LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მეუღლეების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით – ასტრომაგია

27
bzekalava_1

26 თებერვალს გადაცემაში „ასტრომაგია“, სოფია ბზეკალავამ საუკეთესო მეუღლეების რეიტინგი შესთავაზა ქალბატონებს და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით განიხილა მამაკცების დამოკიდებულება ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების მიმართ, ღალატისკენ მიდრეკილება და ის კრიტერიუმები, რომლითაც სასიყვარულო პარტნიორებს ირჩევენ.

მამაკაცის არჩევანის ძირითადი განმსაზღვრელი

პირადი ჰოროსკოპის გათვალისწინებით, მამაკაცის პირად ცხოვრებას ყოველთვის მთვარე და პლანეტა ვენერა განსაზღვრავს, ამიტომ ძალიან დიდი განსხვავებაა იმ  ქალს შორის, რომელიც ვიზუალურად ესიმპათიურება და რომელსაც ცხოვრების თანამგზავრად ირჩევს. რა თქმა უნდა, იდეალური შემთხვევაა, როცა მთვარეს და ვენერას ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ, რადგან მამაკაცი სწორედ იმ ქალს უკავშირებს ბედს, რომელიც ერთნაირად მოსწონს როგორც მეგობრად, ისე მეუღლედ და საყვარლად, თუმცა მთვარისა და ვენერას დისჰარმონიის შემთხვევაში, რაც საკმაოდ ხშირია, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემები უჩნდებათ, რადგან ვიზუალურად მომხიბვლელ ქალს სასიყვარულო პარტნიორად ირჩევენ, ოჯახს კი, აბსოლუტურად განსხვავებულ ქალბატონთან ქმნიან.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცის არჩევანს პირველ რიგში დედა, მასთან ურთიერთობა და ის კომპლექსები განსაზღვრავს, რომელიც მართალია, არა განზრახ, მაგრამ მაინც დედის წყალობით მიიღო, რადგან გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მას ყოველთვის დედის მსგავსი ქალი მოსწონს და საბოლოოდ სწორედ მას ირთავს ცოლად. დედასთან რთული ურთიერთობის შემთხვევაში, მამაკაცმა აუცილებლად უნდა გაიაზროს კონფლიქტის მიზეზი, მიიღოს და აპატიოს ნაკლოვანებები, რადგან სხვაგვარად უბრალოდ ვერ შეძლებს სიმშვიდის, ჰარმონიის მოპოვებას და სხვა ქალეზე მოახდენს დედის პროეცირებას, მუდმივ ბრძოლაში იქნება და ძალიან გაუჭირდება პირადი ცხოვრების მოწყობა.

კარმული წყვილები

არსებობენ კარმული წყვილები, რომლებიც მუდმივი უთანხმოების და გაღიზიანების მიუხედავად, მაინც საოცრად იზიდავენ, ვერასდროს შორდებიან ერთმანეთს და პარტნიორთან ერთად საკუთარ თავსაც საშინელ ტკივილს აყენებენ. მართალია, ამგვარი ურთიერთობა სრულად ანგრევს ადამიანს ფსიქოლოგიურად, მაგრამ გამოცდის გავლა მაინც აუცილებელია, რადგან მხოლოდ მწარე გამოცდილების შეძენით შეიძლება ტრანსფორმაცია და ერთგვარი გარდაქმნა.

საუკეთესო მეუღლეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საინტერესოა, როგორ ირჩევენ მამაკაცები პარტნიორს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რა დამოკიდებულება აქვთ ქორწინების მიმართ და რამდენად ინარჩუნებენ სტაბილურობას ოჯახურ ურთიერთობაში.

ვერძი – არ ღირს ლიდერობის მოყვარულ ვერძთან კონკურენცია, რადგან მასთან გაჯიბრება აუცილებლად დაშორებით, განქორწინებით დასრულდება. მართალია, ვერძს არ უყვარს სუსტი და უმწეო ქალები, მაგრამ არც ის ხიბლავს, ვინც მის ძალას, უპირატესობას არ აღიარებს და სწრაფად კარგავს ინტერესს იმ ზედმეტად აქტიური ქალბატონის მიმართ, ვინც ინიციატივას იჩენს და სულ კუდში დასდევს. მართალია, ვერძი კარგი მეოჯახეა, მაგრამ ცეცხლის სტიქიის სხვა წარმომადგენლების (ლომი, მშვილდოსანი) მსგავსად, მასაც სწრაფად ბეზრდება ერთფეროვნება, ამიტომ მისი სიყვარულის შესანარჩუნებლად მუდმივად „ცეცხლის გაღვივებაა“ სჭირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ძალიან არ უყვარს კონტროლი, თავისუფლების შეზღუდვა და პატივს სცემს ქალს, რომელსაც საკუთარი საქმე და ინტერესები აქვს, იმპულსური და საოცარი რომანტიკოსია, სიამოვნებით ანებივრებს პარტნიორს საჩუქრებით და სიურპრიზებით, ყოველთვის სწრაფად ღებულობს დაქორწინების გადაწყვეტილებას და მხოლოდ შემდეგ ფიქრობს შედეგებზე.

კურო – სტაბილური კურო, რომელიც პარტნიორად მშვიდ და გაწონასწორებულ ქალბატონს ირჩევს, ყოველთვის კარგი მეუღლეა, უყვარს შვილები და დიდად აფასებს ოჯახურ ტრადიციებს. თუ ამ ნიშანით დაბადებულ მამაკაცთან სერიოზულ ურთიერთობას გეგმავთ, თავი შეიკავეთ  ზედმეტი ემოციების, პრეტენზიების გამოხატვისგან და უმიზეზოდ ისტერიკის მოწყობისგან, რადგან მას საშინლად არ უყვარს სიტუაციის დრამატიზირება. კუროს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება პარტნიორის გასაცნობად და მისაჩვევად, რადგან ძალიან არ უყვარს ცვლილებები და მნიშვნელოვან ნაბიჯსაც ყოელთვის ფრთხილად, კარგად გააზრების, მხოლოდ საკუთარი არჩევანის სისწორეში დარწმუნების შემდეგ დგამს. არ ღირს მისი დაჩქარება, რადგან იძულებით მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევთ და სამუდამოდ გაიფუჭებთ ურთიერთობას. პრაქტიკული კუროს გულის მოგება ძალიან გაუჭირდება იმ ქალს, რომელსაც ფულის, საერთო ბიუჯეტის ფუჭად ფლანგვა ახასიათებს, ზოდიაქოს ამ ნიშანს პირველ რიგში, კარგი დიასახლისი სჭირდება, რომელიც კომფორტულ გარემოს შეუქმნის და გემრიელი კერძებით გაანებივრებს.

ტყუპები – მსუბუქ და ხალისიან ტყუპებთან, რომელიც არასდროს იმახსოვრებს წყენას, არ ახასიათებეს ეჭვიანობა და არ სცნობს გენდერულ დიფერენციაციას, ძალიან მარტივი და კომფორტულია ურიერთობა. მთავარია მუდმივად გქონდეთ კომუნიკაცია, რადგან ძალიან უყვარს ლაპარაკი და ურთიერთობასაც პირველ რიგში, სწორედ ინფორმაციის გაცცვლა-გამოცვლად აღიქვამს, თუმცა, ნაკლებად სტაბილურტს ყველაფერი სწრაფად ბეზრდება, არ უყვარს ერფეროვნება, ძალიან განიცდის, როცა ცხოვრება მოსასაწყენ რუტინას ემსგავსება და სწორედ ამიტომ უჭირს ენთუზიაზმით დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ქალბატონი, რომელსაც ტყუპებთან სერიოზული ურთიერობა სურს, აუცილებლად საინტერესო, მოულოდნელობებით სავსე და ყოველდღე „ახალი“ უნდა იყოს, რადგან სხვა შემთხვევაში სწრაფად მოაბეზრებს თავს ტყუპებს, რომელიც სინანულის გარეშე შეუდგება ახალი პარტნიორის ძიებას. იდეალური პარტნიორი ლიბერალური ტყუპებისთვის  საკუთარი საქმით და ინტერესებით გატაცებული ქალია, რომელიც არასდროს გაააკონტროლებს მეორე ნახევარს და არ მოუწყობს ეჭვიანობის სცენებს. სხვათაშორის, ტყუპები ძალიან ხშირად ქორწინდებიან ძველ მეგობრებზე და კოლეგებზე.

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს დედა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მეუღლედაც ყოველთვის უფროს ქალს ეძებს, არჩევანს დედასა და მეუღლე შორის კი, ყოველთვის დედის სასარგებლოდ აკეთებს. ასე რომ, თუ კიჩხიბის გულის მოგება გსურთ, სწრაფად უნდა შეითავსოთ დედის ფუნცია, იზრუნოთ მასზე, ხშირად მოეფერთ და გადაუსვათ თავზე ხელი. სხვათაშორის, კირჩხიბი, რომელსაც ყოველთვის ბევრი მეგობარი ქალი ჰყავს, იდეალური მეოჯახე, მეუღლე და მამაა, კარგად ესმის და არასდროს ღალატობს მეორე ნახევარს. მართალია, ჩვეულებრივ, კირჩხიბი ზედმეტად ადრე ქორწინდება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ასაკშიც ვერ ბედავს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, რადგან უკიდურესობებისკენაა მიდრეკილი და თუ ბავშვობაში, უმცროს და-ძმაზე მეურვეობა, დროზე ადრე მოუწია გაზრდა, მაშინ სწორედ ზრდასრულ ასაკში იქცევა ბავშვად, რომელიც არასდროს იჩქარებს ოჯახის შექმნას.

ლომი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი შეყვარებული უფრო კარგად ავლენს საკუთარ გრძნობებს, ვიდრე მეუღლე, რადგან ყოველთვის თამამად საუბრობს და არასდროს ერიდება სიყვარულის პუბლიკაზე დემონსტრირებას. ლომს მხოლოდ ლამაზი ქალები მოსწონს, რადგან მეფედ გრძნობს თავს იმ იდეალურ დედოფალს ეძებს, ვისაც ამაყად წარუდგენს მეგობრებს და ნათესავებს. ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მტკივნეულად განიცდის მზრუნველობის დეფიციტს, არასდროს პატიობს მეუღლეს კარიერით ზედმეტად გატაცებას და საკუთარ შვილებზეც იეჭვიანებს თუ სიყვარულში შეეცილებიან. თუ ლომთან გინდათ ურთიერთობა, არ ღირს მისთვის კონკურენციის გაწევა, მით უფრო, დაჯაბნა, რადგან არასდროს გაპატიებთ წარმატებას. სხვათაშორის, ლომის ყველა მიღწევა პირველ რიგში სწორედ მეუღლის დამსახურებაა, ამიტომ ყოველთვის წააქეზეთ თქვენი „მეფე“ და ისიც მაქსიამლურად ეცდება საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენას.

ქალწული – მართალია, ქალბატონები ხშირად აღნიშნავენ ქალწულის უჟმურ ხასიათს და ზედმეტ სიძუნწეს, მაგრამ სინამდვილეში ზოდიაქოს ეს ნიშანი იდეალური მეუღლეა, თუ რა თქმა უნდა, შესაბამისი პარტნიორი მოიძია, რადგან ტყუპებისა და მერწყულისგან განსხვავებით არასდროს ღალატობს მეუღლეს. პერფექციონისტ ქალწულს ძალიან ეშინია შეცდომის დაშვება, ზედმეტად დიდხანს ფიქრობს და არასდროს იღებს იმპულსურ გადაწყვეტილებას, არასწორად მოქმედებას კი, უმოქმედობა, პასიურობა ურჩევნია. მართალია, ქალწული ძალიან გვიან ქმნის ოჯახს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც რამდენჯერმე ქორწინდება, რაც პირველ რიგში მისი პერფექციონიზმით და სრულყოფილების ძიებითაა განპირობებული. თუ არ გსურთ ქალწულის კრიტიკის დამსახურება, მუდმივად უნდა იზრუნოთ საკუთარ გარეგნობასა და ქცევაზე, რადგან ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს და სხვისთვის შეუმჩნეველი წვრილმანებითაც ღიზიანდება. საკმაოდ მძიმე ქალწულთან, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიებნა და ფინანსების გონივრულად ხარჯვა, იდეალური ოჯახის შექმნა მხოლოდ ამავე ნიშნის ქალბატონს შეუძლია, რომელიც სრულად გაიზიარებს მის შეხედულებებს.

სასწორი – ვიზუალურად გამორჩეული სასწორი სწრაფად იქცევს ქალბატონების ყურადღებას. სხვათაშორის, სწორედ ამ ნიშნით იბადება ყველაზე მეტი ლამაზი ადამიანი (როგორც ქალები, ისე მამაკაცები), მათ შორის მსახიობი და მუსიკოსი. გალანტური სასწორი ყოველთვის დახვეწილი გემოვნებით ხასიათდება, იდეალურად არჩევს საჩუქარს ქალბატონისთვის, არ უჭირს სუსტი სქესის წარმომადგებთან ურთიერთობა და მათი გულის მოგება, უამრავი ქალი მეგობარი ჰყავს, მოსწონს ფლირტი და მათ საზოგადოებაში ყოფნა,

შინაგანი მორალით და ეთიკის ნორმებით ხელმძღვანელობს, ძალიან არ უყვარს და ყოველთვის გაურბის უხეშ, ცინიკურ და აგრესიულ ქალებს. მოსწონს კომფორტი და არასდროს ენანება ფუფუნების ნივთებში ფულის დახარჯვა, საოცრად ჯიუტი, თუმცა ძალიან სამართლიანია, არასდროს ღალატობს საკუთარ პრინციპებს და გმობს სუსტის ჩაგვრას. დიდ ყურადღებას აქცევს წვრილმანებს, მათ შორის წესრიგს სახლში და მეუღლის ჩაცმლობას, რადგან ნებისმიერი უგემოვნება უფუჭებს გუნებას.

მორიელი – ბრუტალურად სექსუალური მორიელი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური ურთიერთობა, პარტნიორს ყოველთვის ემოციების, იმპულსების გათვალისწინებით, ფიზიკური მიზიდულობით ირჩევს. მოსწონს რთული ხასიათის, დაუმორჩილებელი ქალები, რადგან პატივს არ სცემს სუსტ ადამიანებს. თუ მორიელთან გეგმავთ ურთიერთობას, თამამად შეგიძლიათ გაუწიოთ კონკურენცია და გამოიწვიოთ ბრძოლაში, რადგან სსწორედ მუდმივი აქტიურობა და ცოცხალი ურთიერთობა იზიდავს, სიმშვიდე და სტაბილურობა კი, სწრაფად ბეზრდება.

მშვილდოსანი – მართალია, არასტაბილურ მშვილდოსანს მთელი გულით შეუძლია სიყვარული, მაგრამ ტრფობის ობიექტიც მრავლად ჰყავს, რადგან პარტნიორში პირველ რიგში კარგ მეგობას ეძებს, რომელიც იუმორით შეხედავს ცხოვრებას. მისი რჩეული აუცილებლად სპონტანური უნდა იყოს, თამამად იყენებდეს ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, ნებისმიერ წამოწყებაში მხარს უბამდეს და არასდროს ეუბნებოდეს უარს მოულოდნელ მოგზაურობაზე. ქალების კომპანიის მოყვარულ მშვილდოსანს მხოლოდ ლამაზი ქალბატონები ხიბლავს, დიდ დროს ატარებს მეგობრების წრეში და არ მოსწონს სახლში გამოკეტვა, ნაკლებად ერთვება საოჯახო საქმეებსა და ბავშვების აღზრდაში, თუმცა მარტივად პოულობს საერთო ენას მოზარდ შვილებთან. თუ თქვენი რჩეული მშვილდოსანია, მოგიწევთ თვალის დახუჭვა მის ფლირტსა და არასერიოზულ გატაცებებზე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სიყვარულის შენარჩუნებას. სხვათაშორის, მშვილდოსანი ის იშვიათი ნიშანია, ვისაც წრეზე სიარული და ყოფილ პარტნიორებთან დაბრუნება ახასიათებს.

თხის რქა – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ერთგულ თხის რქას ძალიან უჭირს ემოციების გამოხატვამ და ხშირად საკმაოდ პირქუში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მხოლოდ ასაკში ანებივრებს მეორე ნახევარს სითბოთი და ყურადღებით, როცა თავად მასში „იღვიძებს“ რომანტიზმი, რადგან ახალგაზრდობაში დაუღალავად მშრომელს, გრძნობების გამოსახატად დრო აღარ რჩება, მით უფრო, რომ უჯახური კეთილდღეობის და შვილების მომავლის უზრუნველყოფა მისთვის ბევრად  პრიორიტეტულია.

მერწყული – არაპროგნოზირებად და საოცრად არაორდინალურ მერწყულს ძალიან არ უყვარს სტანდარტულ ნორმებს მორგება და არასდროს იქცევა ისე, როგორც მისგან ელიან, საკუთარი წარმოდებნა აქვს სიყვარულზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე და არასდროს ჩქარობს დაქორწინებას. მერწყულის იდეალურ პარტნიორი მისი მეგობარი და თანამოაზრეა, რომელიც სრულად გაიზიარებს მის შეხედულებებს და არასდროს შეუზღუდავს თავისუფლებას. მშვილდოსნის მსგავსად, მერწყულიც სიამოვნებით მეგობრობს ყოფილ პარტნიორებთან და არასდროს ითრგუნება ძველი ურთიერთობით.

თევზები – მგრძნობიარე და ემოციური თევზები ადვილად პოულობენ საერთო ენას ქალბატონებთან, თუმცა მუდმივი წაქეზება სჭირდებათ, რადგან პასიურობა ურჩევნიათ და პირველი ნაბიჯის გადადგმასაც ყოველთვის პარტნიორისგან ელიან, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მეტწილად აქტიური ქალები მოსწონთ. ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს არა უყვარს ბევრი ლაპარაკი, სამაგიეროდ, ძალიან მოსწონს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ასე რომ, თუ თევზებთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, არც იფიქროთ მის სამყაროში შეჭრაზე, მყუდროებისა და სიმშვიდის დარღვევაზე. ნაკლოვანებების მიუხედავად, თევზებს მთელი გულით სიყვარული, მეტიც, თითქმის ყველაფრის პატიება და საყვარელი ადამიანისთვის თავის გაწირვაც შეუძლია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები