LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ჰყავდა საქართველოში პირველი ავტომობილი – ავტოსთორი

18
122955214-267348538038030-6891017125082944219-n

მსოფლიო პროგრესს ოთხთვლიანი საოცრების ყოფაცხოვრებაში იმპლემენტაციას საქართველო არ ჩამორჩენია. ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა, ვარლამ გოთუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა. როგორც ცნობილია ეს „როლს როისის“ მარკის იყო და 25 კილომეტრი საათს სიჩქარით მოძრაობდა. მას 12-მდე ადამიანის გადაყვანა შეეძლო.

ეს მოხდა 1901 წელს. სენაკელი ,,როლს როისი” პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო სენაკი-ზუგდიდის გზაზე, მისი მომსახურების ღირებულება ერთ მანეთი და ოცი კაპიკი გახლდათ. ოცი კაპიკით მეტი, ვიდრე დილიჟანსი ან ეტლი.

სადგურებში ნახევარი საათი ჩერდებოდა, სრული გზის დაფარვას კი საათნახევარი სჭირდებოდა. თუმცა გოთუა ერთადერთი არ დარჩენილა და კონკურენტბიც მალე გამოუჩნდნენ, მეფურგონეებისა და მეეტლეების სახით, რომლებმაც აგრეთვე დაიწყეს ამ გზაზე მოძრაობა. მათ გოთას უჩივლეს კიდეც, რომ თითქოს ავტომობილი ბევრ უბედურ შემთხვევას იწვევდა და მოითხოვეს სიჩქარის შეზღუდვა.

ამის შემდეგ გოთუა იძულებული გახდა 12 კილომეტრის საათის სიჩქარით ემოძრავა.

მაკეტი ამჟამად სენაკის ერთ-ერთ ავტოსახელოსნოშია. უახლოეს მომავალში მას სავარაუდოდ რკინიგზის სადგურთან დაამონტაჟებენ. პირველი ავტომანქანის მაკეტი 26 მაისს ზუგდიდში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოფინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები