LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოსიპედი – საუკეთესო არჩევანი ჯანმრთელობისთვის

7
ველოსიპედი

ველოსიპედი ვარსკვლავურ ტრენდად გადაიქცა. ცნობილი ადამიანების უმრავლესობა უარს ამბობს ავტომობილებზე და ამჯობინებს ველოსიპედით სეირნობას. ზოგიერთი მათგანი დროის ეკონომიას ახდენს, ზოგიერთი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას ცდილობს, ზოგი გარემოს უფრთხილდება, ზოგისთვის კი დასვენების დღეებში რომანტიკული სეირნობა ველოსიპედით სასიამოვნო და სახალისოა.

ასეა თუ ისე, ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა იმ ვარსკვლავების რიცხვმა, რომლებიც ველოსიპედით სეირნობას ანიჭებენ უპირატესობას. ხანდაზმულები ველოსიპედით ელიტური წვეულებიდან სახლში მიიჩქარიან. ახალგაზრდები შვილებს ყოველდღიურად სკოლაში დაატარებენ, რითაც თავიდან იცილებენ საცობებში მოხვედრას.


ველოსიპედი უხმაუროა, გარემოს არ აბინძურებს, გამონაბოლქვის უქონლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ველოსიპედი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. „ის ბრიტანელებს ნაადრევი სიკვდილისა და ზოგადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს“, აცხადებს მრჩეველი სატრანსპორტო საკითხებში. გამოკვლევამ ცხადჰყო, რომ ველოსიპედით სიარული ტვინს ისეთი ქიმიკალიებით ამარაგებს, როგორიცაა ენდორფინები, რომელიც ადამიანს კარგ გუნება-განწყობილებაზე აყენებს და ხელს უწყობს უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები