LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი მეორე ავტომობილი ინსპექტირებას ვერ გადის, ავტოპარკის 65% დახარვეზდა

5
Sequence-03.00_20_54_05.Still002

გადაცემას „ავტოსერვისი“ შ.პ.ს. „ავტოტესტის“ დირექტორი ვაჟა იორდანიშვილი ესტუმრა. მთავარი თემა ტექინსპექტირება, ხარვეზები და სამომავლო გეგმები იყო.

 

ტექისპექტირება უკვე ყველა ავტომფლობელისთვის სავალდებულო გახდა…

დიახ, ჩვენ უკვე რეფორმის ბოლო სტადიაზე ვიმყოფებით. რეფორმა 2018 წლიდან დაიწყო და დასკვნით ეტაპზე გადავედით. დღეს უკვე გვაქვს პირველადი შედეგები, სტრუქტურა მზადაა, რომ გაზრდილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. დღეს საქართველოში წარმოდგენილია 41 ორგანიზაცია, რომელიც 72 ლოკაციაზეა გადანაწილებული; ჯამში არის 140 ხაზი, რომელიც ავტომობილებს ემსახურება. კონკრეტულად თბილისში არის 21 ლოკაცია, 59 ხაზით. აქედან 9 ხაზი “ავტოტესტისაა”.

თქვენი კომპანიის შესახებ მოგვიყევით.

“ავტოტესტი” 20 წლის კომპანიაა. ეს არის პირველი კომპანია, რომელიც გერმანული ინვესტიციით შეიქმნა და მაშინ 600 ათას ევროზე მეტი დაიხარჯა. მოეწყო პირველი ტექინსპექტირების ცენტრი, რაც ამიერკავკასიაში საპილოტე პროექტი იყო. 2004 წლიდან როცა სავალდებულო ინსპექტირება გაუქმდა, ბიზნესიც ნაკლებად საინტერესო გახდა. ჩვენ განვაგრძეთ ფუნქციონირება და სამგზავრო ავტომობილების სეგმენტს ვემსახურებოდით.

დედაქალაქში სამ ლოკაციაზე ხართ წარმოდგენილი.

დიახ, რამდენიმე ლოკაცია გვაქვს. პირველი – აღმაშენებლის ხეივანზე, 13 ასურელი მამის ქუჩა #128 ანუ „ტოიოტას“ ცენტრის მიმდებარედ. მეორე ლოკაცია ეს არის – მარშალ-გელოვანის გამზირი #1 და უნივერსიტეტის ქუჩა #6. „ავტოტესტი“ მუშაობს დილის 9 საათიდან ღამის 10 საათამდე, მათ შორის შაბათ-კვირას და სახელმწიფო უქმეების დროსაც. ასევე გვაქვს ცხელი ხაზი – 54-03-03 და ოფიციალური საიტიც, საიდანაც ვიზიტის დაჯავშნა მარტივადაა შესაძლებელი.

ტექინსპექტირებას გააჩნია თავისი რეგლამენტი. საინტერესო რა, რატომ და როგორ მოწმდება?

ავტომობილის შემოწმების რეგლამენტი შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით შემუშავდა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რეგლამენტი ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივად განახლებას საჭიროებს. რაც შეეხება თავად პროცედურას, ყველაფერი 510-ე რეგლამენტშია გაწერილი. ინსპექტირება მოიცავს ავტომობილის ძირითადი ელემენტების შემოწმებას. საუბარია – საჭის მექანიზმზე, მუხრუჭებზე, გამონაბოლქვზე, საბურავებზე…

განმეორებითი ინსპექტირება უფასოა, ამიტომ პირველი ვიზიტის დროს მძღოლები ავტომობილის ვიზუალს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე. მე ყველას მოვუწოდებ, რომ სანამ ცენტრში მივლენ, ავტომობილი კარგად დაათვალიერონ და რისი აღმოფხვრაც შეუძლიათ, შემოწმებამდე მოაგვარონ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოების ბალიშებს, ღვედებს, განსაკუთრებით უკანა ღვედებს – მათი გაუმართაობის გამო ავტომობილი ხარვეზდება.

საქართველოს ავტოპარკის 90%-ზე მეტი არის მეორადი ავტომობილები, შემოსული ამერიკიდან. ამერიკელებს კი უყვართ დიდი ძრავები და არ უყვართ ავტომობილის მოვლა. საინტერესოა, თუ რაზე ხარვეზდება ასეთი ავტომობილი, რა ძირითად მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?

280 ათასმა ერთეულმა გაიარა ინსპექტირება, საიდანაც 46% გზისთვის უვარგისად მიიჩნიეს. ანუ ყოველი მეორე ავტომობილი ვერ გადის ინსპექტირებას. თანაც ამ შემთხვევაში საუბარია მეორად ინსპექტირებაზე და პირველი ვიზიტის დროს შედეგი კიდევ უფრო რთულია – 65%.

საქართველოში რომ ბევრი ძველი ავტომობილი მოძრაობს ამის მთავარი პრობლემა გამონაბოლქვია. 2020 წლიდან რეფორმის ახალი სტადია იწყება და გამონაბოლქვის ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება. 2020 წლის ბოლოს წესით საბოლოო შედეგი უნდა მივიღოთ და გარემო ბევრად უსაფრთხო უნდა გახდეს.

„ავტოტესტის“ სლოგანია – „არ ავნო“, რაც საგზაო უსაფრთხოებასთან ერთად ეკოლოგიურ უსაფრთხოებასაც გულისხმობს. ინსპექტირება სადამსჯელო იძულებითი ზომა არ უნდა იყოს და ადამიანებმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ.

ზოგიერთები იყენებენ გარკვეულ ხრიკებს, რათა ტექინსპექტირება დროებით მაინც გაიარონ.  ქალაქში მოძრაობს უამრავი მბოლავი ავტომობილი, რომელსაც ტექინსპექტირება გავლილი აქვს..

ამ პრობლემასთან შეხება ჩვენც არაერთხელ გვქონია. გამონაბოლქვზე თუ ვისაუბრებთ, ბევრი ავტომობილი, რომელიც დიზელზე მუშაობს, ცენტრში სხვა საწვავით, სხვა საპოხი მასალით მოდის. თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ ამ დროს ავტომობილს გამზომი ხელსაწყო ამოწმებს, სხვადასხვა მეთოდებით ხელსაწყოს ატყუებენ ხოლმე.

თუმცა, რეგლამენტში შევიდა ცვლილება და თუკი ავტომობილი ბოლავს და ეს ვიზუალურად შეიმჩნევა ის მაინც დახარვეზდება. აუცილებელია გზებზე მონიტორინგის გამკაცრებაც, იგივე საპატრულო ეკიპაჟის მიერ და ვფიქრობ, სახელმწიფო ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.

თავისი პასუხისმგებლობა ყველა ავტომფლობელმა უნდა გაიაზროს..

ჩვენი ძირითადი კონცეფცია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდაა. ცოტა იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ გვინდა, რომ ტექინსპექტირება არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობით ჭრილში გადავიტანოთ. ავტომოყვარულს უნდა ქონდეს სურვილი, რომ მივიდეს ცენტრში და წელიწადში არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე შეამოწმოს ავტომობილი.

კანონიც ბევრ დათმობაზე წავიდა. მაგალითად, განხილვის თემა იყო საქარე მინა და მისი დაზიანება, სწორედ ამიტომ რეგლამენტში შევიდა ცვლილება და 2020 წლამდე სამი მცირე წერტილოვანი დაზიანება დასაშვებია. ავტომობილი შპაკლზეც აღარ დახარვეზდება და დროებით დამუქებულ მინებზეც აღარ იქნება პრობლემა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ადრე დახარვეზებული ავტომობილი განმეორებითი ინსპექტირების დროს მხოლოდ პრობლემურ დეტალზე მოწმდებოდა, ახლა მისი ვიზუალური შემოწმებაც თავიდან ხდება და თუკი დამატებითი ხარვეზი აღმოჩნდა, ბუნებრივია, ავტომობილი ინსპექტირებს ვეღარ გაივლის.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები