LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყავმობილი სახელად ამულეტი – ,,ავტოსთორი”

9
ტყავტომობილი 1 HEAD

ტყავი თუ შენი საყვარელი მატერიაა და წინდებიც კი ტყავისგან გაქვს შეკერილი, ეს ამბავი აუცილებლად გაგახალისებს, თუ არადა დაგაინტერესებს მაინც. ავტოსალონები რომ ტყავისგანაა გაწყობილი, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. არც ტყავით გაფორმებული საჭე და არც ტყავისგან დამზადებული ხალიჩები უცნაური. მაგრამ როცა ავტომობილი ინტერიერიც და ექსტიერიც, ანუ შიგნიდან და გარედანაც ტყავითაა გაწყობილი, ეს კი ნამდვილადაა სიახლე.

ამ ტყავტომობილს, ხო, მე ასე დავარქვი, სახელად ამულეტი ჰქვია, რეტრო-ჰოტროდული გარეგნობა აქვს და როგორც გავიგეთ, ტყავისაა.

შიგნიდან გულისხმობს არამხოლოდ სალონს, არამედ კაპოტქვეშა სივრცესაც, სადაც ავტომობილის მოძრაობისას, მუდმივად მაღალი ტემპერატურაა. და ასეთ პირობებში, რა ტყავი ძლებს, ამის წარმოდგენა ძნელია… მაგრამ ფაქტია, რომ ძრავის მახლობლად ბევრი დეტალი ტყავგამოკრულია.

სალონში აქცენტი ძვირფას ტყავზეა გაკეთებული. უფრო მეტიც, აქ სავარძლების და მაჩვენებლების დაფის გასაფორმებლად, წავის ბეწვიც კი გამოიყენეს. ავტომობილი 1949 წლის „მერკურის“ და „ჰოლდენ ეფიჯის“ მოგაგონებთ. მაგრამ „ამულეტის“ ავტორს საფუძვლად 1993 წლის „ტოიოტა ქრაუნი“ გამოუყენებია.

ავტორმა ამ ავტომობილზე მუშაობას ორი წელი მოანდომა. „ამულეტის“ ძარის ნაწილები კომპოზიციური მასალისგან დამზადდა, რომელიც სპეციალური თერმომედეგი საღებავით დაიფარა. მთელი ეს შრომა ალბათ დაფასდება. ალბათ იმიტომ, რომ ავტორი თავისი შემოქმედების ნაყოფს 1.5 მილიონ დოლარად ყიდის. ეს კი ჰიპერ-ავტომობილების ნიშაა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები