LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა იყოს ,,ფერარი” 2040 წელს? – ,,ავტოსთორი”

18
carsshow

იყო დრო, როცა ყველა ჩვენგანი, ალბათ უმეტესწილად მამაკაცები, როდესაც პატარა ბიჭები ვიყავით და მხოლოდ მამიკოს ავტომობილში თუ დაგვსვამდნენ საჭესთან და ისიც კალთაში, ჩვენს ფანტაზიას მივეცემოდით ხოლმე, როგორი მანქანა გვეყოლებოდა როცა გავიზრდებოდით.

მართლაც, როგორი მდიდარია ბავშვური გატაცებები და ფანტაზია. ამ შემთხვევაში ფანტაზიისგან ოდნავ შორს და ბავშვობისგან გაცილებით შორს წავალთ. ფერარიმ ერთ დღესაც, ადგა და გასცა დავალება.

მარანელოზე გამოაცხადეს კონკურსი, რომელშიც მსოფლიოში საუკეთესო დიზაინ-ინსტიტუტები ჩართეს. კითხვა/დავალება ასე ჟღერდა: ,,როგორი უნდა იყოს ,,ფერარი” 2040 წელს?”

კონკურსში 50 დიზაინერი მონაწილეობდა და ალბათ საინტერესოა იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებიც ფინალში მოხვდნენ. ესენია: პფორცჰაიმის უმაღლესი

სკოლა (გერმანია), College for Creative Studies (დეტროიტი, აშშ), Hongik University (სეული, სამხრეთ კორეა) და ISD-Rubika (ვალანსიენი, საფრანგეთი)

კონცეპტუალური ფოტოები კი ამ რადიოს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები