LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველაზე გამძლე და ამტანი ზოდიაქოს ნიშნები” – სოფია ბზეკალავა გადაცემაში ,,ასტრომაგია”

11
sofiabzekalava201021

გადაცემის ლაივი LIVE

20 ოქტომბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ამჯერად ამტანობისა და გამძლების მიხედვით განიხილა ზოდიაქოს ნიშნები.

რა თქმა უნდა, ადამიანის გამძლეობა პირველ რიგში მისი რესურსით და შესაძლებლობებით განისაზღვრება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თანდაყოლილი თვისებები, რომელთაც ზოდიაქოს ნიშნის წყალობით ღებულობს.

ყველაზე გამძლე ნიშნები 

ყველაზე გამძლე ნიშნად მორიელი ითვლება, რომელიც საოცარი შეუპოვრობით და მორალური სიძლიერით ხასიათდება. თუმცა, ძლიერი თვითგადარჩენის ინსტიქტის პარალელურად, სხვებზე მეტადაა მიდრეკილი თვითგანადგურებისკენ. მორიელს მოსწონს კრიზისული სიტუაციები და არსებობა ვერ წარმოუდგენია მათ გარეშე. თუმცა, სწორედ მაშინ იწყებს საკუთარი თავის და სხვების ჭამას, რადგან მისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. ამასთანავე, მორიელი საოცრად ჯინიანი ნიშანია, რომელიც ყველაფერს სხვის ჯიბრზე აკეთებს.

უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგიით იბადება ვერძი, რაც პირველ რიგში მის საოცარ ოპტიმიზმს განსაზღვრავს. ვერძი არასდროს კარგავს მომავლის იმედს და გამოუვალ მდგომარეობაშიც დარწმუნებულია, რომ ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი და სწორედ საკუთარი ოპტიმიზმის, შესაძლოა ბავშვური გულუბრყვილობის წყალობით ახერხებს იქ გადარჩენას, სადაც სხვას აუცილებლად დაღუპვა ემუქრება. ვერძი ბავშვობიდან ძალიან აქტიური და დამოოუკიდებელია, ამიტომ ზრდასრულ ასაკში არანაირი გამოწვევა არ აშინებს.

მართალია, მშვილდოსანი ნაკლებად ხასიათდება თვითგადარჩენის ინსტიქტით, მაგრამ საოცრად იღბლიანი ნიშანია, იშვიათად იღლის თავს წვრილმანებზე ფიქრით და ნაკლებადაა მიდრეკილი მოვლენების დრამატიზირებისკენ, რაც მსუბუქად ცხოვრებასა და მუდმივად ოპტიმიზმის შენარჩუნებაში ეხმარება.

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ გამძლე ნიშნებს შორისაა წუწუნის მოყარული კირჩხიბიც. მართალია, ძალიან ემოციური და ზოგჯერ ისტერიული კირჩხიბი ნებისმიერ უსიამოვნებას პანიკით პასუხობს, მაგრამ მდიდარი სასიცოცხლო რესურსი და რეგენერაციის საოცარი უნარის წყალობით ყოველთვის ახერხებს გადარჩენას.

ყველაზე პესიმისტი ნიშნები 

პესიმიზმით განთქმულ ნიშნებში თხის რქა  ლიდერობს, როემლსაც სატურნი – ერთის მხრივ, წესრიგის და დისციპლინის, მეორეს მხრივ, ცივი და სუსხიანი პლანეტა მართავს, ამიტომ ზოდიაქოს ეს ნიშანიც რეტროგრადულობით ხასიათდება, მისთვის წარმოუდგენელია კარგი განწყობის, ოპტიმიზმის შენარჩუნება, როცა გარშემო ყველაფერი ინგრევა. თუმცა, ამგვარი პესიმიზმი თხის რქას ახალგაზრდობაში უფრო ახასიათებს, ასაკის მატებასთან ერთად კი, გამოცდილებას იძენს, თითქოს კაჟდება და ბევრად მსუბუქად უყურებს სამყაროს. აღსანიშნავია, რომ პესიმიზმის მიუხედავად, ეს ნიშანია საოცრად გამძლე და ამტანია, რაც პირველ რიგში მისი სიჯიუტის დამსახურებაა.

არანაკლებ აფრთხობს მოულოდნელი სიახლეები და ახალ რეალობასთან ადაპტირება კუროს, რომელსაც ყველაფრის დაგეგმვა და საკუთარი გეგმის მიხედვით მოქმედება სჩვევია.  კუროსთვის საცხოვრებლის შეცვლა, ერთი გარემოდან მეორეში გადასვლაც კი, სერიოზული სტრესია, ამიტომ მაქსიმალურად ერიდება ნებისმიერ, თუნდაც მცირე ცვლილებებს. თუმცა, ყველა კუროშია ოპოზიციური ნიშნის – მორიელის თავისებურებები, ამიტომ თუ ის ცვლებების შიშის გარეშე მიღებას ისწავლის, მაშინ ძალიან მარტივად შეძლებს ყველა პრობლემის დაძლევას.

სიახლეების წინააღმდეგია ყველაფრის წინასწარ დაგეგმვის მოყვარული ქალწულიც, რომელსაც ძალიან უჭირს სწრაფად ორიენტირება და რეალობას მორგება. სასწორისთვის წარმოუდგენელია გარისკვა ან გამართლების იმედად ყოფნა. ამასთანავე, უამრავი ფობიის პატრონს ძალიან ეშინია მიკრობების და ბაქტერიების, ამიტომ ძალიან განიცდის დღვანდელ სიტუაციას.

მუდმივად ალტერნატიული რეალობის მაძიებელ თევზებს ძალიან უჭირთ სინამდვილის დანახვა და მიღება, სწრაფად ორიენტირება და უცხო გარემოსთან ადაპტირება. თევზების ნიშნით მეტწილად ხელოვანები ან ხელოვნების მოყვარულები იბადებიან, რომლებიც ნებისმიერ კრიზისს სწორედ ხელოვნებაში აფარებენ თავს. მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშანი საოცრად ნიჭიერია, მაგრამ სტაგნაციისკენ მიდრეკილი ვერასდროს ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენას და გამოყენებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები