LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი მთვარის ბოლო „კუდის მოქნევად“ მეტად სახიფათო კორონა ვირუსი იქცა – „ასტრომაგია“

5
sofia-bzekalava

28 იანვარს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ძალიან საინტერესო თემაზე – შავი მთვარის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ტრანზიტსა და მის თანმდევ მოვლენებზე ისაუბრა.

შავი მთვარე ანუ ლილიტი 

შავმა მთვარემ, რომელიც ცხრათვიანი ციკლით ხასიათდება, თევზების ზოდიაქოს ნიშნიდან სულ რამდენიმე დღის წინ გადაინაცვლა ვერძის ნიშანში. ჩვეულებრივ, ლილიტის  ტრანზიტი ყველა ზოდიაქოს ნიშანში განსხვავებულად გამოვლინდება, თევზებს პლანეტა ნეპტუნი მფარველობს, რომელიც მომწამლავი ნივთიერებების, ინფექციების მმართველად ითვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შავი მთვარის ბოლო „კუდის მოქნევად“ მეტად სახიფათო კორონა ვირუსი იქცა.

ასტროლოგიაში შავი მთვარე ადამიანის გონების ყველაზე ბნელ მხარეს განასახიერებს და პირად ჰოროსკოპში ზუსტად მიანიშნებს მის შიშებსა და კომპლექსებზე. ამასთანავე, ლილიტი გენეტიკის ის ბნელი ზონა – მანკიერი თვისებები და არასწორი მოქმედებაა, რომელსაც თაობები აგროვებენ და მემკვიდრეობით გადასცემენ ერთმანეთს. შავი მთვარე გენეტიკური მეხსიერების ნეგატიურ ნაწილადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც გამოსწორება და აუცილებლად გაკეთილშობილება სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ შავი მთვარე ანუ ლილიტი არა პლანეტა, არამედ ერთგვარი ფსიქოლოგიური გავლენაა ნებისმიერ და პირველ რიგში, ემოციურ, იმპულსურ, ფეთქებადი ხასიათის მქონე ადამიანებზე. შეინარჩუნოთ სიმშვიდე, იმოქმედოთ პრაგმატულად და არ აჰყვეთ ემოციებს, რადგან შემდეგი ცხრა თვე ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის და განსაკუთრებით ვერძისთვის იქცევა ფსიქოლოგიურ გამოცდად.

ლილიტის მთავარი ტენდენციები 

სანამ შავი მთვარე ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია არ ღირს ტყუილის თქმა, უმჯობესია გამოიჩინოთ გულწფლება პირად, საქმიან ურთიერთობაში და თქვათ მხოლოდ სიმართლე, თუმცა არც დიპლომატია უნდა დაივიწყოთ, არ სცადოთ აგრესიის გამოვლენა და საკუთარი სიმართლით სხავათა პროვოცირება. ვერძი გულწრფელი,  პირდაპირი ნიშანია და სწორედ მისი საუკეთესო თვისებები უნდა დავუპირისპიროთ შავ მთვარეს მის ნიშანში ტრანზიტისას.

განსაკუთრებით მძიმე იქნება შემოდგომა, როცა შავ მთვარეს რეტროგრადული მარსიც შეუერთდება, რომელიც ასტროლოგიაში ენერგიის დესტრუქციულად გამოვლენის სიმბოლოდ ითვლება.  გაძლიერდება საკუთარი აზრის, პოზიციის აგრესიულად დაცვის სურვილი, ბევრი აჰყვება იმპულსებს, ჯერ იმოქმედებს და მხოლოდ მერე დაფიქრდება საკუთარ საქციელზე. გამოიჩინეთ მოთმინება და თავშეკავება, არ ღირს სასურველი მიზნის ნებისმიერ ფასად მიღწევა და ღირსების დაკარგვა, რადგან საზოგადოება არასდროს გაპატიებთ ამგვარ მოქმედებას. უმჯობესია, შემოდგომაზე საერთოდ უარი თქვათ ახალი პროექტების დაწყებაზე, რადგან რეტროგრადულ მარსს ძალიან უყვარს საქმის ჩაშლა ან შეფერხება.

შავი მთვარის ვერძის ნიშანში გადასვლა პირველ რიგში მრავალრიცხოვანი აფეთქებებით აღინიშნა მთელ მსოფლიოში. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა გმართებთ ფეთქებადი ნივთიერებებით და საყოფაცხოვრობო ტექნიკით სარგებლობისას.

არაა გამორიცხული სიტუაცია დაიძაბოს ძალოვან სტრუქტურებში, გამოაშკარავდეს მანამდე უცნობი ფაქტები, რადგან შავ მთვარეს ძალიან უყვარს ფარულის მოულოდნელად გამხელა და ადამიანთა რეალური ზრახვების, სახის ჩვენება.

ვერძის საყურადღებოდ! 

მართალია, ვერძი საკმაოდ ხისტი და აგრესიული, მაგრამ საოცრად გულუბრყვილო ნიშანია. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რათა ლილიტის მის ზოდიაქოში ტრანზიტისას არ მოტყუვდეს და არ აჰყვეს პროვოკაციას. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და არავის ენდოთ ბრმად, იმუშავეთ საკუთარ თავზე და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ რთული წლის წარმატებით გავლას.

აღსანიშნავია, რომ ლილიტის ტრანზიტს ჯერ მარტში დაბადებული, მერე აპრილის ვერძები იგრძნობენ. არაა გამორიცხული შეგექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ნუ იღელვებთ, რადგან ეს მხოლოდ ცრუ განგაში, შავი მთვარის გავლენით „შთაგონებული“ შიში იქნება. მაქსიმალურად აკონტროლეთ ამბიციები, რადგან ბევრს შეექმნება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, რაც ნაკლებად გაამართლებს, არ მოუსმინოთ სხვათა კრიტიკას, ნუ აჰყვებით ჭორებს და ინტრიგებს, რადგან თქვენს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც დროებითი აღმოჩნდება.

ქალბატონების საყურადღებოდ!

ნუ ენდობით ახლადგაცნობილ მამაკაცებს, რადგან მათი უმეტესობა ძალიან არასაიმედო პარტნიორი გამოდგება. არ აჰყვეთ გრძნობებს და ილუზიებს, ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები და ადამიანები, რადგან ბევრი იმოქმედებს ფარულად, ავი ზრახვებით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები