LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პიკაპების მოდა შემოდის და ახალი ტენდენცია მკვიდრდება

„ავტორადიოს“ გადაცემაში „ავტოსერვისი“ ავტოექსპერტი, ძრავების სპეციალისტი შალვა კაპანაძე ესტუმრა. გადაცემის თემა იყო ბენზინზე მომუშავე ამერიკული ძრავები, რომლებიც დიდი კუბატურით, დაბალი კომპრესიით და საინტერესო მონაცემებით გამოირჩევა.

ამერიკაში პიკაპი ძალიან პოპულარულია და თითქმის ყველა ოჯახში ყავთ. ბევრგან 20-30 წლის პიკაპი არაჩვეულებრივად მუშაობს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მუშა მოდელია. საინტერესოა, როდის დაიწყო პიკაპების ერა?

პიკაპის ისტორია ომის შემდეგ იწყება, მაშინ რკინა არ იყო და ავტომობილის ბევრ დეტალს ხისგან აწყობდნენ. მოკლედ, ამერიკისთვის პიკაპი არის ჩვეულებრივი ამბავი, როგორც კი დაიწყო ავტოწარმოება მაშინვე დაიწყო პიკაპების აწყობაც. თავიდან დაიწყო ფორდმა, შევროლემ გააგრძელა და ა.შ. აღნიშნულმა ტენდენციამ მთელი მსოფლიო მოიცვა და ბაზრის წილი რომ არ დაეკარგათ, მას ფეხი ყველა მწარმოებელმა აუწყო.

ვისაუბროთ იმ ძრავებზე, რომელიც პიკაპის გარდა ასევე დიდ სატვირთო ავოტომობილებშიც იდგა, მაგალითად 5.7-იანი აგრეგატი…

პიკაპის შევროლეს ძრავები საკმაოდ ძლიერი ძრავია. ასევე აღსანიშნავია, ისიც რომ ისინი ადვილად შეკეთებადია. სიძლიერის 220-დან 320 ცხენის ძალამდე გაზრდა დიდი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. საქართველოში ნელ-ნელა შემოდის პიკაპების მოდა და ახალი ტენდენცია მკვიდრდება. ხალხი მიხვდა მძლავრი ავტომობილის ფასს, მიხვდნენ რომ საჭიროა ასეთი ავტომობილის ყოლა. ამასთან, გამბაჟებაც საკმაოდ ლოიალურია.

შევროლეზე გავჩერდეთ, ამ შემთხვევაში 7.4 და 8.1 ძრავებია აღსანიშნავი. ორივე ძრავი საკმაოდ დიდია და ბევრსაც წვავს, თუმცა მ მუშაობითაც უფრო დიდ ხანს მუშაობს…

8 ცილინდრიანი ძრავი კეთდებოდა თუჯისგან, იყო ძალიან ძველი და ტექნოლოგიურად ძალიან მარტივი ძრავი. თუმცა, ალბათ ყველაზე ძლიერი ძრავია. მაგალითად, მე-5 სიჩქარეში ჩააგდებდი და აღმართი იყო თუ დაღმართი, ტვირთიანი იყავი თუ უტვირთო – ყველგან ერთნაირი სიჩქარით ივლიდი. ინგლისელებმაც დაიწყეს მსგავსი ძრავის ალუმინის ვერსიების დამზადება. მაგალითად, Range rover უყენია სწორედ ეს ვერსია. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ალუმინის ძრავი გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება.

 ამერიკული დიზელის ძრავი კარგი ხარისხის თითქმის არ არსებობს. ეს განსაკუთრებით თანამედროვე ძრავებს ეხება.  საქმე ისაა, რომ ამცირებენ კუბატურას, ალუმინს იყენებენ. შესაბამისად, ცვეთაც უფრო მეტია, ხარჯიც უფრო მეტია, ხარისხი ნაკლებია და რესუსრიც ბევრად დაბალია.

ამ ბოლო პერიოდში პატარა ძრავები შემოდის, სადღაც – 2.7-იანი. რომელსაც რესურსი ფაქტობრივად არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, მუშა მანქანა რომელმაც ბევრი უნდა იმოძრაოს, ათასობით კილომეტრი გაიაროს, ტვირთიც ათრიოს და ასეთი ძრავით ამ ყველაფრის გაკეთება დიდი პრობლემაა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს უკვე მსოფლიო ტენდენციაა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გაზს აქვს მაღალი წვის ტემპერატურა და დაბალი შეკუმშვის ძრავებს საერთოდ არ უხდება.