LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფრო სწრაფად, ვიდრე თვითმფრინავი

11
autoradio

ბოლოს, როდესაც მატარებლით ვიმგზავრე, ხუთი საათი დასჭირდა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას. არადა გზა თითქოს ამდენად გრძელი არ არის. ზოგჯერ ფიქრობ, რამდენად ესადაგება დღევანდელი ეპოქა დროსა და მანძილს, რომლის დაფარვაც ტრანსპორტს შეუძლია. ეს ყველაფერი შედარებითია. სად და როგორ…

კადანაში, ადგილობრივმა სტარტაპ კომპანიამ, Transpod-მა, სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა ჰიბრიდული თვითმფრინავ-მატარებელი.

იცით რა სიჩქარით დადის? 999 კილომეტრი საათში.

თვითმფრინავი ფრთების გარეშე – ასე მოიხსენიებენ თავის პირმშოს კანადელი მეცნიერები, ის ფიზიკის ახლად აღმოჩენილ მიმართულებაზე, “veillance flux”-ზეა დაფუძნებული, რის მეშვეობითაც მას ენერგიის უკონტაქტოდ გადაცემა შეუძლია.

FlaxJet-ი აღჭურვილია აეროდინამიკური და მამოძრავებელი სისტემებით, რომლებიც სპეციალურად ხახუნის შესამცირებლადაა შექმნილი.

მატარებელს 54-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მასში ასევე განთავსებულია ოთხი საბარგული, სადაც 10 ტონამდე ტვირთი ეტევა.

ის სპეციალური მილების სისტემით (TransPod-ის ხაზი) გადაადგილდება, რაც თავისთავად ხელს უწყობს მთავარ გზებზე საცობების შემცირებას.

TransPod-ის ხაზს სადგურები საკვანძო ლოკაციებსა და დიდ ქალაქებში ექნება, საიდანაც კაფსულები ყოველ 2 წუთში გავლენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ელექტრო მატერებლით მგზავრობის ფასი, თვითმფრინავის ბილეთზე დაახლოებით 44 პროცენტით ნაკლები ეღირება.

პროექტის ფარგლებში კანადაში დაახლოებით 140,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 19,2 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

ის ასევე შეამცირებს CO2-ის გამოყოფას, დაახლოებით 636,000 ტონით წელიწადში.

კომპანია TransPod-მა ახლახან 550 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა და პროექტის შემდეგი ეტაპის განხორციელება დაიწყო, ცნობილია ისიც, რომ TransPod-ის ხაზის მშენებლობა 18 მილიარდი დოლარი დაჯდება. თავდაპირველად ის კანადაში, ალბერტას პროვინციაში, კალგარისა და ედმონტონს შორის გაივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები