LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავის დროზე არ უნდა გაუქმებულიყო ტექინსპექტირება და ეს ხალხიც ამ დონემდე არ მივიდოდა“

გადაცემას „ავტოსერვისი“ რეზიდენტი ავტოექსპერტი, ბოშ-მოდულის სერვისის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თედო სანიკიძე ესტუმრა. სპეციალისტმა ტექდათვალიერებაზე, დიზელების სისტემებსა და სწორ დიაგნოსტირებაზე ისაუბრა.

პირველ რიგში აუცილებლად უნდა შევეხოთ ტექდათვალიერების თემას, რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს დიზელის ავტობილები?

წლის დასაწყისში ვაპირებდი გამონაბოლქვის გასაზომი ხელსაწყოს შეძენას, რაც საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ვიზუალურ დათვალიერებაზე შევჯერდით და ამ დრომდე არც ერთი ავტომობილი არ გვყავს, რომელიც ჩვენთან შემოწმდა და შემდეგ ტექდათვალიერების გავლა ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, მძღოლმა ჩვენი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

ზოგადად კი დიზელს შესაძლოა ძალიან ბევრი მიზეზი აღმოაჩნდეს, რის გამოც მან შესაძლოა ტექდათვალიერება ვერ გაიაროს. ძირითადად, არიან ისეთი მანქანები, რომლებსაც ჰაერის ფილტრი არასდროს არ გამოუცვლიათ, გქვონდა ისეთი შემთხვევაც როცა ავტომობილს ფილტრი საერთოდ არ ქონდა. რა თქმა უნდა, მანქანას მოვლა ჭირდება და თუ წესები დაირღვა ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის.

გარდა ამისა, გაფუჭებული მანქანა გარემოსაც წამლავს და ჯიბესაც კარგად აზიანებს. ყველაზე რთულ შემთხვევებში განახლება 1000 ლარი უჯდებათ, რაც ბევრი დეტალის გამოცვლას გულისხმობს და ავტომობილი ახალ ცხოვრებას იწყებს.

დიზელის ძრავიანი ავტომობილის შემთხვევაში მსგავსი განახლება ძალიან დიდი სიამოვნებაა…

მე დათვლილი მაქვს და ერთი და იმავე ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში დიზელის და ბენზინის ძრავი რომ შევადაროთ, საკმაოდ დიდი სხვაობაა. თუმცა, დიზელი დღეში საშუალოდ 50 კმ-ზე იმდენს ზოგავს, რომ წელიწდში 4-5 ათასი ლარის ეკონომიას იძლევა. დიზელს მეტი რესურსი აქვს, მოვლასაც არ ჭირდება ბევრი ფული.

მაგიტო ებრძვიან დიზელებს, რომ უფრო იაფი არ დაგვიჯდეს ცხოვრება, არადა ევროპის ბევრ ქვეყანაში დპფ ფილტრი დიზელის ავტომობილებს საერთოდ არ აქვს…

მოდით, ჯერ ავხსნათ თუ რა არის ეს დპფ ფილტრი ანუ ე.წ. ჭვარტლის ფილტრი. როგორც ცოტა ხნის წინ გაჟღერდა, ავტომობილმა შეიძლება გაიაროს ტექდათვალიერება, მაგრამ ეს საკმარისი აღარ იქნება და ვიზუალური შეხედვითაც უნდა შემოწმდეს და გამონაბოლქვი საერთოდ არ უნდა ქონდეს. დპფ-ის ფილტრს სწორედ ეს ევალება, ჭვარტლი დაიჭიროს და გარეთ არ გამოუშვას. თუმცა, დროთა განმავლობაში მას გაწმენდა სჭირდება, ისე არ შეიძლება.

რომ ავიღოთ საწვავი და შევადაროთ 20-30 წლის წინანდელ საწვავს, გავიგებთ რომ დღევანდელ საწვავში ნავთობი თითქმის აღარ არის და ძირითადად სულ ქიმიითაა გაბერილი.

დიახ, ბენზინის გარევით ოქტანობას წევენ. მართალია, საწვავის ხარისხი გამონაბოლქვზეც მოქმედებს, მაგრამ იდეაში ეს არ არის გამართლება. თუ ავტომობილი ბოლავს ე.ი. რაღაც პრობლემა აქვს.

თუკი ავტომობილს პრობლემა აქვს, უნდა დავადგინოთ თუ რატომ აქვს ეს პრობლემა და როგორ უნდა გამოვასწოროთ ის. თვითშეგნებაზეა საუბარი, ანუ იმიტო არ უნდა გააკეთო რომ გაძალებენ.

სწორედ დღეს ვკითხულობდი ერთ ფორუმზე, რომ ხუთი მძღოლი ერთ ფილტრს იყენებს, რომ ტექდათვალიერება გაიაროსო, ეს მაშინ როცა ფილტრი 10 ლარი ღირს და მისი დაყენება დიდი პრობლემაც არ უნდა იყოს.

ზოგიერთმა ავტომფლობელმა შეიძლება არც იცის თუ რისთვისაა ფილტრი საჭირო. ჰაერის ფილტრი იმისთვისაა დაყენებული რომ ძრავში მტვრის ნაწილაკები არ მოხვდეს და არ დააზიანოს ის. მოკლედ ფილტრი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

რესურსი ძალიან დიდი აქვს დიზელს, თუმცა შეიძლება ავტომობილი იყოს თვითონ რესურსამოწურული და ვერ გაიროს ტექდათვალიერება. ასეთი ავტომობილი ალბათ უმჯობესია გაჩერდეს…

ასეთ მანქანას თავისთავად მოუწევს გაჩერება. თუკი ძრავზეა ლაპარაკი, ამ შემთხვევაში ან ძრავი უნდა გამოიცვალოს ან ავტომობილი საერთოდ უნდა გადააგდოთ. სამწუხაროა, რომ გვიწევს საუბარი იმ ელემენტარულ მოვლაზე, რაც ფილტრებს და საწვავის სწორ მოხმარებას შეეხება. თავის დროზე არ უნდა გაუქმებულიყო ტექდათვალიერება და ეს ხალხიც ამ დონემდე არ მივიდოდა. მიჩვეული იქნებოდა მოვლასაც და რა თქმა უნდა, ეკოლოგიის მდგომარეობაც სხვანაირი იქნებოდა.

ცუდია, რომ მეორად მანქანებს ვხმარობთ, მაგრამ ეს სოციალური მდგომარეობის დამსახურებაა. რეალურად ეს ძველი მანქანები ახლებზე უფრო ძვირიც კი გვიჯდება. მარტივ წესებს კი ფილტრის გამოცვლა, საწვავის დროულად ჩასხმა და ზეთის გამოცვლა გულისხმობს. მითუმეტეს, ჩვენთან ჰაერის დაბინძურების და ცუდი გზების გამო ავტომობილებს ლამის ორჯერ მეტი მოვლა ჭირდებათ.

ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ზეთის ხმარება, რაც დიზელის შემთხვევაში ორმაგად საპასუხისმგებლოა.

მთავარი არის ყოველთვის სწორი დიაგნოზი და თანამედროვე ავტომობილებზე დიაგნოზი დიაგნოსტიკის აპარატურით მიიღწევა. ამას ემატება პრაქტიკა და გამოცდილებაც.

ეს არის დამხმარე ხელსაწყო, რადგან არის რაღაც ნიუანსები რომლებსაც ერთი შეხედვით ვერ შეატყობ. რა თქმა უნდა, 98%-ში ყველაფერი დიაგნოსტიკით მიიღწევა და თუ ვინმემ რამე დიაგნოსტიკის გარეშე გააკეთა ეს უბრალოდ შემთხვევითი მოვლენაა და გაუმართლა.

არის მანქანები რომლებიც ძალიან ხშირად ფუჭდება და უკვე ზეპირად ვიცით თუ რა არის გამოსაცვლელი. თუმცა, დიაგნოსტიკის ჩართვა და გადამოწმება მაინც აუცილებელია. ხშირია შემთხვევები, როცა გააკეთებ ერთ რამეს და მალევე მეორე აგრეგატი ფუჭდება და ავტომობილი უკან მოდის. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს თუ რა არის მიზეზი, როცა რაღაც ფუჭდება ავტომობილი გადადის ავარიული რეჟიმის წვაზე. ეს რეჟიმი ავტომობილს ეხმარება რომ დამატებითი სიმძლავრის გამო კიდევ რამე არ გაუფუჭდეს.

ბოშ მოდული, კომპანია ბოში არის ნამდვილი პიონერი და მგონი ერთ-ერთი პირველი  ვინც ელექტრონულ სფეროში მუშაობდა.

ბოშს სიყვარულით მონსტრს ვეძახი, ბოშის ფილტრები ნომერ პირველია. ასევე მას აქვს ბევრი სპეციფიური აგრეგატი, რომლის წარმოებაც ბევრმა ფირმამ სცადა, მაგრამ ბოშინსაირი ხარისხის დადება ვერ შეძლო. პროგრამების უმრავლესობაც ბოშის დაწერილია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი