LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქორწილო ბეჭდის მუდმივად თითზე ტარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა – ოქროს მავნე და სასარგებლო თვისებები

25
232843197

ხელებზე უამრავი მგრძნობიარე წერტილია განლაგებული, რომლებიც გარკვეულ ორგანოებთანაა დაკავშირებული და მათ მუშაობაზე აგებს პასუხს. საქორწილო ოქროს რგოლებმა კი შეიძლება მასტოპათია, სასქესო ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლების დაავადებები გამოიწვიოს. მეცნიერთა აზრით, საქორწილო ბეჭდის მუდმივად თითზე ტარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაგალითად: თუ, იგი, ყოველთვის არა თითზე გიკეთიათ, შესაძლოა მას უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს. შუა თითზე ოქროს ბეჭდის მუდმივად ტარება ათეროსკლეროზსა და რადიკულიტს იწვევს, ნეკა თითზე კი თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებით პროცესებს. ოქროს ნივთები ასევე არასასურველია მათთვის, ვინც ჰიპერტონიკია და არამდგრადი ფსიქიკის მქონე, ვინც აგრესიისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა. თუმცა, თუ სწორად გამოვიყენებთ, ოქრო კარგი მკურნალიცაა.

სუფთა ოქროს, მის პლატინასთან ან ვერცხლთან შენადნობს, საოცარი თვისებები აქვს. ალბათ, საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის, ცნობილია ის ფაქტი, რომ ოქრო ფსიქიკას არეგულირებს, დადებითად მოქმედებს ისტერიკის, ეპილეფსიის, გულის შეტევებისა და ფილტვების დაავადებების დროს. დეპრესიის დროს სასურველია ოქროს სამკაულებიანი ზარდახშა დაათვალიეროთ, თითოეულ ნივთს ხელით შეეხოთ, ან უბრალოდ, იმ ბეჭედს უცქიროთ, რომელიც თითზე გიკეთიათ, რაც დაგამშვიდებთ და მომავლის რწმენას შეგმატებთ. ბოლო პერიოდში, ოქროს ნაერთები, უკვე რევმატიული ართრიტის სამკურნალოდაც გამოიყენება, რაც მეცნიერთა აზრით თრგუნავს მიკროფაგებს. ამით კი, იმუნური რეაქციების არასასურველ განვითარებას ანელებს.

დიდი ხანია პლატინა წარმატებით გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. იგი სპობს ავთვისებიან უჯრედებს. ოქრო თავისი თვისებებით ძალიან ჰგავს პლატინას, ამიტომ მეცნიერთა ვარაუდით, ავთვისებიანი სიმსივნის აღმოსაფხვრელად, ეს ლითონიც ეფექტური იქნება. ქიმიო-თერაპიაში ძვირფასი ლითონების გამოყენებისას, მხოლოდ დაავადებული უჯრედები იღუპება, ჯანმრთელები კი არ ზიანდება. ოქროს კიდევ ერთი დადებითი თვისება პირდაპირ კავშირშია პროსტატის დამარცხებასთან. წინამდებარე ჯირკვლის დაავადება თანამედროვე მამაკაცების ჭირია. მისი მკურნალობა ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია და უამრავი პროცედურის ჩატარებას მოითხოვს. პროსტატის სამკურნალოდ თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ბიოაქტიური ნაერთები, მის შემადგენლობაში სხვა ნაერთებთან ერთად ოქრო, ვერცხლი და სპილენძი შედის, რომელთაც ანტიბაქტერიული მოქმედების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვთ. დროთა განმავლობაში, ოქროს ნივთებს განსაკუთრებული წმენდა ესაჭიროება, რათა, როგორც მკურნალმა ძალა არ დაკარგოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები