LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვავილოვანი ფსიქოლოგია სულის მკურნალი – ადრენალინი

14
ყვავილები

დღეს ყველა მეცნიერება არსებით ცვლილებებს განიცდის და რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას გვერდი არც ფსიქოლოგიამ აუარა. სულის მკურნალ ექიმებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს და ამას თავისი ლოგიკური ახსნაც აქვს. სწრაფად განვითარებადი საზოგადოება პროგრესის ისეთ ნაყოფთან ერთად, როგორიცაა ინტერნეტი, მობილური კავშირები, კომპიუტერები და ბევრი სხვა, უამრავ სტრესულ სიტუაციასაც იღებს, რომელთანაც დამოუკიდებლად ბრძოლის აღარც ძალა აქვს და არც სურვილი არსებობს.

ერთი და იმავე რჩევით ყველას ვერ უშველი, ამიტომ არის ალბათ, ფსიქოლოგები ახლ-ახალ, სულისთვის სასარგებლო და დამამაშვიდებელ მეთოდს რომ ეძებენ. ერთი მიმართულება, რომელსაც მათ მიაკვლიეს არის ყვავილოვანი ფსიქოლოგია. ამბობენ, ამ სიახლეს უამრავი უპირატესობა აქვს და ბევრ დადებით შედეგს იძლევაო. ყვავილოვანი ფსიქოლოგია აღმოსავლეთიდან მოვიდა. ბოლო წლებში იაპონელები აგრესიისკენ მიდრეკილი პაციენტების ჯგუფებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს. ერთი წლის მანძილზე, მრისხანებისა და არამოტივირებული გაღიზიანებისას, მათ საკურაზე დაკვირვებას სთავაზობდნენ. საინტერესო ის არის, რომ მსოფლიოში, ამ ერთ-ერთი ყველკაზე ლამაზი მცენარის ჭვრეტამ დამაკმაყოფილებებლი შედეგი აჩვენა. პაციენტების პულსი თანაბარი ხდებოდა, მრისხანება ქრებოდა, გულისცემა თანაბრდებოდა.

იაპონელებმა ეს იმის ნიშნად მიიღეს, რომ მცენარეებს ცუდ განწყობასთან, აგრესიის შეტევებთან და გაღიზიანებასთან ბრძოლა შეუძლია და განაცხადეს: თუ მიღებულ შედეგებს ის ფაქტორი დაემატება, რომ ასეთ მკურნალობაზე ყველა პაციენტი უყოყმანოდ დათანხმდება, ეს ფსიქოლოგიაში ნამდვილ რევოლუციას მოახდენსო. დღეს მსოფლიოში ყვავილოვანი თერაპიის სპეციალიზაციით რამდენიმე ცენტრია. თუმცა ფსიქოლოგთან წასვლა აუცილებელი არ არის იმისთვის, რომ ლამაზი მცენარეებისგან სიმშვიდე მიიღოთ. როგორ უნდა გამოვიყენოთ ყვავილოვანი ფსიქოლოგია საშინაო პირობებში?

ყვავილების დედოფალი ვარდი სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს და ხასიათს გამოაკეთებს. აუცილებლად ცოცხალი და ახალგაშლილი უნდა იყოს. თუ ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჭკნობას იწყებს, დეპრესიას კიდევ უფრო აღრმავებს და განწყობასაც აუარესებს.

მინდვრის ყვავილებს თავის ტკივილისა და უძილობისგან შეუძლიათ განკურნება. მათი მსუბუქი არომატიც კი ადამიანის სულიერ მღელვარებას ანეიტრალებს.

მოუსვენარი შვილების დედას დააინტერესებს, რომ ბავშვურ ფსიქიკაზე კეთილისმყოფელი გავლენა აქვს შროშანებს. ის ძილს კოშმარებისგან ათავისუფლებს და ამით სახლში სიმშვიდე მოაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები