LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცილი – შეუდარებელი მკურნალი – გადაცემა ,,ადრენალინი”

23
Untitleddss

ყველამ ვიცით, რომ სიცილი მხიარულების გამოხატულებაა. ის რეაქციაა იუმორზე და ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაქტია, რომ იუმორის გამოვლინება ადამიანებს მეტ-ნაკლებად ახასიათებთ, ზოგს კი საერთოდ არ აქვს. ეს ტვინში მოქმედი მთელი როგორ პროცესების შედეგია. პროცესი კი შემდეგნაირად მიმდინარეობს:

სიცილს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, ქმნის ამაღლებულ განწყობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ანელებს სიბერეს, ამცირებს სტრესისგან მიღებულ მავნე შედეგებს, კურნავს ბევრ დაავადებას, აკაჟებს ჯანმრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამ დროს გამოიყოფა ენდორფინი ჰორმონი, რომელიც ადამიანს ბედნიერებისა და ამაღლებული განწყობის შეგრძნებას აძლევს. რიტმულად დუნდება და აქტიურდება სახისა და მუცლის კუნთები. საქმეში ერთვება გულ-მკერდისა და სხვა ორგანოების კუნთებიც. ეს შინაგანი ორგანოების მასაჟს ჰგავს, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა.

ეს პროცესი წარმოადგენს ტკბობის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ წყაროს. რაც მეტს იცინის ადამიანი, მით უფრო ძლიერია მისი ჯანმრთელობა. იმის გამო, რომ სიცილის დროს ტვინის ორივე ნახევარსფერო აქტიურობს, ის ხელს უწყობს აზროვნებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას. გამოიყოფა უამრავი სასარგებლო ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში, რქაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და დაავადებებთან ბრძოლას. ასევე სასარგებლოა წონის დასაკლებად, რადგან ადამიანის ორგანიზმი სიცილის დროს აქტიურად წვავს კალორიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები