LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეორემა – რადიკალური სიახლის კონცეპტი – “ავტოსთორი”

4
თეორემა - სიახლის რადიკალური კონცეპტი 2

მომავალი მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციის საგანია. ჩვენ ვერ ვიტყვით როგორი იქნება 100 წლის შემდეგ მოძრაობა გზებზე, როგორი იქნება ავტომობილები. იფრენენ? ისევ გზაზე იმოძრავებენ თუ დაძლევენ ფიზიკის კანონებს. ეს ჩვენ არ ვიცით. რაც ვიცით ისაა, რომ შეგვიძლია შევქმნათ კონცეპტუალური მაგალითები და შევადგინოთ თეორემა.

კომპანია “უტომობილი პინინფარინა, წარმოადგენს პროექტს თეორემა, რომელიც კონცეპტუალური ავტომობილია. იგი გარკვეულ წარმოდგენას ქმნის მომავლის მობილზე. მისი არქიტექტორები ავრცელებენ სწორედაც რომ თეორიას. აქ ჩანს რბილი აეროდინამიკა, უჩვეულო სალონი და მართვის არანაირი დეტალი. არც საჭე, არც სატერფულები. იდეაში თეორემა ავტომობილია. ანუ თავისით მოძრაობს.

აეროდინამიკა განსაკუთრებული მონდომებითაა შექმნილი. მრავალი ტესტისა და კორექტირების შემდეგ თეორემა გრძელია, მაგრამ მიწას არ სცილდება. არის დაახლოებით ხუთი მეტრი და ნახევარი, რაც Mercedec Maybach S Class-ს უტოლდება, სიმაღლეში კი თითქმის მეტრი და ნახევარია.

თეორემა ხუთი სავარძლისგან მოიცავს, რომლებიც გადაადგილდებიან და ავეჯის მწარმოებელი კომპანია პოლტრონა ფრაუს მიერაა შექმნილი. სავარძლები არა მხოლოდ მოძრაობენ, არამედ შეუძლიათ ფორმის ცვლილება. მაგალითად სკამიდან საწოლზე.

ვინ იცის, რა ელის ამ ავტომობილს. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ კონცეპტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები