LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადის სიკეთე ჩვენი ჯანმრთელობისთვის… – ადრენაილინი

14
dark-chocolate-fresh-hd-wallpapers

როგორც ცნობილია, მაღალი კალორიულობის და ცხიმიანობის მიუხედავად, შოკოლადის ზომიერი მიღება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ შავი შოკოლადი არამარტო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აწესრიგებს, არამედ მთლიანად ორგანიზმის იმუნინტეტსაც აძლიერებს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შავი შოკოლადის მიღების დროს, სისხლი თხიერდება და ის ნაწილობრივ დაბლოკილ არტერიებშიც კი უფრო თავისუფლად მიედინება. ეს ეფექტი თავისთავად გულის შეტევების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ შავი შოკოლადის მიღება სისხლის წნევას დაბლა წევს და ინსულინის მიერ შაქრის რეგულირებასაც აუმჯობესებს.

შოკოლადის მოყვარულებს თავი იმითაც შეუძლიათ დაიმშვიდონ, რომ ის ადამიანის ზოგად იმუნიტეტზეც ახდენს ზემოქმედებას.

განსაკუთრებით სასარგებლო შოკოლადში ამოვლებული ნედლი მარწყვია. ორივე პროდუქტი სავსეა ანტიოქსიდანტებით. ანტიოქსიდანტები კი როგორც იცით, იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ინფექციათა პრევენციისთვის აუცილებელია.

იგი დიდ როლს ასრულებს ზოგიერთი ტიპის სიმსივნეების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ჯანმრთელობის მრავალი სხვა პრობლემის დროს, რისი რისკიც ასაკის მატებასთან ერთად, როგორც წესი, იზრდება.
შოკოლადი აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამცირებს მადას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

შოკოლადი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს გაციების პროფილაქტიკას. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. აბალანსებს ქოლესტერინია დონეს. და ბოლოს; შოკოლადის ჭამის დროს ადამიანი პოზიტიურ განწყობაზეა და ბედნიერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები