LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ბრწყინვალე მოდელი Tesla-სგან – ავტოსთორი

24
2. Tesla Model X

დღევანდელი პოდკასტი ,,ტესლას” რამდენიმე მოდელის შესახებ საინტერესო ფაქტებს ეძღვნება. ილონ მასკის საუკუნის პროექტი, უბრალოდ ავტომობილი ნამდვილად არ არის და ამ ტესლას მოდელები ამას ყოველთვის ამტკიცებენ.

1) სხვათა შორის Model S გახდა პირველი ელექტრომობილი, რომელმაც გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ვერსიით, წლის ავტომობილის ტიტული მოიპოვა.

2)ახლახანს, Model S გახდა პირველი ელექტრომობილი (ვერსია P100D), რომლის სვლის სიშორეც 300 მილს (დაახლოებით 500 კილომეტრი) ასცდა. გარდა ამისა, როგორც Tesla ირწმუნება, ამ ავტომობილს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აჩქარება აქვს. ავტომობილმა ყველაზე ეკონომიურ რეჟიმში 315 მილის გავლა შეძლო, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს კი 2.5 წამში მიაღწია, რაც სუპერ ავტომობილების „ტერიტორიაა“…

3) Model S-ს თავისი შუშის სახურავიც გამოარჩევს. ის მთლიანად შუშისაა. ასეთი ავტომობილის გამოშვების შესახებ, „ტესლამ“ ახლახანს გამოაცხადა. უფრო მეტიც, მასკმა ისიც თქვა, მომავალში ჩვენს ავტომობილებს სახურავზე მზის ელემენტები ექნებაო…

4) Model X აღჭურვილია ჰაერის წმენდს სისტემით, რომლის წყალობითაც, მის ინტერიერში ისეთივე სუფთა ჰაერია, როგორც საოპერაციო ოთახში. ეს სისტემა მაშინ ამოქმედდება, როცა ბიოდაცვის რეჟიმს ჩართავთ. სისტემაში შედის ნაწილაკების დამჭერი ფილტრები, რომლებიც ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთებს და გამონაბოლქვს ავტომობილის კაბინაში შეღწევის საშუალებას არ აძლევს!

5) ტექნიკური თვალსზრისით, Model X-ის ბრუკლინის (ნიუ იორკი) ხიდზე გავლა არ შეიძლება. ამ ხიდზე იმ ავტომობილების გავლა იკრძალება, რომლებიც 3 ტონაზე მეტს იწონიან. Model X-ის წონა კი სწორედ 3 ტონაზე მეტია…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები