LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გრძნობთ რომ გადაიღალეთ – როგორ აღვიდგინოთ დაკარგული ენერგია – ,,ადრენალინი”

14
unnamed

თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ, შინაგან დისკომფორტს განიცდით, თვალები ძველებურად აღარ გიბრწყინავთ, შესაძლოა ეს ჩვეულებრივი – საგაზაფხულო დეპრესია იყოს. როგორ მოვახერხოთ ძალების მობილიზება და დაკარგული ენერგიის დროულად აღდგენა?

თუ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭეთ, მხოლოდ დილით ჩაგთვლიმათ, წინ კი დაძაბული სამუშაო დღე გელით, მიიღეთ კონტრასტული შხაპი. მიირთვით 1 სუფრის კოვზი თაფლი და დალიეთ ცივი წყალი. 3-4 წუთის განმავლობაში ივარცხნეთ თმა. როდესაც მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შეხვედრა გელით, ყინულით ან ცივ წყალში დასველებული ხელსახოცით კარგად დაიზილეთ ყელისა და კისრის მიდამოები. ასეთი ქმედებით ყურადღების უკეთ კონცენტრირებას შეძლებთ. რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ თითები, უკეთ განეწყობით სამუშაოდ. როდესაც შინაგანად აფორიაქებული ხართ, დასამშვიდებლად ცივი წყალი დალიეთ. 1-2 წუთის განმავლობაში ისრისეთ ჯერ ყურის ბიბილოები, შემდეგ ნიჟარები, ბოლოს კი კისერი.

თუ, სამუშაო დღის ბოლოს თავს გამოფიტულად იგრძნობთ, შინ კი თქვენს ყურადღებას და სითბოს მოკლებული ოჯახის წევრები გელიან, ჩამოირეცხეთ მთელი დღის უარყოფითი ემოციები კონტრასტული შხაპის დახმარებით. 5 წუთით მაინც წამოწექით, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ არაფერზე იფიქროთ. რამდენჯერმე დახუჭეთ და გაახილეთ თვალები. არასოდეს დაიძინოთ ვინმეზე ნაწყენმა ან ნაჩხუბარმა. თუ დამნაშავე ხართ, ყოველთვის დროულად მოიხადეთ ბოდიში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მშვიდად დაძინებას.

ასევე გირჩევთ, რომ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოიწყოთ. დასაწყისისთვის ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, ბანანი, ნებისმიერი კენკრა, სტაფილო, კომბოსტო, კამა, ნიახური და პიტნა მოიმარაგეთ. უარი თქვით ყავასა და სიგარეტზე, რა თქმა უნდა ალკოჰოლურ სასმელზეც. ამ პროცედურების შემდეგ, თქვენი ორგანიზმი ინტენსიურად გაიწმინდება ტოქსინებისა და წიდებისაგან. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ გარეგნული ეფექტი თვალში საცემი გახდება. ნუ დაიზარებთ და გაიკეთეთ სახის კანის ნიღაბიც, საღამოს კი თბილი აბაზანა მიიღეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები