაავადებას რომელიც შეხვდება, ვირუსი იქნება თუ ბაქტერია, იავადებს, მაგრამ ყოველგვარი გართულებების გარეშე დაამთავრებს ამ ავადობას, თუ საჭირო გახდა პედიატრის დახმარებითაც.

დეფენსიკანს აქვს აბსოლიტურად დამოუკიდებელი თავისი ნიშა, რომელიც ხშირად მოავადე ბავშვისთვის აუცილებელია, რათა ავადობის ის ჯაჭვი, რომელიც ასეთი მანკიერი წრის სახით მოდის და ეს მანკიერი წრე გადაედება ოჯახსაც და ზოგადად საზოგადოებასაც გაწყდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები