LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მძღოლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ასტრომაგია

18
sofiabzekalava20102

29 სექტემბერს საავტორო გადაცემა „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ავტომოყვარულებს მიუძღვნა და ზოდიაქოს ნიშნები ავტომობილის მართვის უნარების მიხედვით შეაფასა.

* ვერძი – სპორტული ავტომობილების მოყვარული ვერძი ყოველთვის კარგი მძღოლია. ქალბატონები საკმაოდ ადრეულ ასაკში და ძალიან მარტივად სწავლობენ მართვას, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ვერძისთვის არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ალღოს ვერ აუღებს. მეტიც, ქალები ხშირად მამაკაცის პროფესიასაც ითავსებენ და მათზე უკეთესად ასრულებენ სამუშაოს. ამასთანავე, ვერძს ძალიან კარგად აქვს განვითარებული თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ავტოშემთხვევებისას ზედმეტი ზარალის გარეშე თავის დაღწევაში ეხმარება. თუმცა, ძალიან უყვარს დრაივი, ამიტომ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მძღოლად ითვლება. სხვათა შორის, მრბოლელების უმეტესობა ან ვერძის ნიშნით დაიბადა ან ზოდიაქოს ამ ნიშნის ძლიერ გავლენას განიცდის.

* კურო – ფრთხილი და ყოველთვის თავშეკავებული კურო არასდროს აძლევს საკუთარ თავს სწრაფად მოძრაობის უფლებას, რადგან ყველაფერს და პირველ რიგში საკუთარ სიცოცხლეს და ავტომობილს უფრთხილდება. ზოდიაქოს ეს ნიშანი ავტომობილისაც განსხვავებული კრიტერიუმებით ირჩევს, ამიტომ არასდროს შეიძენს მცირე ზომის მანქანას არაკომფორტული სალონით და და მოუხერხებელი სავარძლებით.

* ტყუპები – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ასტროლოგები საუკეთესო მძღოლებად მიიჩნევენ, რადგან სხარტად მოაზროვნე ტყუპები, რომლებიც ურთულეს სიტუაციაშიც ინარჩუნებენ კონცენტრაციას, ყოველთვის ბრწყინვალედ ერკვევიან ტექნიკაში და ძალიან უყვართ ავტომობილები. საკმაოდ ადრე და სრულიად ბუნებრივად სწავლობენ მართვას, რადგან ყველა წვრილმანს ამჩნევენ და სხვებზე სწრაფად რეაგირებენ. სხვათაშორის, ტყუპებთან ურთიერთობისას ბევრს შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს ძალიან უყურადღებოები არიან, თუმცა სინამდვილეში ყველაფერს ამჩნევენ,  არაფერს იმჩნევენ და სხვისთვის აუხსნელი ლოგიკით მოქმედებენ, იმ სფეროში კი, რომელშიც ვერ ერკვევიან ინტუიციით ხელმძღვანელობენ და აუცილებლად წარმატებას აღწევენ. ტყუპებს უახლესი მოდელის, აუცილებლად კომპაქტური და კომფორტული ავტომობილები ხიბლავთ.

* კირჩხიბი – ვინტაჟის და ოჯახური რელიქვიის მოყვარული კირჩხიბი ნაკლებად აქცევს ყურადღებას ავტომობილის მოდელს და არც სხვისი ძველი ავტომობილით სარგებლობას თაკილობს. მეტიც, კირჩხიბებს შორის მრავლად არიან ავტოკოლექციონერები, რომლებიც ძალიან ამაყობენ უძველესი და საკმაოდ ძვირადღირებული ექსპონატებით. მეოჯახე კირჩხიბს, რომელიც სიფრთხილით გამოირჩევა, არასდროს მართავს ავტომობილს სწრაფად, არ არღვევს წესებს და აუცილებლად დიდი მანქანა ჰყავს, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის მოიძებნება ადგილი.

* ლომი – ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაფერში პომპეზურობას ეძებს, ამიტომ ავტომობილიც უახლესი მოდელის, კაშკაშა ფერის და ვიზუალურად ეფექტური უნდა იყოს, რომელიც სრულად ასახავს მის ხასიათს და ხაზს გაუსვამს მის იმიჯს. მართალია, ლომი ცეცხლის ნიშანია, მაგრამ ავტომობილის მართვისას მაინც ახერხებს ემოციების მოთოკვას, არასდროს რისკავს და საკმაოდ კარგ მძღოლად ითვლება.

* ქალწული – ტყუპების მსგავსად ქალწულსაც პლანეტა მერკური ანუ „რკინის რაში“ მართავს, ამიტომ ისიც საუკეთესო მძღოლად ითვლება, მით უფრო, რომ დეტალებში უყვარს ჩაძიება და ავტომობილის აგებულებაშიც ბრწყინვალედ ერკვევა, თუმცა ნაკლებად აქცევს ყურადღებას მის ვიზუალურ მხარეს, რადგან ძალიან პრაქტიკული ნიშანია და მანქანის ეკონომიურობით, მისი ხარისხით და საიმედოობით უფრო ინტერესდება. უცნაურია, მაგრამ ქალწულს ძალიან არ უყვარს უცხოები საკუთარ ავტობილში, ნაცნობებს კი, არასდროს აძლევს, ზედმეტი ლაპარაკის, საკვების ცმუცვნის და ლაზღანდარობის უფლებას.

* მშვილდოსანი – გიგანტურის და გრანდიოზულის მოყვარულ მშვილდოსანს ავტომობილიც გაბარიტული სჭირდება, რათა ყველა ახლობელს მოუყაროს თავი და სწორედ მათთან ერთად გაემგზავროს თუნდაც ხანმოკლე მოგზაურობაში. თუმცა, არასდროს აქცევს ყურადღებას წვრილმანებს და ხშირად ეხვევა უსიამოვნებებში. ძალიან უყვარს ავტომობილის მართვისას  სხვა საქმის კეთება, რაც ხშირად სავალალოდ სრულდება.

* თხის რქა – წიუნდახედული თხის რქა ყველაზე მოწესრიგებული მძღოლია, არასდროს არღვევს მოძრაობის წესებს და ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით გადაადგილდება. უპირატისებოს ცნობილი და საიმედო ბრენდის კლასიკურ მოდელებს ანიჭებს.

* მერწყული – საუკეთესო მძღოლების რიცხვს მიეკუთვნება მერწყულიც, რომელიც ყოველთვის თანამედროვე მოდელს ირჩევს, რადგან ძალიან უყვარს ყველაფდერი ახალი და არაორდინალური, რომელსაც თავად გამოცდის და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში მოიწონებს, თუ ინოვაციური ფუნქციებით იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა, ბუნებით ანარქისტი ხშირად არღვევს წესებს და საკუთარ თავთან ერთად სხავასაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

* თევზები – მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშანი ბევრს უპრეტენზიო და ძალიან მორჩილი ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ამბიციურია, რაც პირველ რიგში ავტომობილის შერჩევისას ვლინდება. თევზები მოცულობით და რესპექტაბელურ ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლითაც ყველასთან შეძლებენ თავის მოწონნებას. თუმცა ქალბატონებს, რომელთაც თანდაყოლილი შიში ახასიათებთ, ავტომობილის მართვას მძღოლის დაქირავება ურჩევნიათ, მით უფრო, რომ საოცრად ქაოტურებს ძალიან უჭირთ მძღოლისთვის სავალდებულო წვრილმანის შემჩნევა და დამახსოვრება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები