LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავ მთვარე და კარმული ურთიერთობა – „ასტრომაგია“

13
sofia-bzekalava

16 ივლისს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ მოყვარული ასტროლოგებისთვის განსაკუთრებით აქტუალურ თემებზე – შავ მთვარესა და კარმულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

ბოლო დროს საზოგადოება სულ უფრო ინტენსიურად ინტერესდება ასტროლოგიით და პირადი ჰოროსკოპის შედგენით, რათა უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, გაარკვიოს პირადი თუ პროფესიული ცხოვრების პრობლემების მიზეზი და ნაკლოვანებების გამოსწორებით წამოსწიოს წინა პლანზე დადებითი თვისებები.

შავი მთვარე 

არანაკლებ ინტერესს იწვეს შავი მთვარე, ე.წ. ლილიტი, რომელიც ერთის მხრივ, მთვარის ბნელი მხარე და ქვეცნობიერის ფარული, განსაკუთრებით იდუმალი ნაწილია, რომელსაც ადამიანი ნაკლებად იცნობს და იაზრებს, მეორეს მხრივ კი, წინაპრების “ბრმა ზონა” – ვერ განხორციელებული შესაძლებლობები ან მემკვიდრეობით მიღებული დაუმუშავებელი  ნეგატივი – თუნდაც მოჭარბებული აგრესია და ბრაზი, სიხარბე და მომხვეჭელობა. ხშირად, ადამიანი, რომელსაც შავი მთვარის წყალობით დაუგროვდა უარყოფითი თვისებები, საერთოდ ვერ აცნობიერებს ან არ აღიარებს საკუთარ ნაკლს, შიშით, კომპლექსებით კვებას და კიდევ უფრო აძლიერებს ე.წ. “შავ ხვრელს”.

შავი მთვარე, რომელიც ცხრათვიანი ციკლით და ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანში პერიოდული მონაცვლეობით ხასიათდება, დაბადების თარიღით განისაზღვრება. მართალია, ლიტლი ყველა ნიშანში ინდივიდუალურია, მაგრამ აუცილებლად ჩანს პირად ჰოროსკოპში და სწორედ იმ ზოდიაქოს ფსევდოთვისებებით ავსებს ადამიანს, რომელშიც მის დაბადების დროს იყო. მაგალითად, თუ ადამიანი ვერძში შავი მთვარით დაიბადა, მაშინ ის ვერძის მსგავსად თამამი, შეუპოვარი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებს, თუმცა სინამდვილეში, მშიშარია და გაუბედავი იქნება, ყოველთვის გაუჭირდება გარისკვა, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება და ნებისმიერი  სირთულისგან გაქცევით ეცდება თავის დაღწევას, რაც მის გაღიზიანებას, ბრაზს და გაუმართლებელ  აგრესია გამოიწვევს ყველას და ყველაფრის მიმართ. არაა გამორიცხული ამ კონფიგურაციით დაბადებულ ადამიანს მოჭარბებული ჰქონდეს ვერძის ანტაგონისტი ნიშნის – სასწორის თვისებები, თუმცა ისევ დანახინჯებული ფორმით – ზედმეტად მოჭარბებული ან პირიქით ნაკლებად გამოხატული.

მართალია, შავი მთვარის დაძლევა და ნაკლოვანების ღირსებად გარდაქმნა დაუღალავ შრომას და მუდმივ თვითკონტროლს მოითხოვს, მაგრამ სწორედ ამგვარი მუშაობით შეიძლება კომპლექსების დამარცხება და წარმატების მიღწევა, თვითშეფასების ამაღლება და ნებისმიერი სირთულის დაძლევა.

კარმული ურთიერთობები 

ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი ურთიერთობა კარმულია – მეგობრობით და ნათესავობით დაწყებული, პირადი და საქმიანი პარტნიორობით დასრულებული, რადგან ადამიანები არა შემთხვევით, არამედ გარკვეული კანონზომიერებით ხდებიან ერთმანეთს. თუმცა კარმული არ ნიშნავს აუცილებლად უარყოფითს. მაგალითად, ზოგჯერ ადამიანს უცნაურად შინაურული გრძნობა უჩნდება უცნობის მიმართ, რომელსაც თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდა და მასზე ახლობელი არავინ ჰყავს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან წინა ცხოვრებაში მართლაც მართლაც ძალიან კარგად იცნობდა. თუმცა ზოგჯერ, ამგვარი შეხვედრა ნაკლებად სასიამოვნოა, რადგან წარსულში აბრუნებს და დაგროვილი შეცდომების გამოსწორებას აიძულებს.

პარტნიორული ურთიერთობაა არასდროსაა შემთხვევითი, რადგან ნებისმიერი კავშირი გარკვეული ინფორმაციის მატარებელია და ორივე მხარეს ახალი გამოცდილებით ავსებს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა პარტნიორები იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს, მაგრამ თუ ურთიერთობა “ტოქსიკურია” არ ღირს ჩაბღაუჭება, საკუთარი თავის, სხვისი იძულება და მუდმივად წვალება, რადგან მაინც არაფერი გამოვა. არაა საჭირო თავის გაწირვა და სხვის სურვილებს მორგება, რადგან ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში ორმხრივია, რაც ორევე მხარის ერთნაირად დათმობას, კომპრომისის უნარს გულისხმობს.

თუ ურთიერთობაში მუდმივ სტრესს და დისკომფორტს განიცდით, დროა მიხვდეთ, რომ ადამიანი, რომელიც ერთადერთ და ნამდვილ სიყვარულად მიგაჩნდათ, სინამდვილეში განგებამ საკუთარი ნაკლოვანების დასანახად, შეცდომების გამოსასწორებლად გამოგიგზავნათ. შესაძლოა ზოგჯერ ფიქრობთ, რომ ადამიანები უსამართლოდ გექცევვიან და დაუმსახურებლად გტკენენ გულს, მაგრამ სინამდვილეში, არა სხვა, არამედ თქვენი კომპლექსები და ნაკლოვანებები გაბრაზებთ, რომლებიც სწორედ ამ ადამიანთან ურთიერთობაში ვლინდება განსაკუთრებით მწვავედ.

სწორედ ასე გვასწავლის სამყარო ჭკუას და ყოველთვის იმ ადამიანს გვიგზავნის, ვინც ნებით თუ უნებურად შეცდომების გამოსწორებაში დაგვეხმარება და ნაკლოვანებებზე მიგვითითებს, ამიტომ, არ ღირს განაწყენება, უმჯობესია აგრესიის გარეშე მიიღოთ “მწარე გაკვეთილი” და  განთავისუფლდით ბრაზისგან, დამოუკიდებლად გააგრძელეთ ცხოვრების გზა და დაიჯეროთ, რომ სამყარო ბევრად სასიმაოვნო სიურპრიზებს გიმზადებთ.

სინამდვილეში, ცხოვრება ძალიან მარტივია, მხოლოდ მორგებაა საჭირო. სამყაროსთვის ომის გამოცხადება უშედეგოა და ყოველთვის მარცხით მთავრდება, მის წესებს ფეხის აწყობა და ოპტიმიზმით ცხოვრება კი, ბევრად შედეგიანი და აუცილებლად წარმატების მომტანი!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები