LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი ტურბინის შესახებ: ხდება თუ არა მისი შეკეთება და რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა

გადაცემას „ავტოსერვისი“ კომპანია „გეო ტურბოს“ დამფუძნებელი ლევან ბათნიძე ესტუმრა.

როგორ არის მოწყობილი ტურბინა?

ტურბინა ყველა ავტომობილისთვის პრინციპულად ერთნაირია. ტურბინაში დეტალები ერთმანეთთან შეხების გარეშე მუშაობენ, ამიტომ არც ცვეთა გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ ძრავიდან მოდის პრობლემა, ამ დროს ზიანდება ტურბინა. ის შედგება ღერძისგან, რომელზეც არის აგებული ტურბინა. ის იმისთვის არის, რომ ძრავს ჰაერი მიაწოდოს და მეტი ჟანგბადი წარმოქმნას, რაც მეტ ჟანგბადს იღებს, უფრო სწორი შენარევი და წვა არის, რაც საწვავის ეკონომიასაც განაპირობებს.

წლების წინ საქართველოში ტურბინის გარემონტება საერთოდ არ ხდებოდა. მოგვიყევით თქვენს შესახებ, რა გამოდის ხოლმე მწყობრიდან ძირითადად და რა არის საჭირო ტურბინის აღსადგენად?

თუ დეტალი დეტალს შეეხო, ჩათვალეთ, რომ ის კომპლექტურად გამოდის მწყობრიდან. საჭიროა ახლით ჩანაცვლება, ან შეკეთება. სხვანაირად არ იმუშავებს. 2012 წლამდე უკრაინაში ვმუშაობდით. დავინტერესდი რა ხდებოდა საქართველოში ამ მიმართულებით. იყო სერვისი, სადაც დიდ თანხას ითხოვდნენ, ორ კვირა სჭირდებოდა შეკეთებას და გარანტიაც არ ჰქონდა. 30 წლიანი გამოცდილება მქონდა და გადავწყვიტე ქართველებს დავხმარებოდი. ჩამოვიტანეთ იტალიური, გერმანული და რუსული დანადგარები. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გაგვიცნო, გვენდობიან. თავიდან ძალიან რთული იყო, რადგან არ სჯეროდა მომხმარებელს, რომ ტურბინის შეკეთება შესაძლებელი იყო. ერთმა კლიენტმა ისიც კი მითხრა, როგორც მკვდარი არ გაცოცხლდება, ისე ტურბინა არ გაკეთდებაო. ჩვენი მიზანია ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასად დავეხმაროთ მომხმარებელს.

როგორც ვიცი, ტურბინის დეტალები ძვირი ღირს… აღდგენა კი ბევრად მომგებიანია მძღოლისთვის. რა ნაწილები იცვლება ხოლმე ტურბინაში, რა პროცესია და რა დრო სჭირდება?

ტურბინის შესაკეთებლად მაქსიმუმ ხუთი დღე გვჭირდება. ყველა დეტალი ადგილზე არ გვაქვს, რა თქმა უნდა. ჩამოგვაქვს მაშინ, როდესაც გვჭირდება. გააჩნია სირთულეს, რა სამუშაოა ჩასატარებელი, მაქსიმუმ რვა საათში ხდება შეკეთება. ჩვენ ხშირად ვურჩევთ მომხმარებელს ჯერ გავარკვიოთ, რატომ გაფუჭდა ტურბინა და შემდეგ შეიძინოს ახალი. დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს ძრავის გადახურება და წყლის ზეთში გადატანა, ან ზედმეტი საწვავის მიწოდება, რომელიც ვერ ასწრებს ცილინდრებში დაწვას, შესაძლოა დაზიანების მიზეზი გახდეს დაბინძურებული ჰაერი, უხარისხო საწვავი და ა.შ. ყოველთვის ვიკლევთ ძველ ტურბინას, ვაძლევთ მძღოლს 6 თვიან გარანტიას. შეკეთება ხდება ქარხნული ტექნოლოგიით, სხვანაირად ის არ იმუშავებს. ჩვენ აუცილებლად ვცვლით ღერძს, კომპრესორულ ფრთას და კორპუსის დეტალებს. ამის შემდეგ იტალიურ სტენდზე ხდება მისი ტესტირება მაღალ ბრუნებზე. შესაძლოა სულ ახალი ტურბინა იყიდოს ადამიანმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაყენება, გაშვების მომენტი და ა.შ. თუ არ მოხდა ქარხნული სტანდარტების დაცვა, იმ დღესვე შესაძლოა დაზიანდეს.

თქვენ თავად ტურბინას არ აყენებთ, თქვენ არემონტებთ. რა წესები უნდა დაიცვას იმ სპეციალისტმა, ვინც დააყენებს?

ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, რაც უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტმა. ტურბინაში ჰერმეტიკის გამოყენება მიუღებელია, გაცხელების მომენტში ის დნება და კეტავს ზეთის არხებს. არ შეიძლება ტურბინა ბინძურ ადგილზე დაიდოს, შესაძლოა ნაგავი შეყვეს. თუკი ჩვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, შემთხევათა 95%-ში პრობლემები არ გვაქვს ხოლმე.

მოგვაწოდეთ რეკომენდაციები, როგორ მოვუაროთ ტურბინას?

როგორც აღვნიშნეთ, ტურბინის პრინციპი ყველა ავტომობილისთვის ერთია. ჩვენ ყველანაირს ვაკეთებთ, იქნება ეს კატერის, სატვირთო ავტომობილის თუ მსუბუქი მანქანის. ჩვენს საიტზეც არის რჩევები განთავსებული. არის სამი ძირითადი პრინციპი: ჰაერი, ზეთი და საწვავი. ზეთი უნდა იყოს შესაბამისი, გარბენის მიხედვით. ჰაერის ფილტრი დროულად უნდა შეცვალოთ. მნიშვნელოვანია კარგი ხარისხის საწვავი. რიდესაც ძრავი იწყებს ზეთის კლებას, ავტომობილი ლურჯ კვამლს გამოყოფს. ამას თუ შენიშნავთ, ავტომობილი უნდა გააჩეროთ, არ შეიძლება დაზიანებული ავტომობილით სიარული. მაღალ ბრუნებზე, პრობლემის დაწყებისას ტურბინა „წივის“. აღმართზე უჭირს ასვლა, რადგან გაწევას კარგავს.

თქვენი კოორდინატები?

ჩვენი ვებ გვერდია: http://turbogeo.com/ მისამართი: ჭყონდიდელის N22. ტელეფონი: 571 00 48 48

გადაცემის ჩანაწერი