LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Gigafactory-Berlin-ის ავტოსთორი

4
tesla

ბერლინი, 2022 წელი. ინჟინრული წინსვლა ავტოსამყაროში გიგანტურ ნაბიჯს დგამს. დღეისათვის მსოფლიო ნოვატორული სივრცის უკონკურენტო ლიდერი Tesla ხსნის Gigafactory-ს.

ეს არის ავტომწარმოებლის პირველი ევროპული წარმოების უზარმაზარი კერა, რომელშიც ჩადებულია უპრეცედენტო ინვესტიცია. 5.5 მილიარდი დოლარი.

კალიფორნიული კომპანია, მომხმარებლებს სუფთა რეკლამის ნაცვლად, სთავაზობს ვირტუალურ ტურს.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს მასობრივი წარმოების ობიექტის შუაგულში შეიხედოს და ნახოს ყველაფერი, რაც იქ ხდება. Gigafactory-ში შევდივართ დრონის საშუალებით და ვუყურებთ ელექტრო  კროსოვერის, Tesla Model Y-ის შექმნას. გასაოცარი ვიდეო ტური ერთი შეხედვით ვიდეო პრეზენტაცია უნდა იყოს, თუმცა ის გაცილებით მეტია. აღსანიშნავია რომ Tesla Gigafactory Berlin-ის გახსნა გარემოსდაცვითი და ბიუროკრატიული საკითხების გამო 8 თვით გადაიდო.

ქარხნის გახსნაზე მწვანე შუქი 2022 წლის 4 მარტს აინთო. გახსნის ცერემონიას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და სხვა მაღალი რანგის ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tesla-ს საწარმოსთვის 12000 ადამიანის დაქირავება სურს, ეს ფაქტი კი მას ბრანდენბურგის უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ქარხანა წელიწადში 500 000 ელექტრომანქანას გამოიმუშავებს.

უმსხვილესი საფინანოს კომპანიის, JPMorgan-ის პროგნოზით, Tesla Gigafactory Berlin-ი 2022 წელს, დაახლოებით, 54 000 მანქანას შექმნის.

2023 წელს ეს რიცხვი 280 000-მდე გაიზრდება, ხოლო 2025 წლისთვის ელექტრომობილების რაოდენობა 500 000-სს მიაღწევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები