LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გავრცელებული დაავადებები და მათი ფსიქოსომატური მიზეზები – „ასტრომაგია”

7
sofia-bzekalava

5 მარტს გადაცემაში “ასტრომაგია” სოფია ბზეკალავამ კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები განიხილა და ყველაზე გავრცელებულ დაავადებებზე, მათ ფსიქოსომატურ მიზეზებზე ისაუბრა.

რეტროგრადული მერკურის პერიოდი 

რეტროგრადული ანუ უკან მბრუნავი მერკურის პერიოდში, რომელიც 5-დან 28 მარტამდე გაგრძელდება, ადამიანებს საერთო ენის მოძიება და კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდებათ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და საკომუნიკაციო საშუალებების მუშაობა კი, მწყობრიდან გამოვა.

რეტროგრადული მერკური, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ბრუნავს უკან, პირველ რიგში წარსულში გვაბრუნებს და რადგან ასტროლოგიაში პლანეტა მერკური ადამიანის აზრებს, ფიქრებს, ემოციებს, ასევე საქმეებს განაგებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ სწორედ ახლა დაბრუნდებიან თქვენს ცხოვრებაში ძველი ნაცნობები და აღდგება პირადი ურთიერთობა, განმეორდება ძველი შემთხვევები ან მიიღებთ ძველ შეთავაზებებს.

კარგად დააკვირდით განმეორებად მოვლენებს და ყურადღება მიაქციეთ მოულოდნელად გამოჩენილ ნაცნობებს, რადგან, მათ დაბრუნებას ორი მიზეზი აქვს – ან ძველი საქმე, ურთიერთობა უნდა დაასრულოთ ან სამყაროს მიერ ბოძებული მეორე შანსი გამოიყენოთ. თუმცა, ძველი ურთიერთობის აღდგენა და ახლებურად გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ ორივე მხარე შეძლებს საჭირო დასკვნების გაკეთებას.

მართალია, საკმაოდ რთული პერიოდია, რადგან მოგიწევთ წარსულში “მოგზაურობა” , მაგრამ ძველი პრობლემების მოგვარება და ურთიერთობის გადახედვა მაინც აუცილებელია, რათა აპრილში, როცა მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, ძველი “კუდების” გარეშე დაიწყოთ ახლი საქმე და გადადგათ ბევრად ქმედითი ნაბიჯები, მანამდე კი დაისვენეთ, მითუმეტეს მზე ახლა თევზების ზოდიაქოს ნიშანშია და ზუსტად რომ დროულია მცირე პაუზის აღება და ყველაფრის გაანალიზება, საკუთარ თავთან გასაუბრება და სურვილების სწორად განსაზღვრა, რადგან მათი ასრულება სწორედ თქვენს ქვეცნობიერზეა დამოკიდებული.

გამოიყენეთ რეტრომერკურის პერიოდი ნაყოფიერად და ნუ იღელვებთ, თუ ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის სრულად განხორციელებას, რადგან გარკვეული წინაღობები და საქმეთა შეფერხება აბსოლუტურად ნორმალურია. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ჟურნალისტებს და მათ, ვისთვისაც მთავარი ინფორმაციის მოპოვება და გადაცემაა, სწორედ მათთვის იქნება მარტის თვე ყველაზე რთული, რადგან მერკურის რეტროგრადულობით შექმნილ პრობლემებს, მისი თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაც დაემთხვევა, სადაც ნაკლებად კომფორტულად იგრძნობს თავს. არაა გამორიცხული სწორედ ახლა გამოაშკარავდეს ბევრი საიდუმლო ან სულ სხვა ქვეტექსტი შეიძინოს ძველმა ამბავმა, რაც სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდება, თავისუფლად შეიძლება გავრცელდეს ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელსაც სწრაფად აიტაცებს საზოგადოება, მერე კი, უმიზეზოდ შექმნის ქაოსს და პანიკას.

არ ღირს რეტროგრადული მერკურის პერიოდში გარეგნობის რადიკალურად შეცვლაც, რადგან ექსპერიმენტებისთვის შეუფერებელ პერიოდში ცვლილებები არ გაამართლებს. ნაკლებად სახარბიელო დროა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაფორმებლად, ახალი საქმის დაწყებად ან სამსახურის მოსაძიებლად, გამონაკლისს მხოლოდ ძველი შთავაზება წარმოადგენს, როცა სამყარო კიდევ ერთხელ მოგცემთ ძველი შანსის გამოყენების საშუალებას.

განსაკუთრებით რთული იქნება მარტის თვე ტყუპების, ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მეტად რისკავენ მცდარი გადაწყვეტილების მიღებას, როცა ჩანაფიქრი განსხვავებული, სრულიად მოულოდნელი შედეგით დასრულდება.

ურანი კუროს ზოდიაქოს ნიშანში 

6 მარტიდან პლანეტა ურანი კუროს ზოდიაქოს ნიშანში დაბრუნდება. მართალია, ამ ნიშნით დაბადებულებმა გასული წლის მაისში უკვე იზარალეს, როცა ურანმა მათი ნერვების სიმტკიცე გამოსცადა, მაგრამ წელს არასასიამოვნო მოვლენები შედარებით ნაკლები ინტენსივობით განმეორდება.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად ურანი 7 წლით “დაბინავდება” კუროს ზოდიაქოს ნიშანში და მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს მასპინძელს. მთავარია, კომფორტს და სტაბილურობას შეჩვეულმა კურომ, რომელსაც ძალიან არ უყვარს ცვლილებები და საოცრად აშინებს სიურპრიზები, მიიღოს მისი შეთავაზება. მოულოდნელობები განსაკუთრებით აპრილის თვეში დაბადებულებს დააბნევს და გააკვირვებს, რომელთა პირველი რეაქცია საკმაოდ არაადეკვატური იქნება. თუმცა, ამგვარი რეფორმები აუცილებელია, რადგან ურანი სწორედ არასტანდარტულად მოქმედებას მოითხოვს კუროსგან.

სხვათაშორის, ურანის კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა გარკვეულწილად ლომის, მორიელის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებზეც აისახება, რომელთაც მართალია, ახალი ფინანსური წყაროს მოძიების საშუალება მიეცემათ, მაგრამ არასწორად მოქმედების შემთხვევაში, ახლის პოვნის ნაცვლად ძველის დაკარგვის საფრთხეც დაემუქრებათ. ის, ვინც სტაბილურობას, ძველ, კარგად ნაცნობ გარემოს ებღაუჭება და უფრთხის სიახლეებს, ძალიან გაუჭირდება ურანის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც მუდმივად კრეატივის ძიებაშია და ზოდიაქოს ნიშნებსაც მუდმივად ფარული რესურსების გამოყენებისგან მუწოდებს.

ურანის ბატონობის 7-წლიან პერიოდში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი საბანკო-საფინანსო სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ფრილანსერის გამოჩენით კი, პრაქტიკულად სრულად დაცარიელდება მსხვილი კომპანიები და კორპორაციები. ამასთანავე, საინტერესო აღმოჩენები ელით ბიოლოგებს და ეკოლოგებს, რაც პირველ რიგში პროგრესს და სამყაროს შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

დაავადებები და მათი ფსიქოსომატური მიზეზები 

ეზოთერული მეცნიერების თანახმად, ავადმყოფობა არა ბუნებრივი მდგომარეობა, არამედ ორგანიზმის საუბარი, ერთგვარი სიგნალი და მინიშნებაა ადამიანის არასწორ მოქმედებასა და მის შეცდომებზე. ავადმყოფობას, რომელსაც პირველ რიგში ადამიანის ფიქრები, განცდა და ემოცია განსაზღვრავს, ორი მთვარი მიზეზი აქვს – ერთის მხრივ, სნეულება უარყოფითი ემოციებით ჩნდება და სწორედ ამიტომ ითვლება ქრონიკული ან ონკოლოგიური დაავადება წლების მანძილზე დაგროვილი წყენის და ბრაზის, იმედგაცრუების და დარდის გამოვლინებდ, მეორეს მხრივ კი, ასტროლოგიაში დამკვიდრებული მცნების “ბებერი და ახალგაზრდა სულების” თანახმად, დაავადება ადამიანს სწრაფად გაზრდას და იმ ცოდნის, ქვეცნობიერში შენახული გამოცდილების გამოყენებას აიძულებს, რომელიც წინა ცხოვრებაში დააგროვა. სწორედ ამიტომაა, სერიოზული შოკის ან კატასტროფის შემდეგ, ბევრი აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს, ფარულ რესურსებს მიმართავს და სხვასაც უზიარებს საკუთარ გამოცდილებას.

რა თქმა უნდა, უამრავი მძიმე და შედარებით მსუბუქი დაავადება არსებობს, თუმცა ყველას თავისი ფსიქოსომატური მიზეზი აქვს. უცნაურია, მაგრამ ყელის ტკივილის მიზეზი ის უსიამოვნებებია, რომელსაც ადამიანი “ყლაპავს” და არასდროს ამბობს ხმამაღლა, რადგან ან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდება, ან პრობლემებისგან ცდილობს თავის დაღწევას. თირკმელის დაავადებით ყოველთვის თბილი და პოზიტიური, ხათრიანი და კეთილგანწყობილი ადამიანი იტანჯება, რომელსაც ძალიან უნდა გარშემომყოფთა სიყვარულის, პატივისცემის დამსახურება და ხშირად საკუთარ ინტერესებზე უარის თქმით ცდილობს სხვათა სიამოვნებას. სხვთაშორის, თირკმლის დაავადებით ყველაზე ხშირად სასწორის ნიშნით დაბადებულები იტანჯებიან, რადგან ზედმეტად ხათრიანებს ძალიან უჭირთ უარის თქმა, კენჭების დაგროვების მთავარი მიზეზი კი, გარემოებაა, რომელიც ადამიანს ტყუილის თქმას აიძუებს. მხედველობის პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა ადამიანს არ სურს რეალობისთვის თვალის გასწორება, ბავშვის სიელმის მიზეზი კი, ოჯახური კონფლიქტი და მშობლების უთანხმოებაა.

არანაკლებ აქტუალურია ჭარბი წონის პრობლემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია დათრგუნულ თვითშეფასებასთან. ბავშვობაში ზედმეტი კილოგრამებით ის იტანჯება, ვინც მშობლებისგან გრძნობს თავს დამცირებულად, განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვი მშობლის სიმკაცრეს ან უხეშ მითითებასაც ძალადობად აღიქვამს, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის და ფსიქოლოგიურ ტრავმასაც აყენებს. ზრდასრულ ასაკში სიმსუქნის მიზეზი მომავლის, სამყაროს და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შიშია, მაგალითად, ჭარბი კილოგრამები წელის არეში იმ პასუხისმგებლობის შედეგია, რომელიც ადამიანმა ნებით ან იძულებით იტვირთა, თუმცა ძალიან უჭირს მისი “ზიდვა”.

ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დასაღწევად პირველ რიგში იმ მიზეზების დადგენაა საჭირო, რაც აძლიერებს ან პირიქით ამცირებს ადამიანის თვითრწმენას. რადგან სიმსუქნეს არა კვების რაციონი, არამედ ადამიანის ქვეცნობიერი განაპირობებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, სწორი რაციონის შერჩევ, თუმცა საკვები, თუნდაც დიეტური, პირველ რიგში სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს ადამიანს.

სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ონკოლოგია ითვლება, რომლისკენ მიდრეკილება ყოველთვის ჩანს ადამიანის პირად ჰოროსკოპში, რადგან ონკოლოგიური დაავადების მიზეზი ან მისი ხასიათი ან გენეტიკაა. საბედნიეროდ, ყველას აქვს გენეტიკური მეხსიერების შეცვლის და წინაპრების იმ არასწორი წარმოდგენების, შეხედულებების თუ მცდარი სტერეოტიპების დანგრევის უნარი, რომელიც მძიმე დაავადებებს იწვევს.

ასტროლოგების მტკიცებით, ადამიანს ორი სხეული აქვს – ასტრალური და ფიზიკური, დაავადება კი, სწორედ ასტრალურ სხეულში ჩნდება ანუ სული ავადდება, რასაც ადამიანი  ნაკლებ ყურადღბას აქცევს და სწორედ წყენით და ბრაზით აგრძელებს ცხოვრებას. ასტროლოგების აზრით, სიმსივნე სწორედ იმდგაცრუებული და გულგატეხილი ადამიანების დაავადებაა, რადგან მისი ჩანასახი ორგანიზმში სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ის რწმენას, იმედს კარგავს და ნებით თუ უნებლიეთ იწყებს საკუთარი თავის განადგურებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები