LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვაწარმოოთ ეფექტური დიალოგი და წარმატებული მოლაპარაკებები ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანთან – ასტრომაგია

7
sofia-bzekalava..

26 მარტს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ მოკლედ მიმოიხილა კვირის ასტროლოგიური მოვლენები და დეტალურად ისაუბრა ზოდიაქოს ნიშნების საქმიან ურთიერთობებზე, მათთან ეფექტურად მოლაპარაკების შესაძლებლობებზე.

კვირის ასტროლოგიური მიმოხილვა 

საკმაოდ დაძაბული კვირაა, რადგან რეტროგრადული მერკური ნაკლებად ხელსაყრელ პოზიციაზე – თევზების ზოდიაქოს ნიშანშია. რთულ პერიოდს, რომელიც თვის ბოლომდე  გაგრძელდება, მაგნიტური დღეები და მზის ყველაზე აგრესიულ – ცეცხლოვანი ვერძის ნიშანში გადასვლაც ამძიმებს, მწყობრიდან გამოვა ტექნიკა და საგრძნობლად გართულდება კომუნიკაცია, რადგან მოზღვავებული ემოციების და აგრესიის ფონზე ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ ურთიერთგაგების მოძიება.

პარტნიორული ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 

საქმიანი შეხვედრის წარმატებით გასამართად აუცილებელია პარტნიორთა კეთილგანწყობის, სიმპათიის მოპოვება რაშიც ყველაზე უკეთ მათი ზოდიაქოს ნიშნის და ხასიათის თავისებურებების ცოდნა დაგეხმარებათ.

ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ნაწილი მუტაბელური, ნაწილი კარდინალური, ნაწილი კი – ფიქსირებული ჯვრის მატარებელია.

მუტაბელურ ნიშნებთან – ტყუპებთან, ქალწულთან, მშვილდოსანთან და თევზებთან მოლაპარაკება ძალიან მარტივია, რადგან ნაკლებად კონფლიქტურები ყველასთან სწრაფად პოულობენ საერთო ენას. სხვათაშორის, მუტაბელური ნიშნების დაბადების დღე წლის გარდამავალ პერიოდს ემთხვევა, ამიტომ ლავირების და ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფად ადაპრიტების არაჩეულებრივი უნარი აქვთ.

საკმაოდ რთულია კარდინალურ ნიშნებთან –  ვერძთან, კირჩხიბთან, თხის რქასა და სასწორთან მოლაპარაკება, რომელთაც არ უყვართ შენიშვნები და მითითებები, სხვათა მიერ გაკვალული გზით სიარული და არასდროს ეგუებიან მეორეხარიხოვან როლებს. ზოდიაქოს ამ ნიშანთა დაბადების დღე სეზონის დაწყებას ემთხვევა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თვითონ ქმნიან ამინდს.

ფიქსირებული ნიშნები – კურო, ლომი, მორიელი და მერწყული ძალიან ჯიუტები არიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და სერიოზული არგუმენტები სჭირდებათ აზრის, ჩვეული გარემოს შესაცვლელად, ამიტომ საკმაოდ რთულია მათთან მოლაპარაკება და საერთო ენის მოძიება.

ვერძი – საოცრად ჯიუტი და იმპულსური, აგრესიული და უტაქტო ვერძი ყოველთვის თვითონ მართავს სიტუაციას და არავის უთმობს ლიდერობას, სჯერა საკუთარი უნიკალურობის, დარწმუნებულია რომ ყველაზე კარგად შეძლებს საქმის შესრულებას და არასდროს თვალისწინებს პარტნიორთა სურვილებს. მოლაპარაკებისას, არ ღირს მასთან გაჯიბრება, კონკურენციის გაწევა და გაკრიტიკება, საკუთარი აზრის თავსმოხვევა, გადარწმუნება და დამორჩილება. უმჯობესია, მშვიდად გამოთქვათ საკუთარი მოსაზრება, მისცეთ თავისუფლად მოქმედების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება. გამოიწვიეთ ვერძი და ისინიც ნებიმიერ ფასად დაგიმტკიცებთ, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია, არ დააჩქაროთ და არაფერი აიძულოთ. სხვათაშორის, ერთი შეხედვით ხისტი ვერძი ძალიან გულუბრყვილოა, მოსწონს გულწრფელობა და ბუნებრივობა, თუმცა არ უყვარს ორპირი, ცბიერი ადამიანები, რომლებიც მის ზურგს უკან ხლართავენ ინტრიგებს.

კურო – ძალიან რთულია ჯიუტ კუროსთან მოლაპარაკება, რადგან არ უყვარს ცვლილებები და საკმაოდ დიდი დრო, ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად და ახალ სიტუაციას მოსარგებად. სხვათაშორის, ასტროლოგიაში კურო ფინანსებს განკარგავს, ამიტომ ნებისმიერი მოლაპარაკება მატერიალურად უნდა იყოს გამყარებული. მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშანი არც ძუნწია, არც ხარბი, მაგრამ არც ფულის ფუჭად ხარჯვა ახასიათებს, მისთვის მატერიალური სარგებელია გადამწყვეტი და არაფერს აკეთებს ენთუზიაზმით ან ინტერესით. საქმიან შეხვედრაზე მხოლოდ რეალური წინადადებით მიმართეთ და აუხსნათ რა სარგებელის მიღება შეუძლია, ესაუბრეთ მშვიდად და არასდროს აუწიოთ ხმას, მიეცით დაფიქრების დრო და შეთავაზების გააზრების საშუალება, რადგან დაჩქარების შემთხვევაში აუცილებლად გაჯიუტდება და შესაძლოა საერთოდ უარი თქვას თანამშრომლობაზე.

ტყუპები – ნაკლებად აგრესიულ, უკონფლიქტო ტყუპებთან საკმაოდ მარტივია მოლაპარაკება და ნებისმიერი საკითხის განხილვა, კონსტრუქციული დიალოგის გამართვა და მსუბუქად კამათი. მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მატერიალური უზრუნველყოფა, რადგან ყველაფერს ინტერესით აკეთებს. სხვათაშორის, ზოდიაქოს ეს ნიშანი საუკეთესო შუამავალია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბევრი სწორედ საშუალმავლო ბიზნესითაა დაკავებული, რაც ძალიან კარგად გამოსდის. თუმცა, ტყუბებთან საქმიანი ურთიერობისას, უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და წინასწარ გააფორმოთ ხელშეკრულება, რადგან ცვალებადი ხასიათის პატრონს შეთანხმების პირობების დარღვევა და გადაწყვეტილების შეცვლა ახასიათებს. ამასთანავე, აბსოლუტურად არ აქვს დროის შეგრძნება, არ სცნობს პუნქტუალურობას და ნებისმიერ შეხვედრაზე იგვიანებს.

კირჩხიბი – ემოციურ და ბრწყინვალე ინტუიციის პატრონ კირჩხიბთან ურთიერთობისას, პირველ რიგში მისი სიმპათიის მოპოვებაა საჭირო, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იგრძნოს თავი კომფორტულად, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ოჯახურ ბიზნესს ანიჭებს უპირატესობას, მუშაობა კი, მყუდრო, შინაურულ გარემოში ურჩევნია. ზედმეტად ფრთხილ კირჩხიბთან მოლაპარაკებისას, აუცილებლად უნდა განიხილოთ შესაძლო რისკები, რადგან ყველა საფრთხის წინასწარ გათვლა და გათვალისწინება ურჩევნია. საშინლად არ უყვარს წაგება და ძალიან უჭირს მარცხის შემდეგ ფეხზე დადგომა, რადგან ითრგუნება და მტკივნეულად განიცდის ნებისმიერ წარუმატებლობას. საქმიან შეხვედრაზე, ნუ მოგერიდებათ საკუთარ ოჯახზე საუბარი ან მისი ახლობლების მოკითხვა, რადგან თვითონ კარგი მეოჯახე, პარტნიორებშიც იგივეს აფასებს.

ლომი – ერთის მხრივ, ფიქსირებული ჯვრის მატარებელ, მეორეს მხრივ – ცეცხლის ნიშან ლომს ნაკელბად მოსწონს ცვლილებები და არ უყვარს, როცა ლიდერობაში ეცილებიან. საქმიან შეხვედრაზე ყოველთვის მეფურად გამოიყურება და ბრწყინვალედ მანიპულირებს საკუთარი იმიჯით, აუცილებლად წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს პარტნიორებზე, საქმიან შეხვედრას კი, მხოლოდ პრესტიჟულ, რესპექტაბელურ ადგილას მართავს. ლომთან მოლაპარაკება აუცილებლად კომპლიმენტებით უნდა დაიწყოთ, რადგან უმჯობესია ჯერ  „მოთაფლოთ“ და მხოლოდ შემდეგ გადახვიდეთ საქმეზე. მართალია,  თავდაჯერებულ და ზოგჯერ ქედმაღალ ლომთან ურთიერთობისას, ბევრს შიში იპყრობს, რომ ვერასდროს შეძლებს მისი გულის მოგებას, თუმცა დელიკატურობით, ქათინაურებით და დადებითი თვისებების ხაზგასმით, აუცილებლად შეძლებთ მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. მთავარია, ყურადღებით მოუსმინოთ და არასდროს გააწყვეტინოთ საუბარი, გამოთქვათ საკუთარი აზრი და არ სცადოთ მასთან გაჯიბრება, პატივი სცეთ მის ნიჭს, შესაძლებლობებს და გამოცდილება. ნურასდროს შესთავაზებთ მცირე პროექტებს, რადგან მეფური ნიშანი მხოლოდ გრანდიოზულ პროექტებზეა ორიენტირებული. მართალია, ძალიან უყვარს ფუფუნება, მის უზრუნველყოფას კი, საკმაოდ სოლიდური ფინანსებით ცდილობს, მაგრამ მატერიალურ კეთილდღეობასა და სოციალურ სტატუს შორის არჩევანის შემთხვევაში, აუცილებლად  სტატუსს აირჩევს.

ქალწული – საქმიან ურთიერთობაში ყველაზე კომფორტული, საოცრად პუნქტუალური და მოწესრიგებული ქალწულია, რომელიც ყოველთვის პატივს სცემს სხვის შრომას და დამსახურებას. მართალია, ბევრს ქალწული ძუნწად და ზედმეტად პედანტად ეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში, მას ძალიან უყვარს წესების დაცვა და არასდროის სცდება დადგენილ ჩარჩოებს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შემთხვევაში პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, საქმიან შეხვედრაზე კი, შეთავაზების პერსპექტიულობასა და უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად აუცილებლად ოფიციალური დოკუმენტები სჭირდება, რადგან საოცრად ფრთხილია და იმ წვრილმანებსაც ამჩნევს, რასაც სხვა არასდროს აქცევს ყურადღებას, ამიტომ შეუძლებელია მისი მოტყუება ან გაცურება. მოლაპარაკებისას ნურასდროს დაპირდებით ზედმეტს, იყავით გულწრფელი, ისაუბრეთ ლაკონურად, კონსტრუქციულად და აუცილებლად მიეცით შეთავაზების გააზრების საშუალება.

სასწორი – საუკეთსო დიპლომატი სასწორი, რომელსაც მტრულად განწყობილი მხარეების დაზავებაც შეუძლია, ყოველთვის ბრწყინვალე იმიჯით გამოირჩევა, რადგან რესპექტაბელურობა მისი მთავარი კოზირია, ნებისმიერ ურთიერთობაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ორჭოფობა ახასიათებს და ძალიან არ უყვარს, როცა აჩქარებენ ან სხვისი დაწყებული საქმის გაგრძელებას, თავიდან დაწყებას თხოვენ. ქალწულთან მოლაპარაკებისას არ ღირს ხისტი ხასიათის გამოვლენა, რადგან ვერ იტანს უხეშობას და უტაქტობას, ვულგარულ, ქაოტურ და მოუწესრიგებლ ადამიანებს. რა თქმა უნდა, თვითონ ძალიან ზრდილი, არასდროს გაგრძნობინებთ გაღიზიანებას, მაგრამ თანამშრომლობაზე აუცილებლად უარს გეტყვით. ქალწულთან მოლაპარაკებისას ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოთ საკუთარი სურვილები და მისი სარგებელი, მისცეთ დრო  დაფიქრებისთვის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მისაღებად.

მორიელი – საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ რთულ, ძალიან ეჭვიან მორიელთან შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად მოსამზადებლად და მისი ნდობის მოაპოვებლად. არ ღირს ზედმეტად გაშინაურება, ფამილარობა და ქათინაურებით თავის მოწონება, რადგან აუცილებლად ეჭვს შეიტანს თქვენს გულწრფელობაში. დაიცავით დისტანცია და მოერიდეთ მისი ტერიტორიის, პირადი სივრცის დარღვევას. ნურასდროს გექნებათ მორიელის გულწრფელობის იმედი, რადგან ძალიან უყვარს პირადი ცხოვრების გასაიდუმლოება, ღიზიანდება, როცა მის საქმეში ერევიან და აუცილებლად მტრად გექცეთ, თუ პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალების დაზუსტებას მოისურვებთ, უმჯობესია გამოიჩინოთ სიმშვიდე და თავდაჭერა, ისაუბროთ რაციონალურად და შესთავაზოთ კონკრეტული პროექტები, რადგან არ მოსწონს ემოციური, ისტერიული ადამიანები, რომელთაც თვითონაც არ იციან, რა უნდათ, სამაგიეროდ დიდ პატივს სცემს იდუმალებით მოცულ, თავდაჯერებულ და მორალურად ძლიერ კონკურენტებს, რომელთაც  ხშირად აკრიტიკებს და უხეშად ეხუმრება. მთავარია, არ დაიბნეთ და ნებისმიერ მის გამოხდომას მშვიდად, იუმორით უპასუხოთ, რადგან ძალიან მოსწონს სიტყვიერი დუელი, არასდროს აგრძნობინოთ, რომ მასზე ხართ დამოკიდებული და არ მისცეთ თქვენით მანიპულირების საშუალება. სხვათაშორის, მორიელს ძალიან უყვარს ფუფუნება, ამიტომ მოლაპარაკებისას, მის მოგებაზე გაამახვილეთ ყურადღება და გაითვალისწინეთ, რომ არაფერს აკეთებს უნაგაროდ, თამამად შეგიძლიათ დააინტრიგოთ საქმის სირთულით, რადგან ძალიან აზარტულია, უყვარს ბრძოლა და არ მოსწონს ადვილად მიღწევადი მიზნები.

მშვილდოსანი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ხალისიან და იღბლიან მერწყულს ძალიან არ უყვარს მეწვრილმანე ადამიანები, ყოველთვის მასშტაბურად აზროვნებს და პროექტებსაც გრანდიოზულს ეჭიდება, ოპონენტებს კი, საოცარი ქარიზმით და იუმორის გრძნობით ხიბლავს, ადვილად გამოსდის ადამიანებთან ურთიერთობა და საკუთარ სიმართლეში დარწმუნება. სხვათაშორის, კეთილ და დიდსულოვან მერწყულს, რომელიც ყოველთვის ადვილად გასცემს სესხვს და არასდროს ითხოვს ვალის დაბრუნებას, ძალიან უყვარს ილუზიებით ცხოვრება და დაპირებების უხვად გაცემა, თუმცა ხშირად არღვევს პირობას, ამიტომ ბევრი მას უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს და გულგრილობაში ადანაშაულებს. მერწყულთან მოლაპარაკებისას უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და იურიდიულად გააფორმოთ ყველა შეთანხმება, რადგან ცვალებადი ხასიათის პატრონი ჩაშლილ საქმესაც ნაკლებად განიცდის. უყვარს, საკუთარ წარმატებაზე საუბარი და ძალიან მოსწონს როცა უსმენენ, ნაკლებად ხიბლავს მსმენელის როლში ყოფნა და ხშირად იმ თემაზეც საუბრობს, რომელიც აბსოლუტურად არ ერგება საქმიან შეხვედრას, ამიტომ თუ მშვილდოსანთან შეხვედრას გეგმავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დათქმულზე მეტი დრო დაგეხარჯებათ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ მისი ისტორიების მოსმენა.

თხის რქა – საოცრად პრინციპული, დისციპლინირებულ და საიმედო თხის რქა არასდროს არღვევს შეთანხმების პირობებს და ყოველთვის პირნათლად ასრულებს ვალდებულებებს, თუმცა, შეთავაზების მისაღებად რეალური გეგმა, მოთხოვნების და შედეგების დაკონკრეტება სჭირდება, რადგან ძალიან არ უყვარს ფუჭ და არაპერსპექტიულ პროექტებზე  დროის ხარჯვა. თხის რქასთან ურთიერთობისას აუცილებლად დაიცავით დისტანცია და მოერიდეთ ფამილარობას, ეცადეთ გამოიყურებოდეთ რესპექტაბელურად და მაქსიმალურად გამოავლინეთ ინტელექტი, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის სწორედ განათლება და სოციალური სტატუსია ყველაზე მნიშვნელოვანი.

მერწყული – ორიგინალურ და თავისუფლების მოყვარე მერწყულთან საკმაოდ მარტივია მოლაპარაკება, რადგან არ სცნობს კლიშეებს და სოციალურ სტატუსს, ყველას თანასწორად მიიჩნევს და ნებისმიერთან სიმაოვნებით ურთიერთობს. ზოდიაქოს ამ ნიშანთან მოლაპარაკებისას ნაკლებად გამოგადგებათ რეპექტაბელური იმიჯი, პირიქით, რაც უფრო არაორდინალური და განსხავებული იქნება თქვენი ჩასმის სტილი, მით უფრო მარტივად შეძლებთ მის მოხიბვლას. მერწულთან ყველაზე უტოპიურ გეგმების განხილვაც თავისუფლად შეიძლება, რადგან ძალიან მოსწონს ყველაფერი ახალი, ნოვატორული და სიამოვნებით ებმება ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულად განსახორციელებელ პროექტებში.

თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშანთან მოლაპარაკებისას უმჯობესია წინასწარ მოემზადოთ,  ზუსტად ჩამოაყალიბოთ საკუთარი სურვილები და პირობები, რადგან მას საუბარზე მეტად სხვისი მოსმენა უყვარს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა, რადგან თუ ადამიანი არ მოსწონს, არც თანამშრომლობას მოისურვებს მასთან. ამასთანავე, ძალიან უჭირს გადაწყეტილების დაუმოუკიდებლად  მიღება და დიდხანს გადის კონსულტაციას მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან. სხვათაშორის, თევზებთან ურთიერთობისას, ხშირად მოგიწევთ საკუთარი თავის და შეთანხმების შეხსენება, რადგან საშინელად ქაოტური, გულმავიწყია და აბსოლუტურად არ აქვს დროის შეგრძნება. მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშანთან საკმაოდ კომფორტულია ურთიერთობა, რადგან მარტივად ერგება პარტნიორებს, მაგრამ არ უყვარს უხეში და უტაქტო ადამიანები, საოცრად გაუბედავია და ყოველთვის უფრთხის გარისკვას, ამიტომ მასთან თანამშრომლობისას გამოიჩინეთ დელიკატურობა, დაიცავით დისტანცია და ეცადეთ ყოველთვის საკუთარ თავზე აიღოთ ინიციატივა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები