LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მშობელი კირჩხიბია – მშობლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გადაცემაში ,,ასტრომაგია”

12
sofiabzekalava201015

გადაცემის ლაივი LIVE

14 ოქტომბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ მშობლების და შვილების რთულ ურთიერთობაზე, გენეტიკურ მეხსიერებასა და მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მართალია, არსებობს ზოგადი ფორმულები, მაგრამ მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით მშობლის განსაზღვრა მაინც შეუძლებელია, რადგან ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის მშობლის ცხოვრებას და მის დამოკიდებულებას ჩვილის მიმართ მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს.

საუკეთესო მშობელი მეოჯახე კირჩხიბია, ვისთვისაც მზრუნველობა ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა, კირჩხიბებს შორისაც მრავლად არიან მშობლები, რომლებიც გასაქანს არ აძლევენ შვილებს და ზედმეტი მზრუნველობით ზღუდავენ მათ განვითარებას.  განსაკუთრებით რთულია, როცა კირჩხიბი უკვე ზრდასრულ შვილსაც ბავშვივით ექცევა, აქტიურად ერევა მის ცხოვრებაში და ცდილობს მის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება.

მცდარია მოსაზრება, თითქოს ძლიერი ქალი მუდმივად მამაკაცს უნდა ეჯიბრებოდეს და ჩაგრავდეს, რადგან ნებისმიერი მამაკაცის ბუნებრივი მოთხოვნილებაა იყოს ლიდერი, ამგვარი დამოკიდებულება კი, სერიოზული კომპლექსების მიზეზი ხდება, მით უფრო, თუ ბავშვობაში დედის გავლენითაც ითრგუნებოდა. ხშირია შემთხვევები, როცა ჰიპერაქტიური დედა თავისდაუნებურად აყენებს ტრავმას შვილს, როცა ე.წ. სასათბურე პირობებს უქმნის და დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას ართმევს.

მამაკაცებბს ხშირად ეშლებათ, როცა იდეალურად ის დედა მიჩნიათ, ვინც საკუთარ ინტერესებზე უარის თქმით, ყველაფრით უზრუნველყოფს საკუთარ შვილს და ვერ ხვდებიან, რომ ზრდასრულები ყოველთვის დედის ანალოგს ირჩევენ პარტნიორად, მერე კი, ისევ თვითონ ითრგუნებიან, რადგან დედა და მეუღლე მისი ყურადღების მოპოვებისთვის ებმებიან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. დედა პოზიციებს არ თმობს, რადგან დარწმუნებულია, რომ შვილი წაართვეს, ცოლი კი, ქმარს უსუსურობასა და უმოქმედობაში ადამანაშაულებს.

ზოგადად, ძალიან რთულია ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტარვმების ზრდასრულ ასაკში გაცნობიერება, ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ ყველა მისი პრობლემის ბავშვობაში დაიწყო მშობლების არასწორი დამოკიდებულების შედეგად.

ქალების მთავარ პრობლემად მეტწილად მამსთან ურთიერთობა ხდება, რომელიც ან ნაკლებ ყურადღებას იჩენდა ან საერთოდ ადრეულ ასაკში მიატოვა. ასეთი ქალები ყოველთვის სუსტ მამაკაცებს ირჩევენ მეუღლედ იმ იმედით, რომ მათ დამორჩილებას მაინც შეძლებენ. თუმცა, არიან ისეთი ქალებიც, ვინც მუდმივად მსხვერპლის როლის მორგებით და მამაკაცში დანაშაულის გრძნობის გაღვიძებით, არაჩვეულებრივად მანიპულირებს მისით.

აღსანიშნავია, რომ ცუდ მშობლებს თავადაც მძიმე ბავშვობა აქვთ გამოვლილი და სიყვარულს, მზრუნველობას მოკლებულები გაუცნობიერებლად საკუთარი მშობლების მაგალითს იმეორებენ.

უმჯობესია მშობლებმა და შვილებმა ერთმანეთის მოსმენა, უსიამოვნებებზე გულწრფელად საუბარი და პატიება ისწავლონ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება პრობლემების მიზეზების მოძიება და მოგვარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები