LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრად დისციპლინირებულია და უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს” – თხის რქის დადებითი და უარყოფითი თვისებები

51
sofia_bzekalava

15 იანვარს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ ასტროფსიქოლოგმა სოფია ბზეკალავამ თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ილო ბეროშვილს უმასპინძლა და სწორედ მასთან ერთად განიხილა ზოდიაქოს ამ ნიშნის ინდივიდუალური თავისებურებები.

აღსანიშნავია, რომ სატურნს, რომელიც თხის რქის მმართველ პლანეტად ითვლება, ხშირად დროის გამგებელსაც უწოდებენ, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული ყოველთვის განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ახალგაზრდავდება, ხალისი, ენერგია ემატება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითოს უკუღმა ცხოვრობს  – გაზრდილი, ზედმეტად სერიოზული, დაბრძენებული იბადება, ასაკის მატებასთან ერთად კი, სულ უფრო ლაღი, კომუნიკაბელური ხდება და თუ ახალგაზრდობაში დაუღალავად მუშაობს, მაშინ ასაკში შესული მხოლოდ სიცოცხლით ტკბება.

ახალგაზრდა თხის რქა ყოველთვის კარიერითაა გატაცებულია და გეგმებიც ამბიციური აქვს, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური სტაბილურობა და დაზღვეული მომავალი. რა თქმა უნდა, თხის რქას ვერავინ დაავბრალებს ფულის სიყვარულს, თუმცა მისთვის ძალიან ძვირფასია ის კომფორტი, სიმშვიდე და დაცულობის შეგრძნება, რომელსაც სწორედ ფინანსები უზრუნველყოფს.

ამბიციური თხის რქა, რომელიც თავდაუზოგავი შრომით გამოირჩევა, ყოველთვის ბრწყინვალედ მართავს სიტუაციას. სხვათაშორის, ამ ნიშნით ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკოსი იბადება, რომელიც საკუთარ იმიჯსაც უფრთხილდება და ბალანსსაც იდეალურად იცავს. ამასთანავე, საოცრად დისციპლინირებულია და უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მართალია, მკაცრი და მომთხოვნი ხელმძღვანელია, მაგრამ არასდროს ტოვებს უყურადღებოდ თანამშრომელთა ნაკლს და ღირსებას, ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე და აუცილებლად ასრულებს გაცემულ პირობას.

რა თქმა უნდა, უამრავი დადებითი თვისების პატრონ თხის რქას ნაკლიც საკმაოდ ბევრი აქვს, მისი მთავარი მტრი კი – პესიმიზმია. ძალიან უჭირს მარცხის შემდეგ ფეხზე დადგომა, რადგან ზედმეტად დიდ დროს უთმობს თვითკრიტიკას, შეცდომების გაანალიზებას და ყველა უსიამოვნებაში საკუთარი თავის დადანაშაულებას, რაც ძალიან აფერხებს მის წინსვლასა და წარმატებას.

სხვათაშორის, სატურნი შიშისა და დეპრესიის პლანეტაა, რომელიც მუდმივად ამოწმებს თხის რქის გამძლეობას და მის შესაძლებლობებს, რადგან სინამდვილეში, მას ბევრად მეტის უნარი აქვს, ვიდრე თავად წარმოუდგენია. მიწის სამ ნიშანს შორის, სწორედ თხის რქაა ყველაზე აქტიური, ძლიერი და შრომისუნარიანი, სწორედ მას შეუძლია ყველაზე მეტის მიღეწვა, რადგან ქალწულს ამბიციები არ ჰყოფნის, კუროს –  კომფორტის ზონის დატოვება უჭირს, თხის რქისთვის კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუშაობა და ერთგვარი გრაფიკით ცხოვრება, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ უფუნქციოდ იგრძნობს თავს.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მეტად პრინციპული, ჯიუტი ადამიანია და მასთან ურთიერთობაც საკმაოდ რთულია, რადგან არასდროს ცდილობს მოერგის გარშემომყოფებს და ყოველთვის სხვას აიძულებს მის ხასიათის, თავისებურებებს მორგებას,  არ თმობს საკუთარ პოზიციას, თუმცა კუროსგან განსხვავებით, რომელიც მეტწილად უმიზეზოდ ჯიუტობს, მისი პრინციპულობა ყოველთვის ობიექტური და გამართლებულია. ასე რომ, თუ თხის რქასთან თანამშრომლობას გეგმავთ, „შეიარაღდით“ მოთმინებით და ნებისყოფით, ნუ ეცდებით მის ჩიხში შეყვანას და ნუ დააჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებისას.

ამასთანავე, საოცრად კანონმორჩილი და ტრადიციების მოყვარული თხის რქა დიდად აფასებს ხანდაზმულებს, ოჯახის უფროს წევრებს და უთანხმოების ან კონფლიქტის შემთხვევაშიც არ ივიწყებს საკუთარ ვალდებულებებს, ყოველთვის ითვალისწინებს საზოგადოდ დაწესებულ ნორმებს და არასდროს ღალატობს მორალურ პრინციპებს. მართალია, ყოველთვის სიამოვნებით ეხმარება და ზრუნვას სხვაზე, მაგრამ საოცრად არ უყვარს ემოციების, სითბოს გამოხატვა და ხშირად, ბევრი გულგრილობაშიც ადანაშაულებს.

სამწუხაროდ, 2019 წელი თხის რქისთვის საკმაოდ რთული იქნება, რადგან მისი მმართველი პლანეტა სატურნი, რომელიც ყოველთვის წესრიგს და დისციპლინას, უარყოფითი თვისებების და მავნე ჩვევების დამარცხებას მოითხოვს, მისავე ზოდიაქოს ნიშანშია.

– თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა სატურნი მართავს. ასტროლოგთა აზრით, სწორედ ამიტომაა ის ყველაზე ამტანი და მომთმენი როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ილო, თქვენ რამდენად ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას?

– პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ სწორედ სატურნის მფარველობის ქვეშ ვარ, რადგან თავისი დამცავი რკალით, ყველსგან განსხვავებული პლანეტაა. რაც შეეხება გამძლეობას – აბსოლუტურად გეთანხმებით, მართლაც უამრავი სირთულის დაძლევა მომიხდა. ალბათ იცით, რომ ფეხბურთელი ვიყავი, თუმცა მძიმე ტრავმის შემდეგ იძულებული გავხდი სპორტზე უარი მეთქვა, რაც ძალიან მტკივნეულად განვიცადე, რადგან ფეხბურთით ვცხოვრობდი და სხვა არაფრი მინდოდა. მართალია, დღეს უამრავ საქმეს ვაკეთებ სიამოვნებით, მაგრამ ფეხბურთს მაინც არაფერი შეედრება. ამასთანავე, ძალიან ბევრჯერ მომიწია სიმტკიცის, ნებისყოფის გამოცდა და ზოგჯერ, საკუთარ თავს ფენიქსსაც ვუწოდებ, რადგან ბევრჯერ მომიწია ყველაფრის თავიდან დაწყება.

– როგორც უკვე ავღნიშნე, თხის რქა ყოველთვის საკუთარი სიტყვის ერთგულია. თქვენ თუ დაგირღვევიათ ოდესმე პირობა?

– შეიძლება, გარკვეულ მომენტში გამიჭირდეს, თუმცა ბოლოს მაინც შევასრულებს ჩემს სიტყვას. სხვათაშორის, თხის რქას სჩვევია პირობის დარღვევის შემთხვევაში თვითგვემა და ერთგვარ დეპრესიას მიცემა, მე კი, ვცდილობ ვაპატიო საკუთარ თავს შეცდომა და ყველაფერს ვაკეთებ მის გამოსასწორებლად. აქვე ავღნიშნავ, რომ პესიმიზმთან ერთად, საკმაოდ ეჭვიანიც ვარ. ამასთანავე, ძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, მათი ინდივიდუალური თავისებურებების და ჩვევების შესწავლა.

– რამდენად ემოციური ხართ და გიჭირთ თუ არა საკუთარი გრძნობების გამოხატვა?

– ვინც კარგად არ მიცნობს დარწმუნებულია, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ, სინამდვილეში კი, საკუთარ თავში მიყვარს ჩაკეტვა და ხშირად ახლობლებთან ურთიერთობაზეც უარს ვამბობ. პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად პოზიტიური განწყობის შენარჩუნება მიწევს, რაც ზოგჯერ ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან არ მიყვარს სიყალბე, გადაჭარბებული სითბოსა და ალერსის გამოხატვა. ვფიქრობ, ნებისმიერისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ცხოვრებაში თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ნამდვილს მიიღებს და ვისთანაც არასდროს მოუწევს თამაში. სხვათაშორის, მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს უფროსი თაობის მეგობრებთან, რადგან სწორედ მათგან ვიძენ ცოდნას და გამოცდილებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები