LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად და როგორ შეიქმნა პირველი ავტომობილი – ავტოსთორი

36
Da Vinci 1

ალბათ გაინტერესებს, თუ სად და როგორ შეიქმნა პირველი მოძრავი ობიექტი, რომლის შთამომავალიც დღეს ავტომობილის სახელით უკვე ათასობით მოდელს ქმნის.

როგორ განვითარდა და დაიხვეწა იმ დონენდემდე, რომ დღეს ადამიანის თითქმის ყველანაირ კომფორტს აკმაყოფილებს.  ავტოსთორი წრმოგიდგენთ ავტომობილის წარმოშობის ისტორიას. თუ საიდან იღებს სათავეს ავტომობლილი და ვის ეკუთნის მისი შექმნის იდეა….

პირველი თვითმავალი ეტლის იდეა კაცობრიობის ისტორიაში ერთ ერთ ყველაზე გამორჩეულ სწავლულს და ადამიანური აზროვნების ჭეშმარიტ გენიას, ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. მან 1515 წელს მთავრობას სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი წარუდგინა.

მისი ნახაზები 2004 წელს, ფლორენციის ისტორიისა და მეცნიერების მუზეუმის ექსპერტებმა შეისწავლეს და იდეის სისწორე დაამტკიცეს. ლეონარდო დავინჩის გამოგონება ზამბარების საშუალებით დადიოდა. როდესაც მეცნიერებმა ლეონარდოს თვითმავალი ეტლის ნახაზებს სული შთაბერეს, ან უფრო ტექნიურად რომ ვთქვათ, მოტორი დაუქოქეს, სიგრძეში ერთ მეტრი და 68 სანტიმეტრის იყო, ხოლო სიგანეში მეტრ-ნახევარი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ლეონარდოს ავტომობილი არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ დასტური აღმოჩნდა იმის, რომ რენესანსის ადამიანი დროს ნამდვილად უსწრებდა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები