LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატრანპორტო მოძრაობის კულტურა იაპონიაში – ავტოსთორი

10
1. Japan Gza

ეს პოდკასტი, რომელსაც წაიკითხავთ ან მოისმენთ, ინსპირირებულია იაპონური საგზაო კულტურის მიერ და დაახლოებით „იცით თუ არა რომ“-ის ხასიათისაა, რომელიც წესით საინტერსო უნდა იყოს.

– იაპონიაში მარცხენა ზოლიანი მოძრაობა სამურაების გამო შემოიღეს. ისინი ხანჯალს მარცხენა ხელში იჭერდნენ.

– იაპონელებს საგზაო ნიშანი “STOP” არა მრგვალი, არამედ სამკუთხედი აქვთ.

– იაპონიაში მწვანე შუქნიშანს “ლურჯს” ეძახიან, რადგან ადრე სწორედ ლურჯი ფერი რთავდა მძღოლებს მოძრაობის გაგრძელების უფლებას. შემდეგ ფერი შეიცვალა, თუმცა არა ჩვევა.

– იაპონიაში 75 წელს გადაცილებულ მძღოლებს საქარე მინაზე სპეციალური ნიშანი აქვთ დაკრული. ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში მანქანის ქონაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტექშემოწმება, გადასახადი და დაზღვევა წელიწადში 1500-ზე მეტი დოლარი ჯდება.

– რაც შეეხება გზებს, საინტერესოა ის, რომ ქალაქ კავასაკისა და კისარაძუს ერთმანეთთან წყლის ქვეშ გაყვანილი გვირაბი აკავშირებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელია – 9.6 კილომეტრი.

– საინტერესოა ისიც, რომ მარშრუტი AH1 აზიურ ქსელში ყველაზე გრძელი საერთაშორისო გზაა. ის ტოკიოში იწყება და თურქეთსა და ბულგარეთს შორის საზღვრამდე აღწევს. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ იაპონიაში ძალიან ბევრი გზატკეცილი და ესტაკადაა.

– იაპონიაში ავტოსაგზაო შემთხვევებზე მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის ტარება დაახლოებით 2700 დოლარამდე ჯარიმას იწვევს, ამასთან მძღოლი შესაძლოა 1 წლით ციხეშიც კი მოხვდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები