Sabra GT - ერთადერთი ებრაული ავტობრენდი ,,ავტოსთორი"

იყო დრო როდესაც ისრაელში ავტომობილებს აწარმოებდნენ. არსებობდა კომპანია „ავტოქარზი“ რომელიც უშვებდა კუპეს, სახელად საბრა GT.

ეს კომპანია, “ავტოქარზი” თავიდან ბრიტანული კომპანიების კვანძების აწყობით მუშაობდა, შემდეგ კი საკუთარი კონსტრუქციის მოდელების წარმოებაც დაიწყო.

1960 წელს ამ კომპანიამ საკუთარი საიმიჯო მოდელიც გამოუშვა და ავტომობილს დაარქვეს „საბრა“.

რა საკვირველია სახელი სიმბოლური უნდა ყოფილიყო. ,,საბრა”ებრაულ სიმბოლოს წარმოადგენს და რეალურად უდაბნოს კაქტუსის სახელია. ამ კონკრეტული მოდელის პარტნიორობაში კი ცნობილი „რელიანტი“ ჩაერთო.

ავტომობილის სტრუქტურა შეიკრა ფოლადის მილებისაგან. კუპესა და კაბრიოლეტის ძარებით გამოვიდა საბრა GT და მისი ძრავა “ფორდის’ წარმოებისა იყო.

“საბრა ჯითის” პრემიერა 1961 წელს ნიუ იორკის ავტო შოუზე შედგა. სულ 400 ეგზემპლარი აიწყო და გასაყიდადაც გამოუშვეს. მისი წარმოება მთელს 7 წელიწადს გრძელდებოდა და ექვსდღიანი ომის დროს სამუდამოდ შეწყდა.

ტეგები: ავტოსთორი