LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ზაპოროჟეცის ,,ავტოსთორი”

10
ЗАЗ Одесса 1

Zaz 23 Odessa – უკრაინაში ქალაქი ზაპოროჟია ერთ-ერთი საბჭოთა საკულტო ავტომობილის სამშობლოა. დრო მიდის, ლეგენდები ვითარდებიან, ან ისტორიის მივიწყებულ ფურცლებზე რჩებიან. ზაზ-ის არჩევანი კი ეპოქის მსვლელობას აყოლა აღმოჩნდა და მომავალი წლიდან ახალი ავტომობილი უკვე არასაბჭოურ, თავისუფალ გზებზე იმოძრავებს.

ქარხანაში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს АвтоВАЗ-ისა და Renault-ის ავტომობილების წარმოება, ახლა კი საკუთარი ავტომობილის აწყობისთვის ემზადებიან. ეს იქნება ქროსოვერი სახელად Одесса.

ეს ცხადია არ იქნება დამოუკიდებელი და ორიგინალური მოდელი ამ ავტოქარხნისგან, მარტო იმიტომ რომ ამისთვის რესურსი არ ეყოფათ, ამიტომ გადაწყვეტილება მიღებულია და ახალი მოდელი იქნება ჩინურიFAW-ის ქროსოვერის ადაპტირებული ვარიანტი.

ЗАЗ Одесса-ს საფუძვლად დაედება FAW Besturn T77, რომელსაც აქვს თანამედროვე დიზაინი, დიდი რადიატორის ცხაურა, სრულიად დიოდის ოპტიკა და 17 და 19 დუიმის დიამეტრის ბორბლები. აქვს ელექტრონული მართვის პანელი და დიდი მულტიმედია ეკრანი, რომელიც თავის მხრივ მუშაობს Apple Carplay და Android Auto სისტემებთან. აქვს წრიული ხედვის კამერები, პანორამული სახურავი და ორ ზონიანი კლიმატ-კონტროლი.

ავტომობილს მოქმედებაში მოიყვანს ჩინეთში პოპულარული 1,5-ლიტრიანი ტურბირებული ძრავა 160 ცხენის ძალით, რომელიც დაწყვილდება 6-საფეხურიან მექანიკასთან ან 7-საფეხურიან რობოტთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები