LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება 2019 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – სოფია ბზეკალავას ასტროლოგიური პროგნოზი

8
sofia-bzekalava

18 დეკემბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ 2019 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი შესთავაზა ზოდიაქოს ყველა ნიშანს.

ვერძი – პირველობის მოყვარული, ზოგჯერ ზედმეტად აქტიური ვერძი, რომელიც არასდროს ზარმაცობს და არ სჩვევია უკან დახევა, ხშირად ხდება შედარებით სტაბილური, მშვიდი ზოდიაქოს ნიშნების თავის ტკივილი, რომელთაც ძალიან უჭირთ მისი ტემპისთვის ფეხის აწყობა. მართალია, 2019 წელი ვერძისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება, მაგრამ აპრილის დასაწყისში დაბადებულებს მაინც შეექმნებათ გარკვეული პროფესიული, ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ჯანმრთელობას და ოჯახის წევრებს, მეტწილად მშობლებს უნდა მიაქციონ. ვერძი ის ნიშანია, რომელიც ყოველთვის იბრძვის, ყველაფერში პოზიტივს ეძებს და არასდროს ნებდება სირთულეებს, ამიტომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს წელი, ის მაინც ღირსეულად დაძლევს ყველა პრობლემას.

კურო – წლის დასაწყისი, განსაკუთრებით იანვრის თვე კუროსთვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იქნება, რადგან ურანი – ყველაზე „ხულიგანი“, ინოვაციების მოყვარული პლანეტა, უსიამოვნებებს მოუტანს სტაბილურ და მშვიდ კუროს, რომელსაც ნაკლებად ხიბლავს სიურპრიზები. თუმცა, იმ უმცირესობას, ვისაც სიახლეები მოსწონს საქმიან და პირად ცხოვრებაში, 2019 წელი მართლაც უამრავ შანსს შესთავაზევბს, მათ კი, ვისაც ძველის შენარჩუნება ურჩევნია, ურანის სტრუმრობისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც უმოწყალოდ დაუნგრევს ყველაფერ ძველს პარტნიორული ურთიერთობის ჩათვლით და სურვილის მიუხედავად აიძულებს მოქმედებას.

ტყუპები – რადგან 2019 წელს პლანეტა იუპიტერი მშვილდოსნის – ტყუპების ოპოზიციური ზოდიაქოს ნიშანს გადის, ამიტომ, ტყუპებს წარმატების და წინსვლის სერიოზული შანსი მიეცემათ, თუმცა აუცილებლად გარკვეული დათმობების და კომპრომისების ხარჯზე.

კირჩხიბი – კარდინალური ცვლილებების წელიწადში, რომელიც ყოველმხრივ პოზიტიური იქნება, კირჩხიბს საცხოვრებლის გამოცვლა ან ემიგრციაში გამგზავრება, ქორწინება ან ბავშვის შეძენა ელის, რადგან 2019 წელი იდეალური პერიოდია უძრავი ქონების შეძენისა და პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. თუმცა, ემოციურ, ზედმეტად ფრთხილ კირჩხიბს (განსაკუთრებით ივლისის პირველ დეკადაში დაბადებულებს), რომელსაც ყველაფერი აფრთხობს და ძალიან უჭირს სპონტანურად მოქმედება, აუცილებლად მოუწევს პროფესიული სირთულეების დაძლევა. არაა გამორიცხული შეაწუხოს ჯანმრთელობის პრობლემებმაც ან მოუწიოს მშობლებზე, განსაკუთრებით მამაზე ზრუნვა.

ლომი – რადგან იუპიტერი მთელი წელი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ცეცხლის ზოდიაქოს ნიშნებისთვის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) წელი ერთნაირად პოზიტიური იქნება როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. განსაკუთრებით სასიკეთოა  წლის პირველი ნახევარი, როცა ლომი უამრავი ახალი პროექტის დაწყებას შეძლებს, მნიშვნელოვანი ცვლილებების ეპიცენტრში აღმოჩნდება და არაა გამორიცხული, სწორედ მომავალ წელს შეხვდეს საკუთარ საბედოს.

ქალწული – განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდება წლის მეორე ნახევარი, როცა თეთრი მთვარე სწორედ ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადავა და მასაც გარკვეული ბონუსები მიეცემა. თუმცა, არაა გამორიცხული წარმატების მისაღწევად და გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუწიოს გადაწყვეტილების მიღება. მართალია, პრაგმატულ და პერფექციონისტ ქალწულს ძალიან არ უყვარს წინასწარი დაგეგმვის გარეშე მოქმედება, მაგრამ ამჯერად აუცილებლად მოუწევს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება.

სასწორი – მართალია, წელიწადი ერთიანობაში საკმაოდ პოზიტიურია, რადგან წარმატების პლანეტა იუპიტერი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, სასწორის მიმართაც კეთილადაა განწყობილი, მაგრამ ოქტომბრის პირველ დეკადაში დაბადებულებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით პირად და საქმიან ცხოვრებაში, არაა გამორიცხული მოიძიონ ახალი სამსახური ან შემოსავლის წყარო, თავით გადაეშვან სასიყვარულო თავგადასავლებში ან ახალ ეტაპზე გადაიტანონ ჩიხში შესული პარტნიორული ურთიერთობები.

მორიელი – გასული ვარსკვლავური წელი, რომელიც პირადი და საქმიანი ცხოვრების გაუმჯებესებას დაეთმო, ფინანსურად მეტად წარმატებული წლით შეიცვლება. არაა გამორიცხული სწორედ მომავალ წელს გადაწყვიტოს მორიელმა უძრავი ქონების შეძენა ან მოიძიოს შემოსავლის ახალი წყარო.

მშვილდოსანი – 2019 წლის ფავორიტი მშვილდოსნისთვის ფანტასტიკური პერიოდი იწყება, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ყველაზე ოპტიმისტმა და პოზიტიურმა ზოდიაქოს ნიშანმა, რომელმაც საკმაოდ მძიმე წლები გაიარა, მრავალი ჩავრდნითა და იმედგაცრუებით, მართლაც დაიმსახურა იღბალი და წარმატება. ყველა მშვილდოსანს თამამად შეუძლია შეეჭიდოს ახალ პროექტებს და სარისკო წამოწყებებს, რადგან მმართველი პლანეტა აუცილებლად გაანებივრებს პოზიტიური შანსებით. არაა გამორიცხული სწორედ 2019 წელს მოიძიოს მშვილდოსანმა შემოსავლის ახალი და სერიოზული წყარო, გააუმჯობესოს პარტნიორული ურთიერთობა, იმოგზაუროს და შეიძინოს ახალი მეგობრები.

თხის რქა – გამოწვევებით სავსე წელი ელის თხის რქას, რადგან 2017 წლიდან სატურნი, რომელიც შეზღუდვების და გამოცდების პლანეტად ითვლება, სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ 2019 წლის შემოდგომამდე ზოდიაქოს ამ ნიშანს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს გამძლეობაზე, პრობლემები შეექმნება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. მართალია, საკმაოდ რთულია, მაგრამ თხის რქას განსაკუთრებული მოთმინების, ლოიალურობისა და თავშეკავების გამოჩენა მოუწევს, რათა ზედმეტი აღელვების გარეშე შეხვდეს სირთულეებს და არ თქვას უარი დასახული მიზნისკენ სვლაზე. შემოდგომიდან კი, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება და მასაც მიეცემა წარმატების, სიტუაციის გაუმჯობესების შანსები.

მერწყული – შავი მთვარის სტუმრობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ერთგავრი გზის აბნევით აღინიშნება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშანს მაისის ბოლომდე მუდმივად საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობის გადამოწმება და განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედება მოუწევს. კომუნიკაბელური, კოლექტივისტი მერწყული, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრობას და ხშირად მუშაობს ერთობლივ პროექტებზე, იძულებული გახდება მუდმივად აკონტროლოს გარშემომყოფები, რათა არ დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომა.

თევზები – მართალია, პლანეტა იუპიტერი მშვილდოსნის მმართველად ითვლება, მაგრამ თევზებსაც საკმაოდ აქტიურად მეურვეობს, ამიტომ წლის პირველი ნახევარი, სანამ შავი მთვარე მერწყულიდან თევზებისკენ გადაინაცვლებს, ზოდიქოს ამ ნიშნისთვისაც საკმაოდ იღბლიანი იქნება, მთავარია ხელიდან არ გაუშვას წარმატების შანსები. მით უფრო, რომ წლის ბოლოს, როცა შიში შეიპყრობს და საკუთარ შესაძლებლობებშიც შეეპარება ეჭვი, ნაკლებად ექნება აქტიურად მოქმედების ხალისი. თევზებმა აუცილებლად უნდა დაძლიონ კომპლექსები, დეპრესიული განწყობა და ყველა სირთულეს უშიშარად შეხვდნენ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ საკუთარი გაუბედაობის დამარცხებას და სირთულეების დაძლევას.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები