LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვოლგა” – ვიღას ახსოვს დღეს ეს ავტომობილი? – ავტოსთორი

24
Volga HEAD

ვოლგა ევროპაში ყველაზე გრძელი მდინარეა. მისი სიგრძე 3500 კილომეტრს აჭარბებს. მისი ქვეყნის ისტორიული აკვანის გარდა, ვოლგას სხვა დიდი დატვირთვაც ჰქონდა. მაგალითად მასზე გადაჭიმულ ხიდებზე, წლების წინ , საბჭოთა კავშირის კიდევ ერთ სიამაყე, ვოლგა მოძრაობდა.

ვიღასა ახსოვს დღეს ეს ავტომობილი? როგორც ჩანს ბევრისთვის არამხოლოდ რელიკვია, არამედ ჩაუქრობელი ცეცხლივით აგიზგიზებული სიყვარულია.  ერთ-ერთ ქალაქში გასაყიდად გამოიტანეს 1966 წლის ГАЗ-21 «Волга», რომელიც ორ ფერშია შეღებილი და იდეალურად არის რესტავრირებული.

რარიტეტული ავტომობილის რესტავრაციას 8 წელიწადზე მეტი დასჭირდა, თეთრ-წითელი ძარა აქვს და ანალოგიური ინტერიერი.

ხელოსნებმა ავტომობილის რესტავრაციისთვის მხოლოდ ორიგინალი ნაწილები გამოიყენეს. მათ საბჭოთა კატალოგების მიხედვით აღადგინეს როგორც გარე პანელების ასევე ინტერიერის დეტალები.

როგორც ჩანს ისტორიული რელიკვია, კიდევ ერთხელ წარმოადგენს სიმდიდრეს და მისი ღირებულება 25 ათას დოლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები