LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიწიბურა – ბუნებრივი აფთიაქი

16
წიწიბურა

ამ კულტურის მოყვანა პირველად ინდოეთში, 4 ათასი წლის წინ დაიწყეს. მაშინ წიწიბურას შავ ბრინჯს უწოდებდნენ, ხოლო როდესაც სხვა ქვეყნებში გავრცელდა, შავ ხორბლად მონათლეს. თავდაპირველად ამ ბურღულს ღარიბების საჭმელად მიიჩნევდნენ. არისტოკრატები მას არ მიირთმევდნენ. ბრინჯისგან განსხვავებით ეს შავი ფაფა მათი ფაქიზი კუჭისთვის უღირსი იყო. უკვე მე-20 საუკუნიდან მას ბურღულეულის დედოფალს უწოდებდნენ, რადგან წიწიბურას ფაფა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა. მასში არის უცვლელი მცენარეული ცილები.

წიწიბურა, მარცვლეულთა შორის, ჩემპიონია B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით, რომელიც სტრესსა და უძილობას უსწორდება. ამავდროულად, კანის, თმისა და ფრჩხილების კარგ მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. წიწიბურაში უხვადაა მიკროელემენტები: რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და სხვა ბევრი მინერალური ნივთიერება. ექიმები წიწიბურას აფასებენ რუტინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო. ეს ნივთიერება სისხლძარღვების კედლებს ამკვრივებს, სისხლდენას აჩერებს, ვენებზე პროფილაქტიკური და სამკურნალო ზემოქმედება აქვს. შემაერთებელ ქსოვილებში რუტინი უწვრილეს სისხლძარღვებს ამაგრებს. ამიტომ, წიწიბურას ფაფა მეტად სასარგებლოა სისხლძარღვებისა და რევმატული დაავადებების, ასევე ართრიტის დროს. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, იმუნურ სისტემას აძლიერებს.

წიწიბურას ფაფა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის, შლაკებისა და მძიმე ლითონების იონების გამოდევნას. დიეტოლოგები შაქრიანი დიაბეტით, ანემიით და ჭარბი წონით დაავადებულებს ურჩევენ მენიუში წიწიბურა ჩართონ. ის შეუცვლელი პროდუქტია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის ცუდად მუშაობის დროს. ეს ბურღული ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილესა და ტვინში სისხლის მიმოქცევას. მოკლედ წიწიბურა ნამდვილი ბუნებრივი აფთიაქია.

ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, რეზინის ხალიჩაზე წიწიბურას მარცვლები მოაბნიეთ და დღეში რამდენიმე წუთი მასზე ფეხშიშველა იარეთ. როგორც ცნობილია, ფეხის გულებზე მრავალი აქტიური წერტილია თავმოყრილი, რომლებზეც ზემოქმედება შინაგანი ორგანოების მუშაობას აწესრიგებს. წიწიბურას მარცვლების ფორმა ასეთი წერტილების შესანიშნავი მასაჟისტია. წიწიბურამ ყველა თავისი სასარგებლო თვისება რომ შეინარჩუნოს, საჭიროა სწორად მომზადდეს. სანამ ფაფას მოხარშავთ ბურღული წყალში არ დაალბოთ. ასეთი მანიპულაციის შემდეგ, სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი იკარგება. ქვაბში იმდენი წყალი ჩაუშვით რომ მარცვლები დაიფაროს, მოხარშეთ და მიირთვით გემრიელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები