LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდო ავტომობილები ამერიკელი მძღოლებისგან

5
bmw

გარდა იმისა, რომ ავტომობილები რიგ შემთხვევაში ოჯახის წევრებად მიგვაჩნია, გვიყვარს და ვზრუნავთ მათზე, ვაფასებთ მაინც, როგორც ტექნოლოგიურ მოვლენას და ვანაწილებთ მათ მანკიერ და დადებით მხარეებს. დღის ბოლოს უმნიშვნელოვანესია მათი უსაფრთხოება. თუ როგორ გაგვიფრთხილდებიან ისინი მძღოლებს და რამდენად ნაკლებად მოგვცემენ წუწუნის საშუალებას. ამერიკულმა საკონსულტაციო სააგენტომ J.D. Power, სანდოობის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც ცხადია ავტომფლობელების გამოკითხვის შედეგად ავლენს.

როგორც ჩანს, სანდო ავტომობილების ლიდერებს შორის არიან Kia, Buick, Hyundai, Volvo, Ram, Land Rover და Toyota.

კვლევა არა მაინც და მაინც იმ მხრივ კეთდება, თუ ვის რომელი ავტომობილი მოსწონს, არამედ, რომელი ავტომობილი მიიღებს ყველაზე ნაკლებ შენიშვნას, ან რომელზე დაიჩივლებენ ყველაზე იშვიათად.

რეიტინგის სათავეში ამჯერად აღმოჩნდა Kia 100 ავტომობილზე 145 საჩივრით. მეორეზეა Buick, შემდეგ Hyundai, Genesis, Toyota და ლექსუსი.

კვლევა კონკრეტულ მოდელებსაც შეეხო, სადაც ლიდერობა მოიპოვა, ალბათ ყველასათვის ნაცნობმა და მოდი ვთქვათ საოცარმა მანქანამ, Porsche 911. მასზე თითქმის არავის უწუწუნია. ან ვინ დაიწუწუნებს ასეთი მანქანა რომ ჰყავდეს. საუკეთესოები აღმოჩნდნენ საკუთარ კლასში Toyota Corolla, BMW 4 სერიის, Mazda MX-5 Miata, Chevrolet Impala, Hyundai Sonata, Lincoln MKZ და Ford Mustang.

რაც შეეხება SUV-სეგმენტს, აქ აბსოლუტური ლიდერი ანალიტიკოსებმა არ გამოავლინეს და დაასახელეს 9 მოდელი სხვადასხვა ზომითა და საფასო კატეგორიით: Lexus NX, Hyundai Santa Fe, Buick Envision, Lexus UX, Chevrolet Suburban, Buick Encore, Lexus RX, Kia Sorento და Porsche Cayenne.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები