LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები Toyota-ს შესახებ – ავტოსთორი

6
2. Toyota Celica GT4

იაპონური კომპანია Toyota ერთ-ერთი უმსხვილესი და უდიდესი ავტომწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით. მის მიმართ დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად იზრდება კომპანიის შემოსავალიც. თუმცა, არსებობს ისეთი ფაქტები, რომელიც მომხმარებელმა ნაკლებად იცის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს Toyota-ს შესახებ.

1)დღესდღეობით Toyota AE86-ის საბაზრო ღირებულება 10 ათას ევროს შეადგენს ბრიტანეთში. თუმცა, თუ ამ ავტომობილს 10 წლის წინ შეიძენდით, მასში მხოლოდ 1000 ევროს გადაიხდიდით.

2) 1996 წელს ჩატარებულ WRC (World Rally Championship)-ში Toyota-ს მონაწილეობა არ მიუღია იმის გამო, რომ Celica GT4 იმდროინდელი ძრავების ფონზე არალეგალურად იყო მიჩნეული

3) 90 წლებში GT1-ის წესებში ეწერა, რომ ავტომობილებს საწვავისთვის უფრო დიდი ადგილი უნდა ჰქონოდათ, ვიდრე ჩვეულებრივ ავტომობილებს. Toyota-მ ამ წესს გვერდი ფარულად აუარა და Le Mans-ზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

4) ეჭვგარეშეა, რომ Toyota ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა და მის პროდუქციას ყოველწლიურად  McDonald’s-ზე დიდი ბრუნვა აქვს.

5) ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში Land Cruiser-ი ყველაზე პოპულარულ ავტომობილად ითვლება. თუმცა, ამ ავტომობილით ფერმერები და მშენებლები სარგებლობენ.

6) დღესდღეობით ჩვენ Toyota-ს ფირმის უამრავი დასახელების მოდელს ვიცნობთ, Celica, Supra, MR2. თუმცა, თავდაპირველად წარმოებულ 2 ავტომობილს უბრალო სახელები  AA და AB ერქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები