LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ სახის კანის სიწითლეს – ადრენალინი

86
sensitive-skin

ხშირად ხდება, რომ ოდნავი განერვიულების დროს, ან ყავის დალევის და მწარე-ცხარე საკვების მიღებისას, ჩვენინ სახის კანი არაჯანსაღ მოწითალო ფერს იღებს. უმეტეს შემთხვევაში ეს ალერგიისთვის დაგვიბრალებია, სინამდვილეში კი შესაძლოა ეს გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემა იყოს, თუმცა რა თქმა უნდა არც ალერგიაა უყურადღებოდ დასატოვებელი პრობლემა.

უპირველეს ყოვლისა, შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები. სწორედ სტრესს შეუძლია ამ დაავადების მექანიზმის ჩართვა. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია რას მიირთმევთ დღის განმავლობაში. თქვენი მენიუდან კატეგორიულად უნდა გამორიცხოთ შებოლილი, მწარე, ცხარე, ცხელი და შემწვარი საკვები. ასევე ყავა, შოკოლადი, ზედმეტად ცხიმიანი კერძები, ღორისა და ცხვრის ხორცი. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხილისა და ბოსტნეულის წვენებით, სალათებით, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული თევზის, ქათმის და საქონლის ხორცით. ცხადია ალკოჰოლი სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ. ერთი სიტყვით უნდა შეზღუდოთ ან მთლიანად უნდა აკრძალოთ ყველა ის პროდუქტი, რაც ხელს უწყობს სახის კანის სისხლძარღვების გაფართოებას. გარდა ამისა, ზაფხულში განსაკუთრებით მოერიდეთ მზეს.

აქ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინების პარალელურად, დიდი ყურადღება მიაქციეთ სახის კანის მოვლას. მოვლის ყველა საშუალება შეარჩიეთ თქვენი დერმატოლოგის ან კოსმეტოლოგის რჩევით და მეტი სიფრთხილით. სასურველია, თუ სახის დასაბანად ან გასაწმენდად მაღალი ხარისხის სამკურნალო და სახის მოვლის საშუალებებს შეიძენთ. უარი თქვით მძიმე მკვებავ კრემებზე, განსაკუთრებით მზის ფონზე. კარგი იქნება, თუ მუდმივად თან იქონიებთ თერმული წყლის სპრეის, რათა კანის გადახურების შემთხვევაში სახეზე მიისხუროთ.
ასევე, აუცილებლად სასწრაფდ უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს, რადგან ასეთი გამოვლინება შესაძლოა გადაიზარდოს როზაცეაში. ეს არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რაც სწორედ კანის სიწითლით იწყება, შემდეგ კი ჩნდება კვანძები, წითელი ფერისმჭამელები, ჩირქოვანი გამონაყარი და სისხლძარღვების გაგანიერება. რისკის ჯგუფში არიან ღია ფერის კანის მქონე ქალბატონები, რომლებმაც ოცდაათ წელს გადააბიჯეს.

გახსოვდეთ, რომ როზაცეა არის ქრონიკული დაავადება, რომლის მკურნალობაც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება. ეს პროცესი კი დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები