LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორად შერჩეულ ფერთა გამას, თქვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია – ,,ადრენალინი”

11
color-therapy-chromotherapy

ინტერიერისა თუ გარდერობის სწორად შერჩეულ ფერთა გამას, თქვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. ფერების ამ თვისებებს სპეციალისტები, ექიმები და ფსიქოლოგები სხვადასხვა დროს სამედიცინო პრაქტიკაში წარმატებით იყენებენ. თუ ვიცით, როგორ და რომელი დაავადების დროსაა ესა თუ ის ფერი სასარგებლო, თავადაც შეგვიძლია ჩვენი ტონუსის დაცვა.

ასე მაგალითად:

ყვითელი გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, შარდის ბუშტისა და კუჭის დაავადებებისაგან დასაცავად. ამიტომ, თუ დიეტაზე ხართ, იზრუნეთ, რომ თქვენთან ახლოს ყვითელი ფერის რამე ნივთი არსებობდეს, როგორიცაა ჭიქა, თეფში, ხელსახოცი, რადგან ყვითელი ადამიანს წონის კონტროლში ეხმარება. გარდა ამისა, ეს ფერი ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოთა სითხის მოძრაობას უწყობს ხელს, მართავს ოფლის გამოყოფის პროცესს. ყვითელი ფერი ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგანაც ათავისუფლებს. ასევე, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს ინტელექტუალურ უნარს და აუმჯობესებს მეხსიერებას.

მწვანე ფერი კი შეგვიძლია იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ, როდესაც გონება და სხეული წონასწორობაშია მოსაყვანი, – ასე ამბობდნენ ძველი მკურნალები. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, დაგიამებთ თავის ტკივილს და შეგიწყვეტთ თავბრუსხვევას. მისი გამოყენება მატონიზირებელ საშუალებად შეიძლება, რომელიც აწესრიგებს სისხლის წნევას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მწვანე ფერი თვალსაც ასვენებს, ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას. ამიტომ დასასვენებელ ოთახში მწვანე ფერი აუცილებელია.

ნარინჯისფერი დადებითად მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ნორმალურ მუშაობაზე. ზემოქმმედებს ლიმფურ ჯირკვლებზეც და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, ჰორმონალური ფონის სტაბილიზაციას, ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები, სასარგებლოა ენდოკრინული დაავადებების დროს.

შავი და თეთრი ნეიტრალური ფერებია, ამიტომ ორგანიზმზე მათი ზემოქმედება უმნიშვნელოა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შავის სიჭარბე ძალიან თრგუინავს სხვა ფერებს და თავად ადამიანსაც. თეთრს კი მაქსიმალურად კარგად შეუძლია სინათლის არეკვლა, იქნება ეს მზის თუ ხელოვნური. ამიტომ, თუ ფერით მკურნალობას აპირებთ, შეეცადეთ თქვენს გარშემო სივრცეში, რაც შეიძლება მეტი თეთრი ფერი ჭარბობდეს. თან თეთრი სიწმინდის სიმბოლოა და უარყოფით აურას განდევნის.
თავად გადაწყვიტეთ, რომელ ფერს მიანდობთ საკუთარ ჯანმრთელობას. მთავარია დატკბეთ ფერთა მრავალფეროვნებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები