LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამაცივრე დანადგარებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების 90% დღევანდელ საქართველოში ამორტიზირებულია

„ავტორადიოს“ გადაცემაში „ავტოსერვისი“ ავტოექსპერტი და კომპანია „რეფ-სერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ხაჭაპურიძე ესტუმრა. მთავარი თემა კი კონდიცირება და სამაცივრე დანადგარები იყო.

მართალია, კონდიციონერის სეზონი ჯერ არ არის, მაგრამ ჩვენ სულ ვაფრთხილებთ ჩვენს მსმენელს, რომ კონდიციონერი ზამთარშიც უნდა გამოიყენონ. სამაცივრე დანადგარები საკმაოდ აქტუალური თემაა. დღითიდღე იზრდება იმპორტი, წარმოებაც და შესაბამისად მსგავსი დანადგარების საჭიროებაც. ამ ყველაფერს კი თქვენი კომპანია ახორციელებს, როგორც მათ დამონტაჟებას ასევე ზოგადად სერვისს.

დავიწყოთ მაცივარ-დანადგარებით, რა ტიპის დანადგარები არსებობს?

სეზონიდან გამომდინარე ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. სამაცივრე საკითხები ზაფხულის დადგომასთან ერთად იჩენს ხოლმე თავს. თუმცა საქართველოში პროდუქტის ტრანსპორტირებისას ევროკავშირის მიერ გაწერილი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა სავალდებულო გახდა. ამ ყველაფერს უკვე სურსათის უვნებლობის სამსახური აკონტროლებს. ამიტომ ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიები ვალდებულები არიან, რომ სატრანსპორტო საშუალებები საჭირო სამაცივრე დანადგარებით აღჭურვონ.

შედეგად, ბევრი მწარმოებლისთვის ეს საკითხი პრობლემად იქცა, რადგან შესაბამისი დანადგარები არ ქონდათ ან სიძველის გამო მწყობრიდან იყო გამოსული. სწორედ ამიტომ, ამ საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა სწორედ ახლა, სეზონის დადგომამდე უნდა დაიწყონ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ ტექნიკური დათვალიერების გავლაც მოუწევთ და თუკი ყველაფერი რიგში არ აქვთ, მაშინ ესეც გაუჭირდებათ. ჩვენი კომპანია კი დიდი ხანია ამ სფეროშია. ალბათ 13-14 წელია რაც ბაზარზე ვართ.

როგორც ვიცი, თქვენ სწორედ ამ მიმართულებით გაქვთ მიღებული უმაღლესი განათლებაც…

დიახ, სწორედ ასეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე და ჩემი კოლეგები არ ვართ მხოლოდ პრაქტიკოსები და ამ საკითხში თეორიულადაც გათვიცნობიერებულები ვართ. ეს საკმაოდ რთული სფეროა და ადამიანი პროფესიონალი უნდა იყოს, უნდა ქონდეს კარგი ინჟინრული მიდგომა, საჭიროა ტექნიკური აზროვნებაც.

თქვენი კომპანია საკმაოდ მასიურ დანადგარებსაც ფლობს და მხოლოდ საავტომობილო აღჭურვილობით არ შემოიფარგლებით…

ჩვენი კომპანიის დასახელება იშიფრება როგორც – სამაცივრე მომსახურება, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებულ ყველა წვრილმანს ვაერთიანებთ; დაწყებული პროექტირებიდან დამთავრებული მის ექსპლუატაციამდე და შემდეგ ექსპლუატაციის დროს მომსახურებით. შესაბამისად, ამ მიმართულებით მომხმარებელს ყველა მომსახურებას ვთავაზობთ.

საავტომობილო სამაცივრე დანადგარები – როგორია მათი ტექნიკური პარამეტრები, რა და რა ტიპის დანადგარები არსებობს, როგორი ტემპერატურული რეჟიმები აქვთ?

ზოგადად საავტომობილო სამაცივრე დანადგარები სამ ჯგუფად იყოფა. ესაა  – A- კლასი, B-კლასი და C-კლასი. A-კლასის დანადგარები ეს არის უფრო მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე, ანუ +5 და ზემოთ. B-კლასი ეს არის 0 გრადუსიანი და C-კლასი რომელიც -5-დან -18 გრადუსამდე ფუნქციონირებს. განსხვავებული კლასები განსხვავებული ტვირთისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ C-კლასი ყველაზე უნივერსალურია და როგორც A ასევე B რეჟიმების ტრანსპორტზეც მუშაობს. შესაბამისად მისი ღირებულებაც ყველაზე მაღალია.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივი სამაცივრე დანადგარი სატრანსპორტოსგან დიდად არ განსხვავდება. უბრალოდ ეს არის ბორბლებინი დანადგარი, რომელიც ავტონომიურად მუშაობს. ხშირად ის შიდა წვის ძრავითაც არის ხოლმე აღჭურვილი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო საშუალების ზომას.

დღესდღღეობით ბაზარზე გამოჩნდა მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. ყველაფერი ახალი ძველთან შედარებით უფრო გართულებულია, თუმცა დღევანდელ მოთხოვნილებებთან შესაბამისობაშია მოსული.

ჩვენს ქვეყანაში არის ერთი პრობლემა. მძღოლი ვისაც უწევს პროდუქციის ტრანსპორტირება, არ ფლობს შესაბამის ცოდნას.არ იცის დანადგარის პროგრამირება, ტემპერატურული რეჟიმების დაყენება. თუნდაც, არ იცის ენა ანუ მონიტორზე გამოტანილ ინფორმაციას ვერ იგებს. განსაკუთრებით რთულია ვითარება თანამედროვე დანადგარების შემთხვევაში. ეს კი პრობლემებს უქმნის როგორც ტვირთის მფლობელს, ასევე გადამზიდავ კომპანიასაც. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სპეციალისტის მოძებნა, რაც დროისა და მანძილის გამო რთულია ხოლმე.

გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც – სამაცივრე დანადგარებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების 90% დღევანდელ საქართველოში ამორტიზირებულია. ეს დანადგარები უცხოეთიდანაა შემოტანილი და თავისი რესურსი მათ დიდი ხნის წინ ამოწურეს. ისევე როგორც ავტომობილს აქვს თავისი გარბენი, სამაცივრე დანადგარებს აქვთ თავისი მუშა საათები. მათი რესურსი 10 ათას საათს წარმოადგენს და საქართველოში მათი ექსპლუატაცია როგორც წესი, ბოლო ამოსუნთქვამდე ხდება ხოლმე.

როგორი იქნება ბატონი გიორგი თქვენი რჩევები და ასევე საინტერესოა თქვენი საკონტაქტო ინფორმაციაც…

კონდიცირების სისტემებმა რომ გამართულად იფუნქციონიროს აუცილებელია მათი სწორი ექსპლუატაცია. მაგალითად, კარგი იქნება თუ ზამთრის პერიოდში მათ პერიოდულად, კვირაში ერთხელ მაინც ჩართავთ  და მცირე ხნით ამუშავებთ.

გაუმართაობის შემთხვევაში აუცილებლად კვალიფიციურ სპეციალისტებს უნდა მიმართოთ და არა ნაკლებად გამოუცდელ პირებს.

რაც შეეხება ჩვენს კორდინატებს – ტელეფონის ნომერია – 593 33 89 73.

ჩვენ აღნიშნული მიმართულებით სრულ სერვისს, სრულ მომსახურებას ვახორციელებთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი