LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტაფილო – 4 000 – წლიანი ისტორიით

23
stafilo

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები სტაფილოს, საკვებად, უკვე 4 000 წელია რაც იყენებენ. წვნიანი და ტკბილი სტაფილო, ადამიანმა, მრავალსაუკუნოვანი ნაყოფიერი შრომის შედეგად მიიღო. სტაფილოს სხვადასხვა ფორმა და ფერი აქვს. მაგალითად: აფრიკის ზოგიერთ რაიონსა და აზიაში, ის მუქი იასამნისფერია, თითქმის შავი. შუა აზიაში ყვითელი. თეთრი სტაფილოც კი არსებობს. იაპონიასა და ჩინეთში თითქმის 1 მეტრი სიგრძის სტაფილოც კი მოჰყავთ. ჩვენ, ძირითადად, ნარინჯისფერ ე.წ. სტაფილოსფერ სტაფილოს ვიყენებთ.

სტაფილო A ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. ის, შეიცავს სხვა ბოსტნეულზე გაცილებით მეტ კაროტინს – პროვიტამინ ა-ს. ერთი ცალი საშუალო ზომის სტაფილო სავსებით საკმარისია ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. სტაფილო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს თირკმელებს, გამოაქვს ქვიშა. კაროტინი, რომლითაც ასე მდიდარია სტაფილო, ხელს უწყობს ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. ბავშვებს, წვენთან ერთად, მიეცით გახეხილი ან მთელი სტაფილოც, ვინაიდან მისი უჯრედისი წმენდს სისხლს, გამოაქვს ქოლესტერინი. სტაფილოს მწვანე ფოთლებიც კი სასარგებლოა. მათში C ვიტამინი გაცილებით მეტია, ვიდრე თვით ფორთოხალსა და გრეიპფრუტში.

სტაფილოს აქვს მრავალი პატარპატარა საიდუმლო, რომელთა ცოდნა დედებისთვის აუცილებელია. თურმენ ზედა ფენები გაცილებით მეტ კაროტინს შეიცავს, ვიდრე გული. სამაგიეროდ, გულში მეტია უჯრედისი. ამიტომ, როცა, სტაფილოს გაასუფთავებთ და გამდინარე ცივი წყლით გარეცხავთ, მთლიანად მიეცით პატარას. ორგანიზმი კაროტინს უკეთ აითვისებს, თუ სტაფილოს მივაყოლებთ არაჟანს ან კარაქს. სტაფილოს წვენი ძალზე სასარგებლოა ბავშვებისთვის, ორსულებისა და მათთვის, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. წვენი, ჩვილი ბავშვებისთვის, პროვიტამინის შესანიშნავი წყაროა. გარდა ამისა, კარგია ნაწლავთა აშლილობისა და ჭიების დროს. სტაფილოს წვენი, გარდა კაროტინისა და A ვიტამინისა, მდიდარია მიკროელემენტებით – რკინით, ფოსფორითა და კალციუმით.

სტაფილო აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, უხდება მხედველობას, კანს, ამაგრებს კბილებს, აწესრიგებს ნერვულ სისტემას, ზრდის ინფექციებისადმი ბრძოლისუნარიანობას, ამაღლებს ტონუსს, იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობაზე, ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას. ბავშვისთვის მავნეა როგორც სტაფილოს დეფიციტი, ისე მისი სიჭარბე. უმადობის, საერთო სისუსტის, მინერალური ცვლის დარღვევის დროს, კარგია 1 სადილის კოვზი სტაფილოს წვენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე, ერთი თვის განმავლობაში. ლაქტაციის გასაუმჯობესებლად, მეძუძურმა დედამ, დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოს 100 მლ სტაფილოს წვენი. რძიანი სტაფილოს წვენი ნერვული სისტემის დასამშვიდებლად გამოიყენება, ოღონდ 1-2 ჩაის კოვზი თაფლი უნდა დაუმატოთ. სტაფილოს წვენის კომპრესები უხდება დამწვრობას, ჭრილობებს, ჩირქოვან პროცესებს. აყუჩებს ტკივილს, აქრობს ანთებას, ხელს უწყობს შეხორცებას. კარგია პირის ღრუში გამოსავლებად ღრძილების ანთებითი დაავადებების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები